მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს ოთხგზის ქართველი ჩემპიონი ქურდობის გამო დააკავეს
მსოფლიოს ოთხგზის ქართველი ჩემპიონი ქურდობის გამო დააკავეს

მსოფ­ლი­ოს ოთხგზის ჩემ­პი­ო­ნი კი­კბოქ­სინ­გში ირაკ­ლი ღვინ­ჯი­ლია მოს­კოვ­ში ფუ­ლის მო­პარ­ვის გამო და­ა­კა­ვეს. რო­გორც ვებგ­ვერ­დი sportall.ge იუ­წყე­ბა, შემ­თხვე­ვა ქარ­თულ ქუ­ჩა­ზე, Грузинский Вал-ზე მდე­ბა­რე კაფე "შო­კო­ლად­ნი­ცა­ში" მოხ­და, სა­დაც ღვინ­ჯი­ლი­ამ ერთ-ერთ კლი­ენტს 70 000 რუბ­ლი მო­პა­რა.

რუ­სუ­ლი წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი 4 იან­ვარს მოხ­და და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს საქ­მის გა­მო­სა­ძი­ებ­ლად თვე­ზე მეტი დას­ჭირ­დათ. კა­ფე­ში მყოფ­მა კლი­ენ­ტმა, რო­მე­ლიც ერთ-ერთი კო­მერ­ცი­უ­ლი კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რია, პი­ჯა­კის ჯი­ბი­დან 70 000 რუბ­ლის და­კარ­გვის გამო პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნა. ღვინ­ჯი­ლი­ამ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ თან­ხა სა­კუ­თა­რი სა­ჭი­რო­ე­ბი­სათ­ვის უკვე და­ხარ­ჯა და პატ­რონს ვერ და­უბ­რუ­ნებ­და. პო­ლი­ცი­ამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა სპორ­ტსმე­ნის აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა და ის გა­უს­ვლე­ლო­ბის ხელ­წე­რი­ლით სა­სა­მარ­თლომ­დე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

და­ბა­დე­ბუ­ლი კი­კბოქ­სინ­გის სპორ­ტის ოს­ტა­ტი და რუ­სე­თის კი­კბოქ­სინ­გის ფე­დე­რა­ცი­ის წევ­რი ირაკ­ლი ღვინ­ჯი­ლია, მეტ­სა­ხე­ლად "მამ­ლუ­ქი", თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში ვარ­ჯი­შობ­და და სა­ქარ­თვე­ლოს არა­ერ­თგზის ჩემ­პი­ო­ნიც იყო, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­სე­თის სა­ხე­ლით გა­მოს­ვლა არ­ჩია. 2004 წელს მან პირ­ვე­ლად მო­ი­პო­ვა K-1 ვერ­სი­ით კი­კბოქ­სინ­გში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის წო­დე­ბა და ეს შე­დე­გი კი­დევ სამ­ჯერ გა­ი­მე­ო­რა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მსოფლიოს ოთხგზის ქართველი ჩემპიონი ქურდობის გამო დააკავეს

მსოფლიოს ოთხგზის ქართველი ჩემპიონი ქურდობის გამო დააკავეს

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი კიკბოქსინგში ირაკლი ღვინჯილია მოსკოვში ფულის მოპარვის გამო დააკავეს. როგორც ვებგვერდი sportall.ge იუწყება, შემთხვევა ქართულ ქუჩაზე, Грузинский Вал-ზე მდებარე კაფე "შოკოლადნიცაში" მოხდა, სადაც ღვინჯილიამ ერთ-ერთ კლიენტს 70 000 რუბლი მოპარა.

რუსული წყაროების ცნობით, აღნიშნული ფაქტი 4 იანვარს მოხდა და სამართალდამცველებს საქმის გამოსაძიებლად თვეზე მეტი დასჭირდათ. კაფეში მყოფმა კლიენტმა, რომელიც ერთ-ერთი კომერციული კომპანიის დირექტორია, პიჯაკის ჯიბიდან 70 000 რუბლის დაკარგვის გამო პოლიციას შეატყობინა. ღვინჯილიამ ჩადენილი დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ თანხა საკუთარი საჭიროებისათვის უკვე დახარჯა და პატრონს ვერ დაუბრუნებდა. პოლიციამ გაითვალისწინა სპორტსმენის აღიარებითი ჩვენება და ის გაუსვლელობის ხელწერილით სასამართლომდე გაათავისუფლა.

დაბადებული კიკბოქსინგის სპორტის ოსტატი და რუსეთის კიკბოქსინგის ფედერაციის წევრი ირაკლი ღვინჯილია, მეტსახელად "მამლუქი", თავდაპირველად საქართველოს ნაკრებში ვარჯიშობდა და საქართველოს არაერთგზის ჩემპიონიც იყო, თუმცა მოგვიანებით რუსეთის სახელით გამოსვლა არჩია. 2004 წელს მან პირველად მოიპოვა K-1 ვერსიით კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონის წოდება და ეს შედეგი კიდევ სამჯერ გაიმეორა.

"ინტერპრესნიუსი"