პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართულ-ქურთული მაფია სტამბოლში - "ამ კვირაში სამი გარდაცვლილი ქართველი გვყავს"
ქართულ-ქურთული მაფია სტამბოლში - "ამ კვირაში სამი გარდაცვლილი ქართველი გვყავს"

15 იან­ვარს, გვი­ან ღა­მით, სტამ­ბო­ლის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ტაქ­სის მძღოლ­მა ტყვი­ით დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა და­ტო­ვა და მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლის გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვერ შეძ­ლეს. გარ­დაც­ვლი­ლის ვი­ნა­ო­ბა მხო­ლოდ მა­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი, როცა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მისი მე­გობ­რე­ბი მი­ვიდ­ნენ და პას­პორ­ტი მი­ი­ტა­ნეს. ის აღ­მოჩ­ნდა 28 წლის თორ­ნი­კე კვი­ცა­რი­ძე. კვი­ცა­რი­ძის მკვლე­ლო­ბა­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა და ჟან­დარ­მე­რი­ამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­სუ­ლი მისი ორი მე­გო­ბა­რიც და­ა­კა­ვა...

ბოლო ორი წე­ლია, სტამ­ბო­ლი არა მხო­ლოდ ლუკ­მა­პუ­რის სა­შოვ­ნე­ლად ჩა­მო­სუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, არა­მედ ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლა­დაც იქცა. ადრე თუ აქა­უ­რი პო­ლი­ცი­ის სა­ფიქ­რა­ლი ქარ­თვე­ლი ნარ­კო­მა­ნე­ბი იყ­ვნენ, ახლა მათ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი და­ე­მა­ტა. დღე არ გავა, რომ ქარ­თვე­ლე­ბი კრი­მი­ნა­ლუ­რი ქრო­ნი­კის გმი­რე­ბად არ იქ­ცნენ, იმა­ტა კრი­მი­ნა­ლურ­მა გარ­ჩე­ვებ­მაც, რო­გორც აქ­სა­რა­ი­ში ამ­ბო­ბენ, - ქარ­თვე­ლებს ადრე თუ წა­მა­ლი კლავ­და, ახლა ტყვია ხო­ცავს.

ნატო: - "ამ­ნის­ტი­ით ამ­დე­ნი ხალ­ხი რომ გა­მო­უშ­ვეს, არ იფიქ­რეს, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი შინ თუ ფეხს ვერ მო­ი­კი­დებ­დნენ, სტამ­ბოლს მო­ა­წყდე­ბოდ­ნენ? მერე იცით, ვის ძარ­ცვა­ვენ და კლა­ვენ? პატ­რო­ნებს. ამას წი­ნათ ჟან­დარ­მე­რი­ამ ჯინ­სე­ბის ფაბ­რი­კა­ში ქარ­თვე­ლე­ბი ქურ­დო­ბის­თვის და­ი­ჭი­რა. მე­პატ­რო­ნე კარ­გი კაცი იყო - თა­ვის მუ­შებს ოთა­ხე­ბი უქი­რა­ვა, კვი­რა დღეს ას­ვე­ნებ­და, რაც მთა­ვა­რია, ხელ­ფასს დრო­უ­ლად უხ­დი­და. ჩვე­ნებ­მა კი მად­ლო­ბის ნიშ­ნად გა­ქურ­დეს. როცა ფაბ­რი­კა­ში მი­სულ მე­პატ­რო­ნეს ჟან­დარ­მე­რია დახ­ვდა, წარ­ბშე­უხ­რე­ლად და­იც­ვა თა­ვი­სი მუ­შე­ბი, - ჩემი და­ვა­ლე­ბით გაჰ­ქონ­და­თო(?!) - კაც­მა ცი­ხეს გა­და­არ­ჩი­ნა და ერთი კვი­რის შემ­დეგ ის მე­პატ­რო­ნე ისევ მათ­ვე გა­ქურ­დეს. ნა­პა­რა­ვი ჯინ­სე­ბი ახლა ალ­ბათ სად­მე ქუ­თა­ის­ში ან სამ­ტრე­დი­ა­ში იყი­დე­ბა"...

სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თვე­ლე­ბი არა მარ­ტო ძარ­ცვა­ვენ, კლა­ვენ კი­დეც დამ­ქი­რა­ვებ­ლებს.

ახა­ლი თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა, რო­მელ­შიც ქა­ლე­ბიც არი­ან ჩარ­თულ­ნი, ასე­თია: მი­დის ოჯახ­ში ქალი სა­მუ­შა­ოდ, ერთი თვე მუ­შა­ობს, თან ცდი­ლობს, ოჯა­ხის ნდო­ბა მო­ი­პო­ვოს. ერთ დღეს მას­თან მო­ნატ­რე­ბუ­ლი""ქმა­რი""ან "ძმა""ჩა­მო­დის სამ­შობ­ლო­დან (ხში­რად მი­ა­მი­ტი პატ­რო­ნე­ბი ნე­ბა­საც რთა­ვენ, რომ სტუ­მა­რი ოჯახ­ში დარ­ჩეს). რო­დე­საც "ნა­თე­სა­ვი" კარ­გად მო­ათ­ვა­ლი­ე­რებს ყვე­ლა­ფერს, იქა­უ­რო­ბას ტო­ვებს. ცოტა ხან­ში ქა­ლიც მი­დის სამ­სა­ხუ­რი­დან და რამ­დე­ნი­მე დღე­ში პატ­რონ­საც ძარ­ცვა­ვენ...

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ სქე­მით რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი მუ­შა­ობს და სარ­ფი­ა­ნა­დაც.

ეს სი­ახ­ლე თა­ვი­დან სა­ბერ­ძნეთ­ში და­ი­ნერ­გა და ისე­თი მას­შტა­ბუ­რი იყო, რომ მას "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი" აკონ­ტრო­ლებ­დნენ.

ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო სტამ­ბოლ­შიც კარ­გა ხა­ნია, ცდი­ლობს ფე­ხის მო­კი­დე­ბას, თუმ­ცა, მას კონ­კუ­რენ­ცი­ას ჩეჩ­ნე­ბი და ქურ­თე­ბი უწე­ვენ. "მე­ცა­მე­ტე რა­ი­ო­ნად" ცნო­ბილ ქუმ­ქაფს"(სა­დაც ძი­რი­თა­დად არა­ლე­გა­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ) პო­ლი­ცია ვე­ღარ ეკა­რე­ბა და ამ საკ­მა­ოდ დიდ რა­ი­ონს ქურ­თე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ. ქარ­თვე­ლე­ბი აკონ­ტრო­ლებ­დნენ აქ­სა­რა­ის ავ­ტო­სად­გურ­საც; თუმ­ცა, ერთ დღეს აქ ჩეჩ­ნე­ბი გა­მოჩ­ნდნენ...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქართულ-ქურთული მაფია სტამბოლში - "ამ კვირაში სამი გარდაცვლილი ქართველი გვყავს"

ქართულ-ქურთული მაფია სტამბოლში - "ამ კვირაში სამი გარდაცვლილი ქართველი გვყავს"

15 იანვარს, გვიან ღამით, სტამბოლის სახელმწიფო საავადმყოფოში ტაქსის მძღოლმა ტყვიით დაჭრილი ახალგაზრდა დატოვა და მიიმალა. დაჭრილის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. გარდაცვლილის ვინაობა მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, როცა საავადმყოფოში მისი მეგობრები მივიდნენ და პასპორტი მიიტანეს. ის აღმოჩნდა 28 წლის თორნიკე კვიცარიძე. კვიცარიძის მკვლელობაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ჟანდარმერიამ საავადმყოფოში მისული მისი ორი მეგობარიც დააკავა...

ბოლო ორი წელია, სტამბოლი არა მხოლოდ ლუკმაპურის საშოვნელად ჩამოსული საქართველოს მოქალაქეების, არამედ ქართველი კრიმინალების თავშეყრის ადგილადაც იქცა. ადრე თუ აქაური პოლიციის საფიქრალი ქართველი ნარკომანები იყვნენ, ახლა მათ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები დაემატა. დღე არ გავა, რომ ქართველები კრიმინალური ქრონიკის გმირებად არ იქცნენ, იმატა კრიმინალურმა გარჩევებმაც, როგორც აქსარაიში ამბობენ, - ქართველებს ადრე თუ წამალი კლავდა, ახლა ტყვია ხოცავს.

ნატო: - "ამნისტიით ამდენი ხალხი რომ გამოუშვეს, არ იფიქრეს, ეს ადამიანები შინ თუ ფეხს ვერ მოიკიდებდნენ, სტამბოლს მოაწყდებოდნენ? მერე იცით, ვის ძარცვავენ და კლავენ? პატრონებს. ამას წინათ ჟანდარმერიამ ჯინსების ფაბრიკაში ქართველები ქურდობისთვის დაიჭირა. მეპატრონე კარგი კაცი იყო - თავის მუშებს ოთახები უქირავა, კვირა დღეს ასვენებდა, რაც მთავარია, ხელფასს დროულად უხდიდა. ჩვენებმა კი მადლობის ნიშნად გაქურდეს. როცა ფაბრიკაში მისულ მეპატრონეს ჟანდარმერია დახვდა, წარბშეუხრელად დაიცვა თავისი მუშები, - ჩემი დავალებით გაჰქონდათო(?!) - კაცმა ციხეს გადაარჩინა და ერთი კვირის შემდეგ ის მეპატრონე ისევ მათვე გაქურდეს. ნაპარავი ჯინსები ახლა ალბათ სადმე ქუთაისში ან სამტრედიაში იყიდება"...

სამწუხაროდ, ქართველები არა მარტო ძარცვავენ, კლავენ კიდეც დამქირავებლებს.

ახალი თაღლითური სქემა, რომელშიც ქალებიც არიან ჩართულნი, ასეთია: მიდის ოჯახში ქალი სამუშაოდ, ერთი თვე მუშაობს, თან ცდილობს, ოჯახის ნდობა მოიპოვოს. ერთ დღეს მასთან მონატრებული""ქმარი""ან "ძმა""ჩამოდის სამშობლოდან (ხშირად მიამიტი პატრონები ნებასაც რთავენ, რომ სტუმარი ოჯახში დარჩეს). როდესაც "ნათესავი" კარგად მოათვალიერებს ყველაფერს, იქაურობას ტოვებს. ცოტა ხანში ქალიც მიდის სამსახურიდან და რამდენიმე დღეში პატრონსაც ძარცვავენ...

როგორც ამბობენ, ამ სქემით რამდენიმე ჯგუფი მუშაობს და სარფიანადაც.

ეს სიახლე თავიდან საბერძნეთში დაინერგა და ისეთი მასშტაბური იყო, რომ მას "კანონიერი ქურდები" აკონტროლებდნენ.

ქურდული სამყარო სტამბოლშიც კარგა ხანია, ცდილობს ფეხის მოკიდებას, თუმცა, მას კონკურენციას ჩეჩნები და ქურთები უწევენ. "მეცამეტე რაიონად" ცნობილ ქუმქაფს"(სადაც ძირითადად არალეგალი ქართველები ცხოვრობენ) პოლიცია ვეღარ ეკარება და ამ საკმაოდ დიდ რაიონს ქურთები და ქართველები აკონტროლებენ. ქართველები აკონტროლებდნენ აქსარაის ავტოსადგურსაც; თუმცა, ერთ დღეს აქ ჩეჩნები გამოჩნდნენ...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია