საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრაგედია საჩხერეში, რომელსაც კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
ტრაგედია საჩხერეში, რომელსაც კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კორ­ბო­ულ­ში - ჭი­ა­თუ­რი­დან მო­მა­ვა­ლი "ოპე­ლის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე არას­რულ­წლო­ვა­ნებს, ანი და გუ­რამ კა­პა­ნა­ძე­ებს და­ე­ჯა­ხა. ამ სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი მათი თა­ნა­ტო­ლე­ბი გახ­დნენ... მძღოლს გაქ­ცე­ვა არ უც­დია, პო­ლი­ცი­ას იქვე ჩაჰ­ბარ­და. სო­ფელ კორ­ბო­უ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლის, ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძის თქმით, მძღო­ლი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მი­დი­ო­და და საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა.

- ავ­ტო­მან­ქა­ნას ჭი­ა­თუ­რე­ლი მა­მა­კა­ცი, გვა­რად ყიფ­ში­ძე მარ­თავ­და. სოფ­ლის გზებს ტრო­ტუ­ა­რი არა აქვს. მძღო­ლი 70-80 კმ/სთ სიჩ­ქა­რით მო­დი­ო­და, არა­და, იქ მო­სახ­ლე­ო­ბა ცხოვ­რობს და სიჩ­ქა­რე შე­ზღუ­დუ­ლია. ბავ­შვე­ბი თა­ნაკ­ლა­სე­ლის და­ბა­დე­ბის დღი­დან შინ ბრუნ­დე­ბოდ­ნენ... მთე­ლი სო­ფე­ლი შეძ­რუ­ლია. ერთი ჩვე­ნი თა­ნა­სოფ­ლე­ლის, 50 წლის მა­მა­კა­ცის გულ­მა ამას ვერ გა­უძ­ლო - სამ­ძიმ­რი­დან შინ მი­მა­ვა­ლი გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. პა­ნაშ­ვი­დებ­ზე ოჯახს 25 წლის მე­ზო­ბე­ლი ეხ­მა­რე­ბო­და. ეტყო­ბა, ისე გა­ნი­ცა­და ეს ტრა­გე­დია, რომ მე­ო­რე დი­ლით სა­წოლ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს სო­ფელ­ში. გამ­გე­ო­ბა გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ოჯა­ხებს და­ეხ­მა­რე­ბა. ანის ოჯა­ხი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ტრაგედია საჩხერეში, რომელსაც კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტრაგედია საჩხერეში, რომელსაც კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში - ჭიათურიდან მომავალი "ოპელის" მარკის ავტომანქანა ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანებს, ანი და გურამ კაპანაძეებს დაეჯახა. ამ საშინელი ფაქტის თვითმხილველი მათი თანატოლები გახდნენ... მძღოლს გაქცევა არ უცდია, პოლიციას იქვე ჩაჰბარდა. სოფელ კორბოულის რწმუნებულის, ვახტანგ კაპანაძის თქმით, მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მიდიოდა და საჭე ვერ დაიმორჩილა.

- ავტომანქანას ჭიათურელი მამაკაცი, გვარად ყიფშიძე მართავდა. სოფლის გზებს ტროტუარი არა აქვს. მძღოლი 70-80 კმ/სთ სიჩქარით მოდიოდა, არადა, იქ მოსახლეობა ცხოვრობს და სიჩქარე შეზღუდულია. ბავშვები თანაკლასელის დაბადების დღიდან შინ ბრუნდებოდნენ... მთელი სოფელი შეძრულია. ერთი ჩვენი თანასოფლელის, 50 წლის მამაკაცის გულმა ამას ვერ გაუძლო - სამძიმრიდან შინ მიმავალი გულის შეტევით გარდაიცვალა. პანაშვიდებზე ოჯახს 25 წლის მეზობელი ეხმარებოდა. ეტყობა, ისე განიცადა ეს ტრაგედია, რომ მეორე დილით საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. საშინელება ტრიალებს სოფელში. გამგეობა გარდაცვლილების ოჯახებს დაეხმარება. ანის ოჯახი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია