Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიჭები, რომლებმაც პირველი ქართული სმარტფონი "iღე" შექმნეს - გაიცანით ქართული "ვირუსული" ვიდეოს ავტორები
ბიჭები, რომლებმაც პირველი ქართული სმარტფონი "iღე" შექმნეს - გაიცანით ქართული "ვირუსული" ვიდეოს ავტორები

ცოტა ხნის წინ ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცე­ში, სა­ინ­ტე­რე­სო ვი­დეო-რეკ­ლა­მა გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს პირ­ველ ქარ­თულ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს სთა­ვა­ზობ­და. იდეა "BH PRODUCTION"-ს ეკუთ­ვი­ნის. მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს "Iღე" ჰქვია. მას აქვს აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი "ბა­ბუ­ლი­კა­ტო­რი", რო­მელ­საც შე­უძ­ლია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნათ­ქვა­მი "ბა­ბუ­ლი­კურ ენა­ზე" თარ­გმნოს. "აპკი", რო­მე­ლიც და­ად­გენს, ესა თუ ის გოგო შე­მო­საშ­ვე­ბია თუ არა ოჯახ­ში და სხვა. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით "BH PRODUCTION"-ს თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელს, კრე­ა­ტი­ულ დი­რექ­ტორს და რე­ჟი­სორს ზიად ალი­ევს და კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ:

- "Iღეს" გა­მოშ­ვე­ბის იდეა მე მე­კუთ­ვნის. დიდი ხა­ნია, ეს აზრი მაქვს, მაგ­რამ ამ დრომ­დე ვფიქ­რობ­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი ვირუ­სუ­ლი ტი­პის ვი­დე­ოს არ აი­ტა­ცებ­დნენ. ეს არის "აი­ფო­ნის" პა­რო­დია და მსგავ­სი ტი­პის ბევ­რი ვი­დო­ე­ბი არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ, ასე­თი ტი­პის ვი­დე­ოს ქარ­თუ­ლი ვა­რი­ან­ტის გა­კე­თე­ბა. ჩვე­ნი ლო­გოც, მო­კბე­ჩი­ლი ხინ­კა­ლი "აი­ფო­ნის" პა­რო­დი­აა. ბევ­რს გა­უჩ­ნდა კი­თხვა, თუ რა­ტომ ხინ­კა­ლი, თუმ­ცა ქარ­თველ­მა რა უნდა მო­კბი­ჩოს, თუ არა ხინ­კა­ლი?! ჩვენ­მა ჯგუფ­მა, "BH PRODUCTION"-მა ვცა­დეთ, რომ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ასე­თი ვი­დეო, გა­ვა­კე­თეთ და შე­დეგ­მა ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა.

- ვისი იდეა იყო, რომ "Iღეს" უნდა ემუ­შა­ვა ოპე­რა­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე, რო­მელ­საც ჰქვია "Iდე­და­მო­უა"?

- ჩემი იდეა იყო. ვფიქ­რობ­დი, ოპე­რა­ცი­უ­ლი სის­ტე­მის სა­ხელ­ზე, რო­მე­ლიც I-ზე და­ი­წყე­ბო­და და ეს მო­მა­ფიქ­რდა. მგო­ნი ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლი და ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას მორ­გე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი სის­ტე­მაა.

- აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც "Iღეს" მომ­ხმა­რე­ბელს ექ­ნე­ბა, სრუ­ლად თქვე­ნი გა­კე­თე­ბუ­ლია?

- სა­ერ­თოდ, ვირუ­სუ­ლი ვი­დეო არის მო­უ­ლოდ­ნე­ლი, ერ­თგვა­რად პო­პუ­ლის­ტუ­რი და ამი­ტო­მაც ის აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ტე­ლე­ფონ­შია, ისაა, რა­ზეც ყვე­ლა ქი­ლი­კობს, ხუმ­რობს და ზო­გიც დიდი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით უდ­გე­ბა. ეს ვი­დეო ვინც ნახა, თით­ქმის ყვე­ლამ იხა­ლი­სა და ბევ­რი იცი­ნა. გა­მოჩ­ნდა, რომ თე­მა­ტი­კა სწო­რად აგ­ვირ­ჩე­ვია. სხავ­თა შო­რის, ერთი ეპი­ზო­დი გვქონ­და კი­დევ, მაგ­რამ აღარ ჩავ­სვით (რად­გან ძა­ლი­ან გა­ი­წე­ლე­ბო­და ვი­დეო) და თქვენ გე­ტყვით: აპ­ლი­კა­ცი­ას ერ­ქვა "ახტი". გახ­სოვთ, ადრე იყო ასე­თი ტენ­დენ­ცია, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს აჩე­რებ­დნენ და ეკი­თხე­ბოდ­ნენ: "ხურ­და გაქვს ძმა?!", "არაა...", "აბა ახტი"... ამ აპ­ლი­კა­ცი­ის მი­ხედ­ვით, თუ კი­თხავ ვინ­მეს, აქვს თუ არა ხურ­და და თუ ის ახ­ტე­ბა, აპ­ლი­კა­ცია ზუს­ტად თვლის, თუ რამ­დე­ნი ხურ­და ფული აქვს ჯი­ბე­ში.

- ზვი­ად, რო­გორ ფიქ­რობ, ჩა­ძი­რავთ "აი­ფონს"?

- გულ­წრფე­ლად, რომ გი­თხართ, თუ ჩვენ მარ­თლა გა­ვა­კე­თებ­დით ასეთ ტე­ლე­ფონს, სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე ნამ­დვი­ლად ჩავ­ძი­რავ­დით. სხვთა შო­რის, მხო­ლოდ რეკ­ლა­მით ქარ­თულ ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ძა­ლი­ან ბევ­რი რეკ­ლა­მა უკვე ჩავ­ძი­რეთ.

- ელო­დით ამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბას?

- გა­მოხ­მა­უ­რე­ბას ნამ­დვი­ლად ვე­ლო­დით, მაგ­რამ ასეთს არა. ჩვე­ნი გუნ­დი სხვა გუნ­დე­ბი­სა­გან იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ ჩვენ ვა­კე­თებთ მრა­ვალ­ფე­რო­ვან პრო­დუქ­ცი­ას. ჩვენ არ ვა­კე­თებთ იმას, რაც უკვე არის. ჩვენ­თვის უმ­თავ­რე­სია ინო­ვა­ცია და ბუ­ნებ­რი­ვია, ხა­რის­ხი. სა­მო­მავ­ლოდ ვა­პი­რებთ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს, რო­მე­ლიც დიდი სი­ურპრი­ზი იქ­ნე­ბა თბი­ლი­სის ერთ-ერთი ქუ­ჩის­თვის. ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მა­გა­რი რამ, ბუ­ნებ­რი­ვია, თუ ვი­შო­ვეთ შე­სა­ბა­მი­სი ფი­ნან­სე­ბი.

- "Iღეს" სა­რეკ­ლა­მო ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბა რა დაჯ­და?

- ჩვე­ნი კომ­პა­ნია დე­კემ­ბერ­ში და­არ­სდა და უკვე სამი ნა­მუ­შე­ვა­რი გვაქვს. უშუ­ა­ლოდ "Iღეს" ვი­დეო შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, 5 თეთ­რიც არ დაგ­ვიჯ­და. ჩვე­ნი მი­ზა­ნია მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­ხარ­ჯით მი­ვი­ღოთ მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­გე­ბა. ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე დიდი და­ნა­ხარ­ჯი, რა­საც ამა­ში ვდებთ, არის დრო და ენერ­გია. ჩვე­ნი ერთ-ერთი მი­ზა­ნია, რომ და­ვიმ­კვიდ­როთ თავი ქარ­თულ ბა­ზარ­ზე და შეკ­ვე­თე­ბი მი­ვი­ღოთ და ეს რეკ­ლა­მაც ამის­თვის გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია, გვინ­და გავ­ხდეთ ცნო­ბა­დე­ბი.

- უარ­ყო­ფი­თი შე­ხე­დუ­ლე­ბა არა­ვის ჰქო­ნია?

- ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში ერთი-ორმა და­წე­რა, რომ კაი ბი­ჭებს რა­ტომ დას­ცი­ნი­თო, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლე­ბი იყო. იმე­დი მაქვს იმ დო­ნე­ზე არ გვი­ჭირს ქარ­თვე­ლებს, რომ იუ­მო­რი ვერ გა­ვი­გოთ.

VIDEO

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

ბიჭები, რომლებმაც პირველი ქართული სმარტფონი "iღე" შექმნეს - გაიცანით ქართული "ვირუსული" ვიდეოს ავტორები

ბიჭები, რომლებმაც პირველი ქართული სმარტფონი "iღე" შექმნეს - გაიცანით ქართული "ვირუსული" ვიდეოს ავტორები

ცოტა ხნის წინ ქართულ ინტერნეტ-სივრცეში, საინტერესო ვიდეო-რეკლამა გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს პირველ ქართულ მობილურ ტელეფონს სთავაზობდა. იდეა "BH PRODUCTION"-ს ეკუთვინის. მობილურ ტელეფონს "Iღე" ჰქვია. მას აქვს აპლიკაციები "ბაბულიკატორი", რომელსაც შეუძლია ჩვეულებრივი ნათქვამი "ბაბულიკურ ენაზე" თარგმნოს. "აპკი", რომელიც დაადგენს, ესა თუ ის გოგო შემოსაშვებია თუ არა ოჯახში და სხვა. ჩვენ დავუკავშირდით "BH PRODUCTION"-ს თანადამფუძნებელს, კრეატიულ დირექტორს და რეჟისორს ზიად ალიევს და კომენტარი ვთხოვეთ:

- "Iღეს" გამოშვების იდეა მე მეკუთვნის. დიდი ხანია, ეს აზრი მაქვს, მაგრამ ამ დრომდე ვფიქრობდი, რომ საქართველოში ასეთი ვირუსული ტიპის ვიდეოს არ აიტაცებდნენ. ეს არის "აიფონის" პაროდია და მსგავსი ტიპის ბევრი ვიდოები არსებობს მსოფლიოში და ამიტომაც გადავწყვიტეთ, ასეთი ტიპის ვიდეოს ქართული ვარიანტის გაკეთება. ჩვენი ლოგოც, მოკბეჩილი ხინკალი "აიფონის" პაროდიაა. ბევრს გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ ხინკალი, თუმცა ქართველმა რა უნდა მოკბიჩოს, თუ არა ხინკალი?! ჩვენმა ჯგუფმა, "BH PRODUCTION"-მა ვცადეთ, რომ გაგვეკეთებინა ასეთი ვიდეო, გავაკეთეთ და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

- ვისი იდეა იყო, რომ "Iღეს" უნდა ემუშავა ოპერაციულ სისტემაზე, რომელსაც ჰქვია "Iდედამოუა"?

- ჩემი იდეა იყო. ვფიქრობდი, ოპერაციული სისტემის სახელზე, რომელიც I-ზე დაიწყებოდა და ეს მომაფიქრდა. მგონი ძალიან დახვეწილი და ქართულ რეალობას მორგებული ოპერაციული სისტემაა.

- აპლიკაციები, რომლებიც "Iღეს" მომხმარებელს ექნება, სრულად თქვენი გაკეთებულია?

- საერთოდ, ვირუსული ვიდეო არის მოულოდნელი, ერთგვარად პოპულისტური და ამიტომაც ის აპლიკაციები, რომლებიც ტელეფონშია, ისაა, რაზეც ყველა ქილიკობს, ხუმრობს და ზოგიც დიდი სერიოზულობით უდგება. ეს ვიდეო ვინც ნახა, თითქმის ყველამ იხალისა და ბევრი იცინა. გამოჩნდა, რომ თემატიკა სწორად აგვირჩევია. სხავთა შორის, ერთი ეპიზოდი გვქონდა კიდევ, მაგრამ აღარ ჩავსვით (რადგან ძალიან გაიწელებოდა ვიდეო) და თქვენ გეტყვით: აპლიკაციას ერქვა "ახტი". გახსოვთ, ადრე იყო ასეთი ტენდენცია, როდესაც ადამიანებს აჩერებდნენ და ეკითხებოდნენ: "ხურდა გაქვს ძმა?!", "არაა...", "აბა ახტი"... ამ აპლიკაციის მიხედვით, თუ კითხავ ვინმეს, აქვს თუ არა ხურდა და თუ ის ახტება, აპლიკაცია ზუსტად თვლის, თუ რამდენი ხურდა ფული აქვს ჯიბეში.

- ზვიად, როგორ ფიქრობ, ჩაძირავთ "აიფონს"?

- გულწრფელად, რომ გითხართ, თუ ჩვენ მართლა გავაკეთებდით ასეთ ტელეფონს, საქართველოს ბაზარზე ნამდვილად ჩავძირავდით. სხვთა შორის, მხოლოდ რეკლამით ქართულ ბაზარზე არსებული ძალიან ბევრი რეკლამა უკვე ჩავძირეთ.

- ელოდით ამხელა გამოხმაურებას?

- გამოხმაურებას ნამდვილად ველოდით, მაგრამ ასეთს არა. ჩვენი გუნდი სხვა გუნდებისაგან იმით განსხვავდება, რომ ჩვენ ვაკეთებთ მრავალფეროვან პროდუქციას. ჩვენ არ ვაკეთებთ იმას, რაც უკვე არის. ჩვენთვის უმთავრესია ინოვაცია და ბუნებრივია, ხარისხი. სამომავლოდ ვაპირებთ ძალიან საინტერესო პროექტს, რომელიც დიდი სიურპრიზი იქნება თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის. ეს იქნება ძალიან მაგარი რამ, ბუნებრივია, თუ ვიშოვეთ შესაბამისი ფინანსები.

- "Iღეს" სარეკლამო ვიდეოს გადაღება რა დაჯდა?

- ჩვენი კომპანია დეკემბერში დაარსდა და უკვე სამი ნამუშევარი გვაქვს. უშუალოდ "Iღეს" ვიდეო შეიძლება ითქვას, 5 თეთრიც არ დაგვიჯდა. ჩვენი მიზანია მინიმალური დანახარჯით მივიღოთ მაქსიმალური მოგება. ჩვენი ყველაზე დიდი დანახარჯი, რასაც ამაში ვდებთ, არის დრო და ენერგია. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, რომ დავიმკვიდროთ თავი ქართულ ბაზარზე და შეკვეთები მივიღოთ და ეს რეკლამაც ამისთვის გადადგმული ნაბიჯია, გვინდა გავხდეთ ცნობადები.

- უარყოფითი შეხედულება არავის ჰქონია?

- ვიდეოს კომენტარებში ერთი-ორმა დაწერა, რომ კაი ბიჭებს რატომ დასცინითო, მაგრამ ეს მხოლოდ ერთეულები იყო. იმედი მაქვს იმ დონეზე არ გვიჭირს ქართველებს, რომ იუმორი ვერ გავიგოთ.

VIDEO

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია