Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკლესიის მსახურთ ძალიან გაუტკბათ ძალაუფლება - დოდონა კიზირია
ეკლესიის მსახურთ ძალიან გაუტკბათ ძალაუფლება - დოდონა კიზირია

ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე პრო­ფე­სო­რი, დო­დო­ნა კი­ზი­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეკ­ლე­სი­ის ზო­გი­ერ­თი მსა­ხუ­რის მი­ამ­რთ სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას აქ­ვეყ­ნებს და კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რებს მი­მარ­თავს.

"მე­გობ­რე­ბო, თქვე­ნი კო­მენ­ტა­რე­ბი­დან ცხა­დად ჩანს, რომ ჩემი ინ­ფორ­მა­ცია მა­ღა­ლი დო­ნის ეკ­ლე­სი­ის მსა­ხურ­თა შე­სა­ხებ ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო თქვენ­თვის. დიდი ბო­დიშს გიხ­დით მთე­ლი გუ­ლით ყვე­ლას. მე ეკ­ლე­სი­ას, ღვთის მსა­ხუ­რე­ბის ტა­ძარს, მის იდე­ას და და­ნიშ­ნუ­ლე­ბას კი არ ვაკ­რი­ტი­კებ, არა­მედ იმათ, ვინც მი­სით სარ­გებ­ლობს სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბი­სათ­ვის. არც პატ­რი­არ­ქი და არც მისი გა­რე­მოც­ვა რუ­სე­თის ხელ­ფა­სის გა­რე­შე შიმ­ში­ლით არ მოკ­ვდე­ბა, რო­გორც ერ­თმა მე­გო­ბარ­მა და­წე­რა. მაგ­რამ აქ შიმ­შილ­ზე არ არის ლა­პა­რა­კი. ფუ­ლიც ერ­თგა­ვა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბაა, რა­შიც არ შე­იძ­ლე­ბა რ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით მე­ოც­ნე­ბე­ე­ბის ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში მოს­ვლით. ფული რომ არა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს გა­მარ­ჯო­ბა­საც არა­ვინ ეტყო­და. ჭკუა მა­გას არა აქვს, გა­ნათ­ლე­ბა და კულ­ტუ­რა. გარ­და ამი­სა, ერთ ძა­ლი­ან მდი­დარ კაცს აქვს ნათ­ქვა­მი - როცა ფულ­ზე მივა საქ­მე, საკ­მა­რი­სი არა­სო­დეს არა არის საკ­მა­რი­სიო. რა­ტომ გგო­ნი­ათ, რომ ეკ­ლე­სი­ის­თვის იყოს საკ­მა­რი­სი?!

ეკ­ლე­სი­ის მსა­ხურთ ძა­ლი­ან გა­უტ­კბათ ძა­ლა­უფ­ლე­ბა, რა­საც ისი­ნი 80-90-იანი წლე­ბი­დან მი­ეჩ­ვივ­ნენ. შე­ხე­დეთ მათ მოქ­მე­დე­ბას, მათ საქ­მი­ა­ნო­ბას. იმა­საც კი კად­რუ­ლობ­დნენ, რომ ქუ­ჩა­ში ფულს აგ­რო­ვებ­დნენ, ვითო ეკ­ლე­სი­ის სა­ჭი­რო­ე­ბი­სათ­ვის. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ყვე­ლა ასე­თი არ არის, მაგ­რამ სა­უ­ბე­დუ­როდ უმე­ტე­სო­ბა სწო­რედ ასე­თია. რო­გორ გგო­ნი­ათ მო­რა­ლუ­რია, როცა ეკ­ლე­სი­ის მა­მამ­თა­ვა­რი ივა­ნიშ­ვილს, რო­მელ­საც ფული ყუ­რე­ბი­დან ამოს­დის, 5 ათას დო­ლა­რი­ან სა­ათს უძღვნის სა­ჩუქ­რად, მა­შინ რო­დე­საც მში­ე­რი ბავ­შვე­ბი ქუ­ჩებ­ში მა­თხოვ­რო­ბენ. რო­გორ გა­წყობთ მო­ის­მი­ნოთ, რომ ეს მა­მამ­თა­ვა­რი ტე­ლე­ვი­ი­ზით გვე­უბ­ნე­ბა, პუ­ტი­ნი უაღ­რე­სად გულ­თბი­ლი ადა­მი­ა­ნია და სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან უყ­ვარ­სო. რა პი­რით და სინ­დი­სით უნდა სთქვას ეს ადა­მი­ან­მა?

ყვე­ლა­ზე ოდი­ო­ზუ­რი პი­რე­ბის, ბან­დი­ტე­ბის მი­ღე­ბა და მათ კურ­თხე­ვა (ბე­დუ­ქა­ძე), მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი­სად­მი სიმ­პა­ტი­ის გა­მო­ჩე­ნა (ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლი) და მათ­თვის სი­ონ­ში პა­რაკ­ლი­სის გა­დახ­და (ჯაბა იო­სე­ლი­ა­ნი) არ იწ­ვევს ამ პი­როვ­ნე­ბი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მის გრძნო­ბებს. არც ის დამ­ვი­წყე­ბია, რომ თითი არ გა­უნ­ძრე­ვია და მო­რა­ლუ­რად მა­ინც გვერ­დში არ დას­დგო­მია ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას, მა­შინ როცა ეს ბევრ სის­ხლისღვრას აგ­ვა­ცი­ლებ­და თა­ვი­დან. ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს კი გვერ­დი­დან არა­სო­დეს მო­შო­რე­ბია და მისი მო­წო­დე­ბით "აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი" ხალ­ხი იყო ამ მარ­თლა პირ­სის­ხლი­ა­ნი პი­როვ­ნე­ბის წინ რომ რუს­თა­ველ­ზე მუხ­ლებ­ზე დად­გა და შეჰ­ღა­ღა­და ბა­ტონ ედი­კას, არ მიგ­ვა­ტო­ვოო. მის მიერ სატ­ლი­ნის ქება-დი­დე­ბაც გეხ­სო­მე­ბათ. საკ­ვირ­ვე­ლი არ არის, რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის მიერ გა­მო­ცე­მულ ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ში ეს ჯა­ლა­თი უდი­დეს გმი­რად არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და ისი­ცაა ნათ­ქვა­მი, რომ მან, სტა­ლინ­მა რუ­სე­თი ებ­რა­ე­ლე­ბის­გან გა­და­არ­ჩი­ნაო. ნა­ხეთ ეს წიგ­ნი და დარ­წმუნდდე­ბით.

მო­გის­მე­ნი­ათ, რო­გორ მო­ძღვრა­ვენ ზოგი მღვდლე­ბი მრევლს, რა ბო­რო­ტე­ბას, სიჩ­ლუნ­გეს და კერ­პთ­თაყ­ვა­ნის­მცემ­ლო­ბას უნერ­გა­ვენ მათ გუ­ლებ­ში? რა უკულ­ტუ­რო და უვიც­ნი არი­ან ისი­ნი იმ საქ­მე­ში, რო­მელ­საც ვი­თომ ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან! რამ­დენ­მა ყო­ფილ­მა მძარ­ცველ­მა და ყა­ჩაღ­მა შე­ა­ფა­რა თავი ეკ­ლე­სი­ას და ანა­ფო­რა­ში შერ­გო თავი! დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ბრძან­დე­ბო­დეთ, ბევრ მათ­განს ბიბ­ლია წა­კი­თხუ­ლიც არა აქვს. გა­იხ­სე­ნეთ 17 მა­ი­სი. რო­გორ მო­იქ­ცნენ ღვთის მსა­ხურ­ნი. საქ­მე იმა­ში არ არის, ამარ­თლებთ თუ არ ამარ­თლებთ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლო­ბას. სწო­რედ ბიბ­ლი­ა­შია ნათ­ქვა­მი გძულ­დეს ცოდ­ვა, მაგ­რამ გიყ­ვარ­დეს ცოდ­ვი­ლიო.

ბო­ლოს ერთი რამ მინ­და გა­გახ­სე­ნოთ - ყო­ვე­ლი ღვთის მსა­ხუ­რი, პატ­რი­არ­ქის ჩათ­ვლით, მხო­ლოდ და მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და რო­გორც ყვე­ლა ადა­მი­ანს ჩვე­ვია, ზოგს ძა­ლუძს პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი მო­წო­დე­ბა და ზოგს არა. სა­უ­ბე­დუ­როდ, ამ­ჯე­რად სა­ქარ­თვე­ლოს ამა­შიც არ გა­უ­მარ­თლა, თუმ­ცა წარ­სულ­ში არა­ერ­თი მარ­თლაც ღირ­სე­უ­ლი და ქვეყ­ნი­სა და ერის­თვის თავ­და­დე­ბუ­ლი ღვთის­მსა­ხუ­რე­ბიც გვყო­ლია",- წერს კი­ზი­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ეკლესიის მსახურთ ძალიან გაუტკბათ ძალაუფლება - დოდონა კიზირია

ეკლესიის მსახურთ ძალიან გაუტკბათ ძალაუფლება - დოდონა კიზირია

ამერიკაში მოღვაწე პროფესორი, დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში ეკლესიის ზოგიერთი მსახურის მიამრთ საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს და კომენტარების ავტორებს მიმართავს.

"მეგობრებო, თქვენი კომენტარებიდან ცხადად ჩანს, რომ ჩემი ინფორმაცია მაღალი დონის ეკლესიის მსახურთა შესახებ ძალიან მტკივნეული იყო თქვენთვის. დიდი ბოდიშს გიხდით მთელი გულით ყველას. მე ეკლესიას, ღვთის მსახურების ტაძარს, მის იდეას და დანიშნულებას კი არ ვაკრიტიკებ, არამედ იმათ, ვინც მისით სარგებლობს საკუთარი მიზნებისათვის. არც პატრიარქი და არც მისი გარემოცვა რუსეთის ხელფასის გარეშე შიმშილით არ მოკვდება, როგორც ერთმა მეგობარმა დაწერა. მაგრამ აქ შიმშილზე არ არის ლაპარაკი. ფულიც ერთგავარი ძალაუფლებაა, რაშიც არ შეიძლება რ დარწმუნებულიყავით მეოცნებეების ძალაუფლებაში მოსვლით. ფული რომ არა, ბიძინა ივანიშვილს გამარჯობასაც არავინ ეტყოდა. ჭკუა მაგას არა აქვს, განათლება და კულტურა. გარდა ამისა, ერთ ძალიან მდიდარ კაცს აქვს ნათქვამი - როცა ფულზე მივა საქმე, საკმარისი არასოდეს არა არის საკმარისიო. რატომ გგონიათ, რომ ეკლესიისთვის იყოს საკმარისი?!

ეკლესიის მსახურთ ძალიან გაუტკბათ ძალაუფლება, რასაც ისინი 80-90-იანი წლებიდან მიეჩვივნენ. შეხედეთ მათ მოქმედებას, მათ საქმიანობას. იმასაც კი კადრულობდნენ, რომ ქუჩაში ფულს აგროვებდნენ, ვითო ეკლესიის საჭიროებისათვის. მადლობა ღმერთს, ყველა ასეთი არ არის, მაგრამ საუბედუროდ უმეტესობა სწორედ ასეთია. როგორ გგონიათ მორალურია, როცა ეკლესიის მამამთავარი ივანიშვილს, რომელსაც ფული ყურებიდან ამოსდის, 5 ათას დოლარიან საათს უძღვნის საჩუქრად, მაშინ როდესაც მშიერი ბავშვები ქუჩებში მათხოვრობენ. როგორ გაწყობთ მოისმინოთ, რომ ეს მამამთავარი ტელევიიზით გვეუბნება, პუტინი უაღრესად გულთბილი ადამიანია და საქართველო ძალიან უყვარსო. რა პირით და სინდისით უნდა სთქვას ეს ადამიანმა?

ყველაზე ოდიოზური პირების, ბანდიტების მიღება და მათ კურთხევა (ბედუქაძე), მოღალატეებისადმი სიმპატიის გამოჩენა (ირაკლი ბათიაშვილი) და მათთვის სიონში პარაკლისის გადახდა (ჯაბა იოსელიანი) არ იწვევს ამ პიროვნებისადმი პატივისცემის გრძნობებს. არც ის დამვიწყებია, რომ თითი არ გაუნძრევია და მორალურად მაინც გვერდში არ დასდგომია ზვიად გამსახურდიას, მაშინ როცა ეს ბევრ სისხლისღვრას აგვაცილებდა თავიდან. ედუარდ შევარდნაძეს კი გვერდიდან არასოდეს მოშორებია და მისი მოწოდებით "აღფრთოვანებული" ხალხი იყო ამ მართლა პირსისხლიანი პიროვნების წინ რომ რუსთაველზე მუხლებზე დადგა და შეჰღაღადა ბატონ ედიკას, არ მიგვატოვოო. მის მიერ სატლინის ქება-დიდებაც გეხსომებათ. საკვირველი არ არის, რუსეთის ეკლესიის მიერ გამოცემულ ენციკლოპედიაში ეს ჯალათი უდიდეს გმირად არის გამოცხადებული და ისიცაა ნათქვამი, რომ მან, სტალინმა რუსეთი ებრაელებისგან გადაარჩინაო. ნახეთ ეს წიგნი და დარწმუნდდებით.

მოგისმენიათ, როგორ მოძღვრავენ ზოგი მღვდლები მრევლს, რა ბოროტებას, სიჩლუნგეს და კერპთთაყვანისმცემლობას უნერგავენ მათ გულებში? რა უკულტურო და უვიცნი არიან ისინი იმ საქმეში, რომელსაც ვითომ ემსახურებიან! რამდენმა ყოფილმა მძარცველმა და ყაჩაღმა შეაფარა თავი ეკლესიას და ანაფორაში შერგო თავი! დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ბევრ მათგანს ბიბლია წაკითხულიც არა აქვს. გაიხსენეთ 17 მაისი. როგორ მოიქცნენ ღვთის მსახურნი. საქმე იმაში არ არის, ამართლებთ თუ არ ამართლებთ ჰომოსექსუალობას. სწორედ ბიბლიაშია ნათქვამი გძულდეს ცოდვა, მაგრამ გიყვარდეს ცოდვილიო.

ბოლოს ერთი რამ მინდა გაგახსენოთ - ყოველი ღვთის მსახური, პატრიარქის ჩათვლით, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანები არიან და როგორც ყველა ადამიანს ჩვევია, ზოგს ძალუძს პირნათლად შეასრულოს თავისი მოწოდება და ზოგს არა. საუბედუროდ, ამჯერად საქართველოს ამაშიც არ გაუმართლა, თუმცა წარსულში არაერთი მართლაც ღირსეული და ქვეყნისა და ერისთვის თავდადებული ღვთისმსახურებიც გვყოლია",- წერს კიზირია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს