საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიბერდანაშაული, ანუ ახალი სკანდალი "ბანის" გარშემო - ჯგუფი სპეციალურ განცხადებას აკეთებს
კიბერდანაშაული, ანუ ახალი სკანდალი "ბანის" გარშემო - ჯგუფი სპეციალურ განცხადებას აკეთებს

"ვარ "ფე­ის­ბუ­ქის" მომ­ხმა­რე­ბე­ლი. ვი­ღა­ცე­ბი, ყო­ველ დღე, ჩემი სა­ხე­ლით, უსი­ა­მოვ­ნო და სკან­და­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნე­ბენ. ეს კი­ბერ­ხუ­ლიგ­ნო­ბაა, რის გა­მოც, მინ­და, მივ­მარ­თო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს.

ვი­ნა­ი­დან ბევ­რს უნდა ჩემ­თან, ან ჯგუფ "ბა­ნის" ბი­ჭებ­თან და­მე­გობ­რე­ბა, ამის­თვის გირ­ჩევთ, "ფე­ის­ბუქს" ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ, ტე­ლე­ფო­ნით დაგ­ვი­კავ­შირ­დით. ჩემი სა­ხე­ლით ვი­ღაც ბო­რო­ტად სარ­გებ­ლობს. ვი­მე­ო­რებ, ის სი­ტყვე­ბი მე არ მე­კუთ­ვნის, რა­საც ის წერს. იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა, როცა ჟურ­ნა­ლის­ტი იმ პი­როვ­ნე­ბას და­უ­კავ­შირ­და, ინ­ტერ­ვიუ სთხო­ვა და გა­მო­აქ­ვეყ­ნა კი­დეც, მაგ­რამ რეს­პონ­დენ­ტი მე არ ვყო­ფილ­ვარ. ყალ­ბი ინ­ტერ­ვიუ და­ი­ბეჭ­და. მა­ვა­ნი ხალ­ხში ცუდ იმიჯს მიქ­მნის.

კი­დევ ერთხელ მოგ­მარ­თავთ ყვე­ლას, ჩვენ­თან და­კავ­ში­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დაგ­ვი­რე­კეთ ტე­ლე­ფონ­ზე, ან და­უ­კავ­შირ­დით ჩვენს პრო­დი­უ­სერს, ჭა­ბუ­კა ამი­რა­ნაშ­ვილს," - ეს გახ­ლავთ ჯგუფ "ბა­ნის" სო­ლის­ტის, მათე ფირ­ცხე­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც მან წა­მი­კი­თხა და გვთხო­ვა, გა­მოგ­ვექ­ვეყ­ნე­ბი­ნა.

რო­გორც მიხ­ვდით, მა­თეს სა­ხე­ლით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­ღაც სარ­გებ­ლობს. ჯგუ­ფის გულ­შე­მატ­კივ­რებს ხში­რად, რო­გორც "ბა­ნის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ეუ­ხე­შე­ბა.

"მბე­ბი.გე" ამ თე­მა­ზე "ბა­ნის" წევ­რებ­სა და მათ პრო­დი­უ­სერს გა­ე­სა­უბ­რა.

ჭა­ბუ­კა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი, ჯგუფ ბა­ნის პრო­დი­უ­სე­რი:

- მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, შევ­ქმნათ ისე­თი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც ხალ­ხს მო­ე­წო­ნე­ბა და მი­ი­ღებს. არას­დროს გა­დაგ­ვიხ­ვე­ვია იმ გზის­კენ, ანუ იმ სიმ­ღე­რე­ბის­კენ, რაც ახლა მო­და­შია (უცხო­უ­რი ქა­ვე­რე­ბი), რად­გა­ნაც მიგ­ვაჩ­ნია, რომ ქარ­თულ სიმ­ღე­რებ­ზე უნდა ვი­მუ­შა­ვოთ. მად­ლო­ბა ღმერ­თს, თუ ხალ­ხს ეს ყვე­ლა­ფე­რი მოს­წონს და კარ­გად იღებს. ვი­ნა­ი­დან კონ­ცერ­ტებ­ზეც ხში­რად გვი­წევს გა­მოს­ვლა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხალ­ხს ბი­ჭებ­თან კონ­ტაქ­ტი სი­ა­მოვ­ნებთ. ყველ­გან სი­ხა­რუ­ლით ხვდე­ბი­ან, მაგ­რამ რო­დე­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბენ, კერ­ძოდ, "ფე­ის­ბუ­ქის" სა­შუ­ა­ლე­ბით, ბი­ჭე­ბის ფო­ტო­ე­ბით, გვა­რე­ბი­თა და სა­ხე­ლე­ბით სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი პა­სუ­ხო­ბენ, რაც ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლი მო­მენ­ტია. ისე, ეგეც არა­ფე­რი, უპა­სუ­ხონ, მაგ­რამ ის ინ­კოგ­ნი­ტო გულ­შე­მატ­კივ­რებს შე­უ­რა­ცხყოფს და ეუ­ხე­შე­ბა. მოკ­ლედ, "ბანს" სა­ხელს უტეხს. ხში­რად ისე­თი უხამ­სი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავს იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ ახლა მი­ჭირს კი­დეც თქვენ­თან იმის გა­მე­ო­რე­ბა. ყვე­ლა­ზე და­ჩაგ­რუ­ლი კი ჩვე­ნი სო­ლის­ტი მათე ფერ­ცხე­ლა­ვა აღ­მოჩ­ნდა, რად­გა­ნაც მისი სა­ხე­ლი­თა და გვა­რით უამ­რა­ვი გვერ­დია შექ­მნი­ლი.

- მათე, პი­რა­დად არ გაქვთ "ფე­ის­ბუქ­ზე" სა­კუ­თა­რი გვერ­დი?

- სა­ერ­თოდ, კომ­პი­უ­ტერს ცოტა გა­ვურ­ბი, თან, არ მცა­ლია და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დი­დად ჩარ­თვა არც მა­ინ­ტე­რე­სებს. პი­რა­დი გვერ­დი არ მქონ­და, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, შე­მექ­მნა მას მერე, რაც გა­ვი­გე, რომ ჩემი სა­ხე­ლით ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ცუ­დად სარ­გებ­ლობს. როცა შევ­ქმე­ნი, იმის მერე ისე მოხ­და, რომ ბევ­რი უცხო პი­როვ­ნე­ბა მე­უ­ხე­შე­ბო­და და ცუ­დად მომ­მარ­თავ­და, მა­გი­ნებ­და კი­დეც, -რო­გო­რი სა­ში­ნე­ლი ადა­მი­ა­ნი ყო­ფილ­ხა­რო...

- რა­ტომ?

- იმი­ტომ, რომ ის ვი­ღაც, ხომ ვამ­ბობ, ჩემი სა­ხე­ლით მო­სარ­გებ­ლე, ლან­ძღავს ჩვენს მსმე­ნელს... ახლა გა­ვი­გე, რომ "ოდ­ნოკ­ლას­ნი­კებ­შიც" ყო­ფი­ლა ჩემი გვერ­დე­ბი შექ­მნი­ლი და იქ კი­დევ უა­რე­სი ამ­ბე­ბი ხდე­ბა...

- ისე, ეს ხომ პო­პუ­ლა­რო­ბის ნა­წი­ლია...

- პო­პუ­ლა­რო­ბა კარ­გია, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელს მი­ტე­ხენ...

ჭა­ბუ­კა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი:

- ესე­ნი ისე­თი ბი­ჭე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ცოტა სხვა­ნა­ი­რად ცხოვ­რო­ბენ და ასე­თი რა­ღა­ცე­ბი არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბათ. მაგ­რამ რო­გო­რია, როცა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უყ­ვარს ეს ბი­ჭე­ბი, უკავ­შირ­დე­ბა, რომ სიყ­ვა­რუ­ლი აუხ­სნას, მისი სიმ­პა­თი­ე­ბი და­უ­ფიქ­სი­როს და იქი­დან სა­პი­რის­პი­როდ ლან­ძღვას იღებს?! რა შე­ხე­დუ­ლე­ბა უნდა შე­ექ­მნათ თუნ­დაც მა­თე­ზე?

- პი­რა­დი მტე­რი ხომ არ გყავთ?

მათე:

-არა მგო­ნია...

გოგა ნი­კო­ლა­ძე, ჯგუფ "ბა­ნის" წევ­რი:

- ვფიქ­რობ, რომ ის ვი­ღაც უფრო კონ­კუ­რენ­ტია. თუმ­ცა პირ­და­პირ ვი­ტყვი, ვიცი, ვინც არის, ერთ დღეს და­მი­რე­კა და მითრხა, თქვე­ნი "კავ­კა­სი­ურ ბა­ლა­და", რო­მელ­საც 5 მი­ლი­ო­ნამ­დე ნახ­ვა აქვს, თუ ამას და ამას არ გა­ა­კე­თებთ, ბო­დი­ში და რა­ღა­ცე­ბი იბო­დი­ა­ლა, "იუ­თუ­ბი­დან" წა­იშ­ლე­ბაო. მარ­თლაც რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ "ბა­ლა­და" წა­ი­შა­ლა.

- რას გთხოვ­დათ?

- სი­მარ­თლე გით­რათ, ვერ გა­ვი­გე, მაგ­რამ იმ ადა­მი­ა­ნის სა­ხელ­სა და გვარს არ ვი­ტყვი. მაგ სი­ა­მოვ­ნე­ბას არ მი­ვა­ნი­ჭებ, რომ თუნ­დაც "შავი პი­ა­რი" გა­ვუ­კე­თო. არ არის ცნო­ბი­ლი და რა­ღა­ცებს ცუ­დად ცდი­ლობს... ის ვი­დეო ისევ ავ­ტვირ­თეთ, მაგ­რამ ის ხმე­ბი ხომ დავ­კარ­გეთ? არა­და, უკვე 15 მი­ლი­ო­ნამ­დე ხმა გვექ­ნე­ბო­და...

- ჯგუ­ფი "ბანი" ჩვენ­ში პო­ზი­ტი­უ­რად შე­მო­ვი­და და სა­ხე­ლიც და­იმ­კვიდ­რა, სიმ­ღე­რე­ბი აი­ტა­ცეს, მაგ­რამ თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბა­ში ერთი უხერ­ხუ­ლი ეპი­ზო­დი მოხ­და, როცა ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის შო­უ­ში "უკა­ნა­ლის სკან­დალ­ში" გა­ეხ­ვი­ეთ... არ შე­იძ­ლე­ბო­და, შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ წი­ნა­და­დე­ბა­ზე უარი გეთ­ქვათ და მა­გა­ლი­თად, სტუ­დია და­გე­ტო­ვე­ბი­ნათ?

ბა­ტო­ნი ჭა­ბუ­კა:

- აქ ალ­ბათ დიდი როლი იმან ითა­მა­შა, რომ მაგ­რად იმუ­შა­ვა ჩვე­უ­ლებ­რივ­მა სკან­დალ­მა, ანუ ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნილ­მა ე.წ. გა­პი­ა­რე­ბის ტექ­ნი­კამ. ეს შე­იძ­ლე­ბა იმ წამ­ყვა­ნე­ბის­გა­ნაც მო­დი­ო­და, ბი­ჭებ­მა კი ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ. მი­ვიდ­ნენ და მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ასე­თი რამ შეს­თა­ვა­ზეს. დიდი ბო­დი­ში, რად­გა­ნაც ამ თე­მა­ზეა ლა­პა­რა­კი, ვი­ტყვი, წა­ი­კუ­ზა ორი კარ­გი გოგო, ესე­ნი კი კა­ცე­ბი არი­ან...

მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზი­ებს ვურ­ჩევ­დი, თუ ამ ბი­ჭე­ბის სიმ­ღე­რებს ხალ­ხს ხში­რად მო­ას­მე­ნი­ნე­ბენ, მა­შინ გვე­ყო­ლე­ბა ცოტა "პი­ჟო­ნი" და აღარ იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მე­ბი, არც სხვა­ნა­ი­რად აღარ შე­ხე­და­ვან მათ. თან, ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, ცოტა გა­მოც­დი­ლე­ბაც აკ­ლი­ათ, რაც ამ სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე­ებს მე­ტად აქვთ. ფაქ­ტია, რომ ამ გა­და­ცე­მის შემ­დეგ ცუდი რა­ღა­ცე­ბი წა­მო­ვი­და.

- და სწო­რედ ეს ხომ არ გახ­და იმის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი, რომ მა­თეს სა­ხე­ლით ვი­ღაც ასე ცუ­დად სარ­გებლობს?

- მაგ­დე­ნი არ ვიცი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ეს უკვე გან­ვლი­ლი ეტა­პია და არა­ვის საქ­მე არ არის, მით უფრო, რომ ამით ისარ­გებ­ლოს მა­ვან­მა და მა­თეს სა­ხე­ლით სა­ში­ნე­ლე­ბა აკე­თოს.

გოგა ნი­კო­ლა­ძე:

- ის კი არა, და­მი­რე­კა ცოტა ხნის წინ ჟურ­ნა­ლის­ტმა და მი­თხრა, - შე­იძ­ლე­ბა თქვენ­გან ინ­ტერ­ვი­უს აღე­ბაო? რა პრობ­ლე­მაა-მეთ­ქი? რა ვიცი, თქვენ­მა სო­ლის­ტმა მათე ფირ­ცხე­ლა­ვამ თავი გა­ი­გი­ჟაო... ხე­დავთ, ის პი­როვ­ნე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც რო­გორ მი­მარ­თავს?

ბა­ტო­ნი ჭა­ბუ­კა:

- ამი­ტომ მათე ავ­რცე­ლებს გან­ცხა­დე­ბას და ამ­ბობს, რომ მისი სა­ხე­ლით ასე მოქ­მე­დე­ბენ, ხალ­ხმა გა­ი­გოს, რომ ასე­თი ბიჭი არ არის. სხვა კა­ცია, ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლი, თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი. მცხე­თა­ში სტი­ქა­რო­სა­ნია, მის­წრა­ფე­ბუ­ლია მუდ­მი­ვად იმის­კენ, რომ რღაც კარ­გი საქ­მე აკე­თოს.

თუ ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ის ვი­ღაც კვლა­ვაც გა­ნაგ­რძობს მსგავს ქმე­დე­ბას, მა­შინ უკვე მივ­მარ­თავთ შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს, რომ ამ კი­ბერ­და­ნა­შა­ულს მი­ხე­დოს... რაც უნდა წე­როს, მაგ­რამ არა შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ტექ­სტე­ბი, ისე­თი, რომ ადა­მი­ანს მისი გა­მე­ო­რე­ბა ერი­დე­ბო­დეს.

მათე ფირ­ცხე­ლა­ვა:

- როცა ჩემი პი­რა­დი გვერ­დი შევ­ქმე­ნი, იმ "ინ­კოგ­ნი­ტო მა­თეს" მივ­წე­რე, ჩემი სა­ხე­ლი­თა და გვა­რით ვე­სა­უბ­რე, ვკი­თხე, - რა­ტომ აკე­თებ ამას-მეთ­ქი?

- რა გი­პა­სუ­ხა?

- კარ­გად მიც­ნობ, მაგ­რამ ვე­რას­დროს გა­ი­გებ, რომ მე ის ვარ. არც შეგ­ხვდე­ბი და არც გნა­ხა­ვო...

ერთ ამ­ბავ­საც გა­ვიხ­სე­ნებ: იმ დღეს ქუ­ჩა­ში ბიჭი შემ­ხვდა და ში­ნა­უ­რუ­ლად და­მე­ლა­პა­რა­კა. გა­მიკ­ვირ­და, რად­გან ვერ ვი­ცა­ნი, - ვინ ხარ, ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ-მეთ­ქი? რო­გორ არა, ერთი წე­ლია, "ფე­ის­ბუქ­ზე" გწერ და არ იცი, კაცო, რას აღარ ვე­ძა­ხით ერ­თმა­ნეთ­სო. ის მათე არ ვარ, ვი­საც შენ ელა­პა­რა­კე­ბი-მეთ­ქი. არ და­ი­ჯე­რა, მაგ­რამ მერე სპე­ცი­ა­ლუ­რად შემ­ხვდა და ბო­დი­ში მო­მი­ხა­და... ასე­თი ბევ­რი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა.

- და ბო­ლოს შე­მოქ­მე­დე­ბი­თად რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

ჭა­ბუ­კა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი:

- გა­მო­ვე­ცით პირ­ვე­ლი ალ­ბო­მი და გვინ­და, რომ მისი პრე­ზენ­ტა­ცია გავ­მარ­თოთ, რად­გა­ნაც არ გვინ­და, ქსელ­ში მა­სა­ლა ამის გა­რე­შე გა­ვი­დეს. გვაქვს კონ­ცერ­ტე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით გვიწ­ვე­ვენ. ამ ყვე­ლა­ფერს ივენ­თე­ბის ფორ­მა აქვს, მაგ­რამ ჩვენ ასე ვირ­ჩენთ თავს. ხალ­ხი ჩვე­ნით კმა­ყო­ფი­ლია, მთავ­რია, რომ იგეგ­მე­ბა გას­ვლა, პა­რა­ლე­ლუ­რად კი­დევ გვინ­და, ახალ ალ­ბომ­ზე მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა. გვაქვს კარ­გი თე­მე­ბი...

რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა მე გა­ვუ­კე­თე, არის ხალ­ხურ თე­მებ­ზეც, გვყავს მე­გო­ბა­რი, ამი­რან ჭიღ­ლა­ძე რო­მე­ლიც კარგ ტექ­სტებს გვი­წერს... ასე რომ, კი­დევ იქ­ნე­ბა ერთი კარ­გი რა­ჭუ­ლი სიმ­ღე­რა.

- ცნო­ბი­ლე­ბი რა­ჭუ­ლი სიმ­ღე­რით გახ­დით და კი­დევ გინ­დათ რავე­ლებს გული მო­ულ­ბოთ?

- იმ პე­რი­ოდ­ში, როცა ბი­ჭე­ბი ჯერ კი­დევ მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში უკ­რავ­დნენ, მათ­თან მი­ვი­და მა­შინ­დე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და ახ­ლან­დე­ლი მი­ნის­ტრი - კახი კა­ლა­ძე და ფული აჩუ­ქა. ის პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რა, "რა­ჭუ­ლი" იმ თან­ხით ჩა­წე­რეს, რაც ჰიტი გახ­და.

- აბა, კახა კა­ლა­ძე ყო­ფი­ლა თქვე­ნი "ნათ­ლია".

- კი, ასე გა­მო­ვი­და... იმის მერე მე და ბი­ჭე­ბი და­ვახ­ლოვ­დით, დღეს კი ამა­თი პრო­დი­უ­სე­რი ვარ და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­თეს ასა­კის შვი­ლი მყავს, ბი­ჭებ­თან ვმე­გობ­რობთ, ვძმა­კა­ცობთ. ვმუ­შა­ობთ, ვკა­მა­თობთ, გეგ­მებს ვა­წყობთ. ბევ­რი ამ ბი­ჭებს სწო­რედ იმის გამო იწ­ვევს კონ­ცერ­ტზე, რომ ქარ­თულ საქ­მეს აკე­თე­ბენ, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ უცხო­უ­რი მუ­სი­კა არ უყ­ვართ, არ უს­მე­ნენ, ან ვერ მღე­რი­ან. უბ­რა­ლოდ, ეს მოს­წონთ. ყვე­ლას თა­ვის გზა­ზე გა­უ­მარ­ჯოს.

მათე ფირ­ცხე­ლა­ვა:

- ვუს­მენ სხვა­დას­ხა ჯგუფს, მომ­ღე­რალს, მაგ­რამ უპი­რა­ტე­სო­ბას ქარ­თულს ვა­ნი­ჭებ, რად­გა­ნაც ქარ­თუ­ლი სის­ხლში მაქვს, ჩე­მია!

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კიბერდანაშაული, ანუ ახალი სკანდალი "ბანის" გარშემო - ჯგუფი სპეციალურ განცხადებას აკეთებს

კიბერდანაშაული, ანუ ახალი სკანდალი "ბანის" გარშემო - ჯგუფი სპეციალურ განცხადებას აკეთებს

"ვარ "ფეისბუქის" მომხმარებელი. ვიღაცები, ყოველ დღე, ჩემი სახელით, უსიამოვნო და სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებენ. ეს კიბერხულიგნობაა, რის გამოც, მინდა, მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ვინაიდან ბევრს უნდა ჩემთან, ან ჯგუფ "ბანის" ბიჭებთან დამეგობრება, ამისთვის გირჩევთ, "ფეისბუქს" ნუ გამოიყენებთ, ტელეფონით დაგვიკავშირდით. ჩემი სახელით ვიღაც ბოროტად სარგებლობს. ვიმეორებ, ის სიტყვები მე არ მეკუთვნის, რასაც ის წერს. იყო ასეთი შემთხვევა, როცა ჟურნალისტი იმ პიროვნებას დაუკავშირდა, ინტერვიუ სთხოვა და გამოაქვეყნა კიდეც, მაგრამ რესპონდენტი მე არ ვყოფილვარ. ყალბი ინტერვიუ დაიბეჭდა. მავანი ხალხში ცუდ იმიჯს მიქმნის.

კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას, ჩვენთან დაკავშირების შემთხვევაში, დაგვირეკეთ ტელეფონზე, ან დაუკავშირდით ჩვენს პროდიუსერს, ჭაბუკა ამირანაშვილს," - ეს გახლავთ ჯგუფ "ბანის" სოლისტის, მათე ფირცხელავას განცხადება, რომელიც მან წამიკითხა და გვთხოვა, გამოგვექვეყნებინა.

როგორც მიხვდით, მათეს სახელით სოციალურ ქსელში ვიღაც სარგებლობს. ჯგუფის გულშემატკივრებს ხშირად, როგორც "ბანის" წარმომადგენლები ამბობენ, ეუხეშება.

"მბები.გე" ამ თემაზე "ბანის" წევრებსა და მათ პროდიუსერს გაესაუბრა.

ჭაბუკა ამირანაშვილი, ჯგუფ ბანის პროდიუსერი:

- მაქსიმალურად ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც ხალხს მოეწონება და მიიღებს. არასდროს გადაგვიხვევია იმ გზისკენ, ანუ იმ სიმღერებისკენ, რაც ახლა მოდაშია (უცხოური ქავერები), რადგანაც მიგვაჩნია, რომ ქართულ სიმღერებზე უნდა ვიმუშავოთ. მადლობა ღმერთს, თუ ხალხს ეს ყველაფერი მოსწონს და კარგად იღებს. ვინაიდან კონცერტებზეც ხშირად გვიწევს გამოსვლა, აქედან გამომდინარე, ხალხს ბიჭებთან კონტაქტი სიამოვნებთ. ყველგან სიხარულით ხვდებიან, მაგრამ როდესაც სოციალურ ქსელში მათთან ურთიერთობენ, კერძოდ, "ფეისბუქის" საშუალებით, ბიჭების ფოტოებით, გვარებითა და სახელებით სრულიად უცხო ადამიანები პასუხობენ, რაც ძალიან უხერხული მომენტია. ისე, ეგეც არაფერი, უპასუხონ, მაგრამ ის ინკოგნიტო გულშემატკივრებს შეურაცხყოფს და ეუხეშება. მოკლედ, "ბანს" სახელს უტეხს. ხშირად ისეთი უხამსი სიტყვებით მიმართავს იმ ადამიანებს, რომ ახლა მიჭირს კიდეც თქვენთან იმის გამეორება. ყველაზე დაჩაგრული კი ჩვენი სოლისტი მათე ფერცხელავა აღმოჩნდა, რადგანაც მისი სახელითა და გვარით უამრავი გვერდია შექმნილი.

- მათე, პირადად არ გაქვთ "ფეისბუქზე" საკუთარი გვერდი?

- საერთოდ, კომპიუტერს ცოტა გავურბი, თან, არ მცალია და სოციალურ ქსელში დიდად ჩართვა არც მაინტერესებს. პირადი გვერდი არ მქონდა, მაგრამ იძულებული გავხდი, შემექმნა მას მერე, რაც გავიგე, რომ ჩემი სახელით ამდენი ადამიანი ცუდად სარგებლობს. როცა შევქმენი, იმის მერე ისე მოხდა, რომ ბევრი უცხო პიროვნება მეუხეშებოდა და ცუდად მომმართავდა, მაგინებდა კიდეც, -როგორი საშინელი ადამიანი ყოფილხარო...

- რატომ?

- იმიტომ, რომ ის ვიღაც, ხომ ვამბობ, ჩემი სახელით მოსარგებლე, ლანძღავს ჩვენს მსმენელს... ახლა გავიგე, რომ "ოდნოკლასნიკებშიც" ყოფილა ჩემი გვერდები შექმნილი და იქ კიდევ უარესი ამბები ხდება...

- ისე, ეს ხომ პოპულარობის ნაწილია...

- პოპულარობა კარგია, მაგრამ ამ შემთხვევაში, სახელს მიტეხენ...

ჭაბუკა ამირანაშვილი:

- ესენი ისეთი ბიჭები არიან, რომლებიც ცოტა სხვანაირად ცხოვრობენ და ასეთი რაღაცები არაფერში სჭირდებათ. მაგრამ როგორია, როცა ადამიანი, რომელსაც უყვარს ეს ბიჭები, უკავშირდება, რომ სიყვარული აუხსნას, მისი სიმპათიები დაუფიქსიროს და იქიდან საპირისპიროდ ლანძღვას იღებს?! რა შეხედულება უნდა შეექმნათ თუნდაც მათეზე?

- პირადი მტერი ხომ არ გყავთ?

მათე:

-არა მგონია...

გოგა ნიკოლაძე, ჯგუფ "ბანის" წევრი:

- ვფიქრობ, რომ ის ვიღაც უფრო კონკურენტია. თუმცა პირდაპირ ვიტყვი, ვიცი, ვინც არის, ერთ დღეს დამირეკა და მითრხა, თქვენი "კავკასიურ ბალადა", რომელსაც 5 მილიონამდე ნახვა აქვს, თუ ამას და ამას არ გააკეთებთ, ბოდიში და რაღაცები იბოდიალა, "იუთუბიდან" წაიშლებაო. მართლაც რაღაც პერიოდის შემდეგ "ბალადა" წაიშალა.

- რას გთხოვდათ?

- სიმართლე გითრათ, ვერ გავიგე, მაგრამ იმ ადამიანის სახელსა და გვარს არ ვიტყვი. მაგ სიამოვნებას არ მივანიჭებ, რომ თუნდაც "შავი პიარი" გავუკეთო. არ არის ცნობილი და რაღაცებს ცუდად ცდილობს...  ის ვიდეო ისევ ავტვირთეთ, მაგრამ ის ხმები ხომ დავკარგეთ? არადა, უკვე 15 მილიონამდე ხმა გვექნებოდა...

- ჯგუფი "ბანი" ჩვენში პოზიტიურად შემოვიდა და სახელიც დაიმკვიდრა, სიმღერები აიტაცეს, მაგრამ თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში ერთი უხერხული ეპიზოდი მოხდა, როცა ერთ-ერთი ტელევიზიის შოუში "უკანალის სკანდალში" გაეხვიეთ... არ შეიძლებოდა, შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი გეთქვათ და მაგალითად, სტუდია დაგეტოვებინათ?

ბატონი ჭაბუკა:

- აქ ალბათ დიდი როლი იმან ითამაშა, რომ მაგრად იმუშავა ჩვეულებრივმა სკანდალმა, ანუ ხელოვნურად შექმნილმა ე.წ. გაპიარების ტექნიკამ. ეს შეიძლება იმ წამყვანებისგანაც მოდიოდა, ბიჭებმა კი ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. მივიდნენ და მოულოდნელად, ასეთი რამ შესთავაზეს. დიდი ბოდიში, რადგანაც ამ თემაზეა ლაპარაკი, ვიტყვი, წაიკუზა ორი კარგი გოგო, ესენი კი კაცები არიან...

მაგრამ ტელევიზიებს ვურჩევდი, თუ ამ ბიჭების სიმღერებს ხალხს ხშირად მოასმენინებენ, მაშინ გვეყოლება ცოტა "პიჟონი" და აღარ იქნება პრობლემები, არც სხვანაირად აღარ შეხედავან მათ. თან, ახალგაზრდები არიან, ცოტა გამოცდილებაც აკლიათ, რაც ამ სფეროში მომუშავეებს მეტად აქვთ. ფაქტია, რომ ამ გადაცემის შემდეგ ცუდი რაღაცები წამოვიდა.

- და სწორედ ეს ხომ არ გახდა იმის მაპროვოცირებელი, რომ მათეს სახელით ვიღაც ასე ცუდად სარგებლობს?

- მაგდენი არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, ეს უკვე განვლილი ეტაპია და არავის საქმე არ არის, მით უფრო, რომ ამით ისარგებლოს მავანმა და მათეს სახელით საშინელება აკეთოს.

გოგა ნიკოლაძე:

- ის კი არა, დამირეკა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა და მითხრა, - შეიძლება თქვენგან ინტერვიუს აღებაო? რა პრობლემაა-მეთქი? რა ვიცი, თქვენმა სოლისტმა მათე ფირცხელავამ თავი გაიგიჟაო... ხედავთ, ის პიროვნება ჟურნალისტებსაც როგორ მიმართავს?

ბატონი ჭაბუკა:

- ამიტომ მათე ავრცელებს განცხადებას და ამბობს, რომ მისი სახელით ასე მოქმედებენ, ხალხმა გაიგოს, რომ ასეთი ბიჭი არ არის. სხვა კაცია, ძალიან მორიდებული, თავშეკავებული. მცხეთაში სტიქაროსანია, მისწრაფებულია მუდმივად იმისკენ, რომ რღაც კარგი საქმე აკეთოს.

თუ ამ განცხადების შემდეგ ის ვიღაც კვლავაც განაგრძობს მსგავს ქმედებას, მაშინ უკვე მივმართავთ შესაბამის ორგანოებს, რომ ამ კიბერდანაშაულს მიხედოს... რაც უნდა წეროს, მაგრამ არა შეურაცხმყოფელი ტექსტები, ისეთი, რომ ადამიანს მისი გამეორება ერიდებოდეს.

მათე ფირცხელავა:

- როცა ჩემი პირადი გვერდი შევქმენი, იმ "ინკოგნიტო მათეს" მივწერე, ჩემი სახელითა და გვარით ვესაუბრე, ვკითხე, - რატომ აკეთებ ამას-მეთქი?

- რა გიპასუხა?

- კარგად მიცნობ, მაგრამ ვერასდროს გაიგებ, რომ მე ის ვარ. არც შეგხვდები და არც გნახავო...

ერთ ამბავსაც გავიხსენებ: იმ დღეს ქუჩაში ბიჭი შემხვდა და შინაურულად დამელაპარაკა. გამიკვირდა, რადგან ვერ ვიცანი, - ვინ ხარ, ერთმანეთს ვიცნობთ-მეთქი? როგორ არა, ერთი წელია, "ფეისბუქზე" გწერ და არ იცი, კაცო, რას აღარ ვეძახით ერთმანეთსო. ის მათე არ ვარ, ვისაც შენ ელაპარაკები-მეთქი. არ დაიჯერა, მაგრამ მერე სპეციალურად შემხვდა და ბოდიში მომიხადა... ასეთი ბევრი შემთხვევა ყოფილა.

- და ბოლოს შემოქმედებითად რა გეგმები გაქვთ?

ჭაბუკა ამირანაშვილი:

- გამოვეცით პირველი ალბომი და გვინდა, რომ მისი პრეზენტაცია გავმართოთ, რადგანაც არ გვინდა, ქსელში მასალა ამის გარეშე გავიდეს. გვაქვს კონცერტები, საქართველოს მასშტაბით გვიწვევენ. ამ ყველაფერს ივენთების ფორმა აქვს, მაგრამ ჩვენ ასე ვირჩენთ თავს. ხალხი ჩვენით კმაყოფილია, მთავრია, რომ იგეგმება გასვლა, პარალელურად კიდევ გვინდა, ახალ ალბომზე მუშაობის დაწყება. გვაქვს კარგი თემები...

რამდენიმე სიმღერა მე გავუკეთე, არის ხალხურ თემებზეც, გვყავს მეგობარი, ამირან ჭიღლაძე რომელიც კარგ ტექსტებს გვიწერს... ასე რომ, კიდევ იქნება ერთი კარგი რაჭული სიმღერა.

- ცნობილები რაჭული სიმღერით გახდით და კიდევ გინდათ რაველებს გული მოულბოთ?

- იმ პერიოდში, როცა ბიჭები ჯერ კიდევ მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავდნენ, მათთან მივიდა მაშინდელი ფეხბურთელი და ახლანდელი მინისტრი - კახი კალაძე და ფული აჩუქა. ის პირველი სიმღერა, "რაჭული" იმ თანხით ჩაწერეს, რაც ჰიტი გახდა.

- აბა, კახა კალაძე ყოფილა თქვენი "ნათლია".

- კი, ასე გამოვიდა... იმის მერე მე და ბიჭები დავახლოვდით, დღეს კი ამათი პროდიუსერი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ მათეს ასაკის შვილი მყავს, ბიჭებთან ვმეგობრობთ, ვძმაკაცობთ. ვმუშაობთ, ვკამათობთ, გეგმებს ვაწყობთ. ბევრი ამ ბიჭებს სწორედ იმის გამო იწვევს კონცერტზე, რომ ქართულ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უცხოური მუსიკა არ უყვართ, არ უსმენენ, ან ვერ მღერიან. უბრალოდ, ეს მოსწონთ. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს.

მათე ფირცხელავა:

- ვუსმენ სხვადასხა ჯგუფს, მომღერალს, მაგრამ უპირატესობას ქართულს ვანიჭებ, რადგანაც ქართული სისხლში მაქვს, ჩემია!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება