სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემდეგი გაჩერება "რესპუბლიკელები" არიან?" - ინგა გრიგოლია ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება
"შემდეგი გაჩერება "რესპუბლიკელები" არიან?" - ინგა გრიგოლია ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ინგა გრი­გო­ლია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის შე­სა­ხებ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებს ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც მან გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ა­კე­თა.

"არ ვიცი, ვცდე­ბი თუ არა... რო­გორც წესი, არ ვცდე­ბი ხოლ­მე და ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უ­დან გა­მომ­დი­ნა­რე - შემ­დე­გი გა­ჩე­რე­ბა "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" არი­ან?

მა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" წო­ნა­დო­ბის პო­ლო­ტი­კო­სი მაგ კო­ა­ლი­ცი­ა­ში თით­ქმის არ არ­სე­ბობს", - წერს გრი­გო­ლია.

"კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მხარ­და­ჭე­რა­ში ამ­ხი­ლა.

"რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მეს, ალა­სა­ნი­ამ და მის­მა თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა ვერ აჩ­ვე­ნეს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ კა­ნო­ნი და­არ­ღვია. მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ გუნდში. იმ­დე­ნად უნ­დათ, მხა­რი და­უ­ჭი­რონ ერთ პი­როვ­ნე­ბას, რომ სა­ხელ­მწი­ფო ავი­წყდე­ბათ. თვი­თონ რომ გა­უ­ჭირ­დე­ბათ, მა­შინ აღარ ვარ­გა პრო­კუ­რა­ტუ­რა, ეს არის პო­ზი­ცია? კონ­კრე­ტუ­ლად აჩ­ვე­ნონ, სად ნა­ხეს პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან კა­ნონ­დარ­ღვე­ვა? ცდი­ლო­ბენ, პო­ლი­ტი­კუ­რად წა­იყ­ვა­ნონ პრო­ცე­სი. კე­თი­ლი ინე­ბონ და პრო­კუ­რა­ტუ­რას ხელი შე­უ­წყონ. ისე, ალა­სა­ნი­ას გუნ­დის წევ­რე­ბი ამ სა­კი­თხზე რა­ტომ არ ითხო­ვენ პარ­ლა­მენ­ტში კო­მი­სი­ის შექ­მნას? მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი მათ­გან არ მახ­სოვს, ჩა­ერ­თონ და ნა­ხონ.

იგი­ვე რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ მა­ლა­ვენ და ალა­სა­ნი­ას მხარს უჭე­რენ, ხე­ლოვ­ნუ­რად აგო­რე­ბულ თე­მებ­ზე რომ კო­მი­სი­ას ქმნი­ან, შე­ა­მოწ­მონ პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ ნა­წილ­შიც. ამის ნაც­ვლად, მხო­ლოდ ზო­გად პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ და პრო­კუ­რა­ტუ­რას პირ­და­პირ ემუქ­რე­ბი­ან.

იმას კი არ ამ­ბო­ბენ, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან თუ არა, მთა­ვარ პრო­კუ­რორს და­ვი­ჭერ­თო, აცხა­დე­ბენ", აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი: გავ­ბე­დე და კი­დევ გავ­ბე­დავ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"შემდეგი გაჩერება "რესპუბლიკელები" არიან?" - ინგა გრიგოლია ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება

"შემდეგი გაჩერება "რესპუბლიკელები" არიან?" - ინგა გრიგოლია ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" პირად გვერდზე რესპუბლიკელების შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს ეხმაურება, რომლებიც მან გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

"არ ვიცი, ვცდები თუ არა... როგორც წესი, არ ვცდები ხოლმე და ივანიშვილის ინტერვიუდან გამომდინარე - შემდეგი გაჩერება "რესპუბლიკელები" არიან?

მაპატიეთ, მაგრამ "რესპუბლიკელების" წონადობის პოლოტიკოსი მაგ კოალიციაში თითქმის არ არსებობს", - წერს გრიგოლია.

"კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა "რესპუბლიკელები" თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მხარდაჭერაში ამხილა.

"რაც შეეხება ე.წ. კაბელების საქმეს, ალასანიამ და მისმა თანაგუნდელებმა ვერ აჩვენეს, რომ პროკურატურამ კანონი დაარღვია. მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ გუნდში. იმდენად უნდათ, მხარი დაუჭირონ ერთ პიროვნებას, რომ სახელმწიფო ავიწყდებათ. თვითონ რომ გაუჭირდებათ, მაშინ აღარ ვარგა პროკურატურა, ეს არის პოზიცია? კონკრეტულად აჩვენონ, სად ნახეს პროკურატურისგან კანონდარღვევა? ცდილობენ, პოლიტიკურად წაიყვანონ პროცესი. კეთილი ინებონ და პროკურატურას ხელი შეუწყონ. ისე, ალასანიას გუნდის წევრები ამ საკითხზე რატომ არ ითხოვენ პარლამენტში კომისიის შექმნას? მსგავსი განცხადებები მათგან არ მახსოვს, ჩაერთონ და ნახონ.

იგივე რესპუბლიკელები, რომლებიც ვერ მალავენ და ალასანიას მხარს უჭერენ, ხელოვნურად აგორებულ თემებზე რომ კომისიას ქმნიან, შეამოწმონ პროკურატურა ამ ნაწილშიც. ამის ნაცვლად, მხოლოდ ზოგად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და პროკურატურას პირდაპირ ემუქრებიან.

იმას კი არ ამბობენ, დაკავებულები დამნაშავეები არიან თუ არა, მთავარ პროკურორს დავიჭერთო, აცხადებენ", აღნიშნა ივანიშვილმა.

იხილეთ ასევე: ბიძინა ივანიშვილი: გავბედე და კიდევ გავბედავ!

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს