ამერიკის მოქალაქე ესპანეთში ექიმების ინტენსიური დაკვირვების ქვეშ არის. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. დაზარალებული ხარმა რამდენჯერმე რქებზე წამოიცვა და როგორც ექიმები აცხადებენ, მათ არასოდეს უნახავთ ხარისგან მიყენებული მსგავსი ზომის ჭრილობები.
მამაკაცს ოპერაცია სამი საათის განმავლობაში უტარდებოდა. 20 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში მას შემდეგ მოხვდა, რაც კიუდად როდრიგოს ხარების ბრძოლის ტორო ფესტივალზე დაშავდა.