პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის არის ტიპური ჯაშუში" - ვალერი ზუმბაძე ვახტანგ მაისაიას ბრალდებებზე
"ის არის ტიპური ჯაშუში" - ვალერი ზუმბაძე ვახტანგ მაისაიას ბრალდებებზე

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ვა­ლე­რი ზუმ­ბა­ძე პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ვახ­ტანგ მა­ი­სა­ი­ას საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბას ადას­ტუ­რებს, თუმ­ცა მის ბრალ­დე­ბებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

რო­გორც ზუმ­ბა­ძე "მა­ესტროს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, მა­ი­სა­ი­ას საქ­მეს გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" მო­ეხ­სნას.

"ის არის ტი­პუ­რი ჯა­შუ­ში, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან დიდი ზი­ა­ნი მო­უ­ტა­ნა ჩვენს სა­ხელ­მწი­ფოს. მე­ტიც, 2008 წლის ომში ვახ­ტანგ მა­ი­სა­ი­ას მი­უ­ძღვის ძა­ლი­ან ცუდი წვლი­ლი. პირ­და­პირ გა­დას­ცემ­და 2008 წლის 7-8 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის დის­ლო­კა­ცი­ის ად­გი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას წამ­ლე­ბის კომ­პა­ნია "ნო­ვარ­ტი­სის" წარ­მო­მად­გენ­ლებს. გან­სა­ზღვროს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რაში სჭირ­დე­ბო­და წამ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ას აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი. ეს დე­ტა­ლი მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად გა­ი­გოს. რაც შე­ე­ხე­ბა ბრალ­დე­ბებს, რომ სთხოვ­დნენ ალა­სა­ნი­ა­ზე, პეტ­რი­აშ­ვილ­ზე, პავ­ლი­აშ­ვილ­ზე რა­ღაც ეღი­ა­რე­ბი­ნა. ეს არის სრუ­ლი აბ­სურ­დი. ჩვენ ძი­რი­თა­დად ვმოქ­მე­დებ­დით იმ მა­სა­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც იყო შეკ­რე­ბი­ლი საქ­მე­ზე უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ხით", - აცხა­დებს ზუმ­ბა­ძე.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი "აბ­სურ­დს" უწო­დებს ასე­ვე მა­ი­სა­ი­ას იმ ბრალ­დე­ბა­საც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ის აწა­მა. "ყვე­ლა­ზე მე­ტად, რა­მაც გა­და­მა­წყვე­ტი­ნა ინ­ტერ­ვი­უს მი­ცე­მა არის ის, რომ მა­ი­სა­ია მდებს ბრალს წა­მე­ბა­ში და თან ძა­ლი­ან მძი­მე ფორ­მით – ჩა­მო­მაც­ვა თავ­ზე პარ­კი და ა.შ. ეს არის სრუ­ლი­ად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, რომ­ლის მტკი­ცე­ბი­თაც, "არ­სად გა­დახ­ვე­წას" არ აპი­რებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

"ის არის ტიპური ჯაშუში" - ვალერი ზუმბაძე ვახტანგ მაისაიას ბრალდებებზე

"ის არის ტიპური ჯაშუში" - ვალერი ზუმბაძე ვახტანგ მაისაიას ბრალდებებზე

თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე ვალერი ზუმბაძე პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ ვახტანგ მაისაიას საქმესთან შემხებლობას ადასტურებს, თუმცა მის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

როგორც ზუმბაძე "მაესტროსთან" ინტერვიუში აცხადებს, სიმართლის დასადგენად დაინტერესებულია, მაისაიას საქმეს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნას.

"ის არის ტიპური ჯაშუში, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მოუტანა ჩვენს სახელმწიფოს. მეტიც, 2008 წლის ომში ვახტანგ მაისაიას მიუძღვის ძალიან ცუდი წვლილი. პირდაპირ გადასცემდა 2008 წლის 7-8 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილის შესახებ ინფორმაციას წამლების კომპანია "ნოვარტისის" წარმომადგენლებს. განსაზღვროს საზოგადოებამ, რაში სჭირდებოდა წამლების საერთაშორისო კომპანიას აღნიშნული მონაცემები. ეს დეტალი მინდა საზოგადოებამ კარგად გაიგოს. რაც შეეხება ბრალდებებს, რომ სთხოვდნენ ალასანიაზე, პეტრიაშვილზე, პავლიაშვილზე რაღაც ეღიარებინა. ეს არის სრული აბსურდი. ჩვენ ძირითადად ვმოქმედებდით იმ მასალებით, რომლებიც იყო შეკრებილი საქმეზე უტყუარი მტკიცებულებების სახით", - აცხადებს ზუმბაძე.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი "აბსურდს" უწოდებს ასევე მაისაიას იმ ბრალდებასაც, რომლის მიხედვითაც ის აწამა. "ყველაზე მეტად, რამაც გადამაწყვეტინა ინტერვიუს მიცემა არის ის, რომ მაისაია მდებს ბრალს წამებაში და თან ძალიან მძიმე ფორმით – ჩამომაცვა თავზე პარკი და ა.შ. ეს არის სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდება", - აღნიშნავს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე, რომლის მტკიცებითაც, "არსად გადახვეწას" არ აპირებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ