"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური, გიორგი მარგველაშვილის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება:
"გვენეტაძის წარდგენით მარგველაშვილმა ყველა კრიტერიუმი დაარღვია.
პოლიტიკური აფილაციის, რადგან გვენეტაძე რესპუბლიკური პარტიის წევრია; პრინციპულობის, რადგან ის შევარდნაძის კორუმპირებული სასამართლოს ნაწილია და კომპეტენციის.
ამაზე ცუდ არჩევანს ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე", - ნათქვამია ნუგზარ წიკლაურის სტატუსში.