პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

17

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყანას პარანოიკი მართავს" - რას პასუხობენ ივანიშვილს კრიტიკის ადრესატები და ექსპერტები
"ქვეყანას პარანოიკი მართავს" - რას პასუხობენ ივანიშვილს კრიტიკის ადრესატები და ექსპერტები

გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს[მეტი] დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. დღეს დი­ლი­დან სრუ­ლი­ად პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი ნა­წი­ლი ექ­სპრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბებს აფა­სებს. ოპო­ნენ­ტე­ბი, ცხა­დია, აკ­რი­ტი­კე­ბენ, ივა­ნიშ­ვი­ლის კრი­ტი­კის ობი­ექ­ტე­ბი სა­პა­სუ­ხო გან­ცხა­დე­ბებს აქ­ვეყ­ნე­ბენ, ექ­სპერ­ტე­ბი კი ანა­ლიზს აკე­თე­ბენ.

ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ქვე­ყა­ნას მარ­თავს პა­რა­ნო­ი­კი, რო­მელ­საც ბევ­რი ფო­ბია აქვს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე გა­მოკ­ვე­თი­ლი ეს არის შიში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მი­მართ, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და. "ჩვენ ორი წე­ლია გვეს­მის გა­უ­აზ­რე­ბე­ლი სა­უბ­რე­ბი სა­ბუ­რა­ვებ­ზე და ა.შ. არც ერთი ფაქ­ტი არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა. ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ერთი დესტრუქ­ცი­უ­ლი ნა­ბი­ჯიც არ გა­და­უდ­გამს. ქვე­ყა­ნას ან­გრევს არა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", არა­მედ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც კრი­მი­ნა­ლე­ბი გა­მო­უ­შა ცი­ხი­დან. ლა­რის კურ­სი და­ცე­მა, ნა­თე­სა­ვებს ნიშ­ნა­ვენ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და გა­უ­მა­ძღა­რი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი ჰყავს - აი ეს ან­გრევს ქვე­ყა­ნას", - გა­ნა­ცხა­და ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა.

ერთ-ერთი, ვინც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­აკ­რი­ტი­კა, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­აა. მო­ვუ­წო­დებ ივა­ნიშ­ვილს, იფიქ­როს მო­მა­ვალ­ზე და არ შე­იძ­ლე­ბა, წარ­სულ­ში ჩარ­ჩეს, - ასე უპა­სუ­ხა "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დერ­მა, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ ექ­სპრე­მი­ე­რის მიერ "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უს იმ ნა­წილს, სა­დაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ალა­სა­ნი­ას გა­მოს­ვლე­ბი ძა­ლი­ან ჰგავს გიგა ბო­კე­რი­ას გა­მოს­ვლებს. რო­გორც ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, ეჭ­ვიც კი შე­ე­პა­რა, ალა­სა­ნი­ას ტექსტს ბო­კე­რია ხომ არ უწერს.

ირაკ­ლი ალა­სა­ნია მო­უ­წო­დებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რო­გორც "დე­ფაქ­ტო პრე­მი­ე­რი" ნუ ჩა­ტო­ვებს სა­ხე­ლი­სუფ­ლო გუნდს წარ­სულ­ში და იფიქ­რონ მო­მა­ვალ­ზე.

რო­მელ "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­დე­საც "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებს" არა­ფე­რი დაგ­ვიკ­ლია, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" წარ­მა­ტე­ბუ­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა მაია ფან­ჯი­კი­ძემ ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებ­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ა­სა და "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებ­თან" მი­მარ­თე­ბა­ში ად­გი­ლი აქვს პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას.

"თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კუ­რად გის­წორ­დე­ბი­ან, შენ ხმა არ უნდა ამო­ი­ღო? ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია იმ ძა­ლი­ან ბიძ­ნურ ბრალ­დე­ბებ­ზე, იმ ტა­ლა­ხის სრო­ლა­ზე, რო­მე­ლიც ხდე­ბა სის­ტე­მა­ტუ­რად, რო­მე­ლიც ხდე­ბა არა მხო­ლოდ მათი პი­რი­დან ვინც ტე­ლე­ვი­ზორ­ში გა­მო­დის, არა­მედ შეკ­ვე­თი­ლი სტა­ტი­ე­ბით. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, ნა­ნა­ხი გვაქვს. სწო­რედ ამას ვებ­რძო­დით და სამ­წუ­ხა­როა, რომ ისევ ამას­თან გვი­წევს ახ­ლაც ბრძო­ლა. რო­მელ "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­დე­საც ჩვენ არ დაგ­ვიკ­ლია არა­ფე­რი, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" 2012 წლის არ­ჩევ­ნებ­ში, რათა მას გა­ე­მარ­თლე­ბი­ნა ის იმე­დი, რაც მო­სახ­ლე­ო­ბას ჰქონ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ", - აღ­ნიშ­ნა ფან­ჯი­კი­ძემ.

ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი უკო­მენ­ტა­როდ არც გიგა ბო­კე­რი­ამ და­ტო­ვა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ისევ მრა­ვა­ლი სი­სუ­ლე­ლე თქვა, - ასე აფა­სებს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი გიგა ბო­კე­რია ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში მათი მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს.

ბო­კე­რი­ას შე­ფა­სე­ბით, არე­უ­ლო­ბის­კენ, ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მოშ­ლის­კენ, კრი­მი­ნა­ლის ზრდის­კენ და ეკო­ნო­მი­კის ჩა­მოშ­ლის­კენ საქ­მე ივა­ნიშ­ვილს და მის გუნდს მიჰ­ყავს.

"ივა­ნიშ­ვილ­მა, წინა გა­მოს­ვლა­ში ლარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­უ­რა­ცხყო­ფის სა­კუ­თა­რი რე­კორ­დე­ბი მოხ­სნა, რო­დე­საც ხალ­ხს და­აბ­რა­ლა ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და არა სა­კუ­თარ გუნდს. ახლა თით­ქოს შე­ე­ცა­და, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად ეს შე­ე­კო­წი­წე­ბი­ნა, მაგ­რამ ისევ მრა­ვა­ლი სი­სუ­ლე­ლე თქვა. ერ­თა­დერ­თი, რაც მან აღი­ა­რა, ვი­ზებ­ზე შეც­დო­მა მოგ­ვი­ვი­დაო. ამ სა­კი­თხზე ჩვენ მათ თვე­ე­ბის წინ ვაფრ­თხი­ლებ­დით. ახ­ლაც ვე­უბ­ნე­ბით, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩვე­ნი გეგ­მა წარ­ვუგ­დი­ნეთ, რომ­ლის ნა­წი­ლია სა­ვი­ზო რე­ჟი­მის აღ­დგე­ნა, მათ შო­რის ევ­რო­კავ­ში­რის და შტა­ტე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და ასე­ვე ამ გეგ­მის ნა­წი­ლია უს­წრა­ფე­სად გა­და­სა­ხა­დე­ბის და­წე­ვა. სა­შე­მო­სავ­ლო­სი, რო­მე­ლიც ხალ­ხს ტვირთს შე­უმ­სუ­ბუ­ქებს, დღგ-სი, რო­მე­ლიც მე­წარ­მე­ებს შე­უმ­სუ­ბუ­ქებს ტვირთს და აქ­ცი­ზის, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ეკო­ნო­მი­კა­ზე იმოქ­მე­დებს და­დე­ბი­თად. ამის გა­რე­შე, ჩვენ ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კის შე­დე­გად მი­ვე­ქა­ნე­ბით უფსკრუ­ლის­კენ", - გა­ნა­ცხა­და გიგა ბო­კე­რი­ამ.

ივა­ნიშ­ვი­ლი ვე­რა­სო­დეს მი­ი­ღებს ისეთ სუ­რათს, რომ ექ­სპერ­ტმა ილა­პა­რა­კოს ისე, რო­გორც მე­ხოტ­ბემ, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ექ­სპერ­ტი რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ექ­სპერ­ტე­ბი­სად­მი გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კას.

"რო­გორც წესი ივა­ნიშ­ვი­ლი ებ­რძვის იმ ექ­სპერ­ტებს, რომ­ლე­ბიც მის პო­ზი­ცი­ას იზი­ა­რე­ბენ. იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ თვი­თონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყო­ველ­თვის მოს­წონს და ამ ექ­სპერ­ტებს შე­იძ­ლე­ბა, შე­ი­ნიშ­ვნე­ბი ჰქონ­დეთ. ეს შე­ნიშ­ვნე­ბიც, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, არ უნდა. მე, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სტა­ჟი­ა­ნი ექ­სპერ­ტი ვარ ივა­ნიშ­ვი­ლის ყუ­რა­დღე­ბის თვალ­საზ­რი­სით, პირ­ვე­ლი წე­რი­ლი რომ და­წე­რა, კა­მა­თი პერ­სო­ნა­ლუ­რად ჩემ­თან იქი­დან და­ი­წყო, რი­თაც მე მო­ხიბ­ლუ­ლი ვი­ყა­ვი, იმი­ტომ რომ მე­კა­მა­თე­ბო­და იმას, რომ რო­მე­ლი­მე ერთი მხა­რე მკა­ფი­ოდ უნდა და­ი­კა­ვოო. მე ექ­სპერ­ტი ვარ და რო­მე­ლი­მე ერთი მხა­რის და­კა­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ამას ვერ ხვდე­ბი­ან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ივა­ნიშ­ვი­ლის თა­მა­დო­ბით, რომ თუ გინ­და შენს სი­ტყვას ენ­დონ, ცალ­მხრი­ვი ეს სი­ტყვა არ უნდა იყოს. მარ­ტო "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" გი­ნე­ბით და "ოც­ნე­ბის" ქე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ მსმე­ნე­ლის და მა­ყუ­რებ­ლის – ნაკ­ლე­ბად. ამას გრძობს ყვე­ლა ექ­სპერ­ტი. ამი­ტომ პრინ­ციპ­ში, ეს პრინ­ცი­პუ­ლი ბრძო­ლაა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა ექ­სპერ­ტებ­თან. ის ვე­რა­სო­დეს მი­ი­ღებს ისეთს სუ­რათს, რომ ექ­სპერ­ტმა ილა­პა­რა­კოს რო­გორც მე­ხოტ­ბემ, მა­შინ ის და­კარ­გავს თა­ვის, რო­გორც ექ­სპერ­ტი რე­ი­ტინგს. მე მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ივა­ნიშ­ვილს სურს, რომ ექ­სპერ­ტებ­მა ილა­პა­რა­კონ, რო­გორც მე­ხოტ­ბე­ებ­მა. ამ დროს ეს ის ექ­სპერ­ტე­ბი ვართ, რომ­ლე­ბიც დღე­საც იძა­ხი­ან, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რა დღეს პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში, შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი ფი­გუ­რა. თუ რამე შეც­დო­მა მოს­დის "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", ისევ ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია და ამ პრო­ცესს უკვე ვხე­დავთ. ოღონდ თქვას იმ კაც­მა, რომ ეს შეც­დო­მა იყო, ეს მხო­ლოდ მო­უხ­დე­ბა ნე­ბის­მი­ერ პო­ლი­ტი­კოსს. თუ გრძნობ, რომ გაკ­რი­ტი­კე­ბენ, ყო­ველ­თვის სა­სურ­ვე­ლია, რომ ამ კრი­ტი­კას და­ას­წრო და შე­ნი­ვე რე­ცეპ­ტი თქვა სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო­სას­წო­რებ­ლად, მაგ­რამ იმის მუ­ქა­რა, რომ გა­ვარ­კვევთ, ვინ არი­ან _ ვინ­ცა ვართ, აგერ ვართ და ყო­ველ­თვის ღია ვართ ის ექ­სპერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ შემ­თხვე­ვა­ში, იგუ­ლის­ხმე­ბა", - გა­ნა­ცხა­და საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უ­ზე ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბებს, ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ ბევ­რად უფრო კო­რექ­ტუ­ლია და ზო­გი­ერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, მის შე­ფა­სე­ბებს სრუ­ლად იზი­ა­რებს. რო­გორც გია ხუ­ხაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, თუ წინა ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში მეტი სა­კა­მა­თო იყო, დღე­ვან­დელ­ში გარ­კვე­უ­ლი კო­რექ­ტი­ვე­ბია გა­კე­თე­ბუ­ლი, რა­საც ექ­სპერ­ტი პო­ზი­ტი­უ­რად აფა­სებს [მეტი].

მომ­ზა­დე­ბუ­ლია "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"-ს მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით.

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთი ოკუპირებულ სოხუმში სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენებს იწყებს

"ქვეყანას პარანოიკი მართავს" - რას პასუხობენ ივანიშვილს კრიტიკის ადრესატები და ექსპერტები

"ქვეყანას პარანოიკი მართავს" - რას პასუხობენ ივანიშვილს კრიტიკის ადრესატები და ექსპერტები

გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს[მეტი] დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დღეს დილიდან სრულიად პოლიტიკური სპექტრი, თუ საზოგადოების აქტიური ნაწილი ექსპრემიერის განცხადებებს აფასებს. ოპონენტები, ცხადია, აკრიტიკებენ, ივანიშვილის კრიტიკის ობიექტები საპასუხო განცხადებებს აქვეყნებენ, ექსპერტები კი ანალიზს აკეთებენ.

ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანას მართავს პარანოიკი, რომელსაც ბევრი ფობია აქვს, მაგრამ ყველაზე გამოკვეთილი ეს არის შიში "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა განუცხადა. "ჩვენ ორი წელია გვესმის გაუაზრებელი საუბრები საბურავებზე და ა.შ. არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა. ორი წლის განმავლობაში "ნაციონალურ მოძრაობას" ერთი დესტრუქციული ნაბიჯიც არ გადაუდგამს. ქვეყანას ანგრევს არა "ნაციონალური მოძრაობა", არამედ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც კრიმინალები გამოუშა ციხიდან. ლარის კურსი დაცემა, ნათესავებს ნიშნავენ თანამდებობაზე და გაუმაძღარი ჩინოვნიკები ჰყავს - აი ეს ანგრევს ქვეყანას", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ერთ-ერთი, ვინც ბიძინა ივანიშვილმა "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკრიტიკა, ირაკლი ალასანიაა. მოვუწოდებ ივანიშვილს, იფიქროს მომავალზე და არ შეიძლება, წარსულში ჩარჩეს, - ასე უპასუხა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ექსპრემიერის მიერ "კვირის პალიტრისთვის" მიცემული ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ალასანიას გამოსვლები ძალიან ჰგავს გიგა ბოკერიას გამოსვლებს. როგორც ივანიშვილი ამბობს, ეჭვიც კი შეეპარა, ალასანიას ტექსტს ბოკერია ხომ არ უწერს.

ირაკლი ალასანია მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, როგორც "დეფაქტო პრემიერი" ნუ ჩატოვებს სახელისუფლო გუნდს წარსულში და იფიქრონ მომავალზე.

რომელ "ნაციონალებთან" თანამშრომლობაზეა საუბარი, როდესაც "თავისუფალ დემოკრატებს" არაფერი დაგვიკლია, "ქართული ოცნება" წარმატებული რომ ყოფილიყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ირაკლი ალასანიას მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე შეფასებით, ირაკლი ალასანიასა და "თავისუფალ დემოკრატებთან" მიმართებაში ადგილი აქვს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.

"თქვენ როგორ ფიქრობთ, როდესაც პოლიტიკურად გისწორდებიან, შენ ხმა არ უნდა ამოიღო? ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია იმ ძალიან ბიძნურ ბრალდებებზე, იმ ტალახის სროლაზე, რომელიც ხდება სისტემატურად, რომელიც ხდება არა მხოლოდ მათი პირიდან ვინც ტელევიზორში გამოდის, არამედ შეკვეთილი სტატიებით. ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ნანახი გვაქვს. სწორედ ამას ვებრძოდით და სამწუხაროა, რომ ისევ ამასთან გვიწევს ახლაც ბრძოლა. რომელ "ნაციონალებთან" თანამშრომლობაზეა საუბარი, როდესაც ჩვენ არ დაგვიკლია არაფერი, რომ წარმატებული ყოფილიყო "ქართული ოცნება" 2012 წლის არჩევნებში, რათა მას გაემართლებინა ის იმედი, რაც მოსახლეობას ჰქონდა "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების შემდეგ", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

ივანიშვილის განცხადებები უკომენტაროდ არც გიგა ბოკერიამ დატოვა. ბიძინა ივანიშვილმა ისევ მრავალი სისულელე თქვა, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მათი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს.

ბოკერიას შეფასებით, არეულობისკენ, ინსტიტუტების მოშლისკენ, კრიმინალის ზრდისკენ და ეკონომიკის ჩამოშლისკენ საქმე ივანიშვილს და მის გუნდს მიჰყავს.

"ივანიშვილმა, წინა გამოსვლაში ლართან დაკავშირებით, შეურაცხყოფის საკუთარი რეკორდები მოხსნა, როდესაც ხალხს დააბრალა ეკონომიკური პრობლემები და არა საკუთარ გუნდს. ახლა თითქოს შეეცადა, რომ რაღაცნაირად ეს შეეკოწიწებინა, მაგრამ ისევ მრავალი სისულელე თქვა. ერთადერთი, რაც მან აღიარა, ვიზებზე შეცდომა მოგვივიდაო. ამ საკითხზე ჩვენ მათ თვეების წინ ვაფრთხილებდით. ახლაც ვეუბნებით, რომ საზოგადოებას ჩვენი გეგმა წარვუგდინეთ, რომლის ნაწილია სავიზო რეჟიმის აღდგენა, მათ შორის ევროკავშირის და შტატების მოქალაქეებთან და ასევე ამ გეგმის ნაწილია უსწრაფესად გადასახადების დაწევა. საშემოსავლოსი, რომელიც ხალხს ტვირთს შეუმსუბუქებს, დღგ-სი, რომელიც მეწარმეებს შეუმსუბუქებს ტვირთს და აქციზის, რომელიც მთლიანად ეკონომიკაზე იმოქმედებს დადებითად. ამის გარეშე, ჩვენ ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად მივექანებით უფსკრულისკენ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ივანიშვილი ვერასოდეს მიიღებს ისეთ სურათს, რომ ექსპერტმა ილაპარაკოს ისე, როგორც მეხოტბემ, - ასე ეხმაურება ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ ექსპერტებისადმი გამოთქმულ კრიტიკას.

"როგორც წესი ივანიშვილი ებრძვის იმ ექსპერტებს, რომლებიც მის პოზიციას იზიარებენ. იმ განსხვავებით, რომ თვითონ ხელისუფლება ყოველთვის მოსწონს და ამ ექსპერტებს შეიძლება, შეინიშვნები ჰქონდეთ. ეს შენიშვნებიც, რიგ შემთხვევებში, არ უნდა. მე, ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი ექსპერტი ვარ ივანიშვილის ყურადღების თვალსაზრისით, პირველი წერილი რომ დაწერა, კამათი პერსონალურად ჩემთან იქიდან დაიწყო, რითაც მე მოხიბლული ვიყავი, იმიტომ რომ მეკამათებოდა იმას, რომ რომელიმე ერთი მხარე მკაფიოდ უნდა დაიკავოო. მე ექსპერტი ვარ და რომელიმე ერთი მხარის დაკავება არ შეიძლება. ამას ვერ ხვდებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ივანიშვილის თამადობით, რომ თუ გინდა შენს სიტყვას ენდონ, ცალმხრივი ეს სიტყვა არ უნდა იყოს. მარტო "ნაციონალების" გინებით და "ოცნების" ქებით ხელისუფლების ნდობის მოპოვება შეიძლება, მაგრამ მსმენელის და მაყურებლის – ნაკლებად. ამას გრძობს ყველა ექსპერტი. ამიტომ პრინციპში, ეს პრინციპული ბრძოლაა ივანიშვილისა ექსპერტებთან. ის ვერასოდეს მიიღებს ისეთს სურათს, რომ ექსპერტმა ილაპარაკოს როგორც მეხოტბემ, მაშინ ის დაკარგავს თავის, როგორც ექსპერტი რეიტინგს. მე მეჩვენება, რომ ივანიშვილს სურს, რომ ექსპერტებმა ილაპარაკონ, როგორც მეხოტბეებმა. ამ დროს ეს ის ექსპერტები ვართ, რომლებიც დღესაც იძახიან, რომ ივანიშვილი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა დღეს პოლიტიკურ სივრცეში, შესანარჩუნებელი ფიგურა. თუ რამე შეცდომა მოსდის "ქართულ ოცნებას", ისევ ივანიშვილის გამოსასწორებელია და ამ პროცესს უკვე ვხედავთ. ოღონდ თქვას იმ კაცმა, რომ ეს შეცდომა იყო, ეს მხოლოდ მოუხდება ნებისმიერ პოლიტიკოსს. თუ გრძნობ, რომ გაკრიტიკებენ, ყოველთვის სასურველია, რომ ამ კრიტიკას დაასწრო და შენივე რეცეპტი თქვა სიტუაციის გამოსასწორებლად, მაგრამ იმის მუქარა, რომ გავარკვევთ, ვინ არიან _ ვინცა ვართ, აგერ ვართ და ყოველთვის ღია ვართ ის ექსპერტები, რომლებიც ამ შემთხვევაში, იგულისხმება", - განაცხადა საყვარელიძემ.

რაც შეეხება ივანიშვილის ინტერვიუზე ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებებს, ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ბევრად უფრო კორექტულია და ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, მის შეფასებებს სრულად იზიარებს. როგორც გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თუ წინა ინტერვიუებში მეტი საკამათო იყო, დღევანდელში გარკვეული კორექტივებია გაკეთებული, რასაც ექსპერტი პოზიტიურად აფასებს [მეტი].

მომზადებულია "ინტერპრესნიუსი"-ს მასალების მიხედვით.

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა