პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერაბიშვილს ჟვანიას გარდაცვალების კადრები აქვს დაფიქსირებული? - ლევან ჩაჩუას ადვოკატის სკანდალური განცხადება
მერაბიშვილს ჟვანიას გარდაცვალების კადრები აქვს დაფიქსირებული? - ლევან ჩაჩუას ადვოკატის სკანდალური განცხადება

ცოტა ხნის წინ ტე­ლე­ე­თე­რით ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე FBI-ს დას­კვნის ნა­წი­ლი გა­სა­ჯა­როვ­და. ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას თა­ნა­გუნ­დე­ლი, სა­ხელ­მწი­ფო კან­ცე­ლა­რი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი პეტ­რე მამ­რა­ძე ამ­ბობს, რომ ჟვა­ნი­ას დაც­ვის წევ­რე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი იყ­ვნენ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დაც­ვას უსა­თუ­ოდ უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ. თუმ­ცა, თა­ვად მი­ხე­ილ ძა­ძა­მი­ამ (პი­რა­დი დაც­ვა) სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ექ­სპერტ ლე­ვან ჩა­ჩუ­ას კი­თხვას ასე უპა­სუ­ხა, - კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი ბინა, სა­დაც ჟვა­ნი­ა­სა და–იუ­სუ­პო­ვის ცხედ­რე­ბი ნა­ხეს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაც­ვის სის­ტე­მით არ ყო­ფი­ლა აღ­ჭურ­ვი­ლი, რომ რკი­ნის კარს არა­ნა­ი­რი დამ­ცა­ვი მე­ქა­ნიზ­მი არ ჰქო­ნია. სამ­სა­ხუ­რებ­რივ გულ­გრი­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ექ­სპერტს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­და დაც­ვის სის­ტე­მით, თუმ­ცა ის, რაც სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე არ თქვა ჩა­ჩუ­ამ, "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან""მისი ად­ვო­კა­ტი ზუ­რაბ ტა­ბი­ძე აცხა­დებს.

ზუ­რაბ ტა­ბი­ძე, ლე­ვან ჩა­ჩუ­ას ად­ვო­კა­ტი: - როცა სა­სა­მარ­თლო­ზე ბა­ტონ ძა­ძა­მი­ას ლე­ვან ჩა­ჩუ­ამ ჰკი­თხა: ბინა, რო­მე­ლიც მან იქი­რა­ვა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­თვის, იყო თუ არა და­ცუ­ლი და ხომ არ იყო რა­ი­მე ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც გარე პი­რის შეს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ო­და, ძა­ძა­მი­ამ უპა­სუ­ხა, რომ არა­ნა­ი­რი დამ­ცა­ვი მე­ქა­ნიზ­მი არ ჰქო­ნია რკი­ნის კარს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვკი­თხე ჩა­ჩუ­ას, რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­და ამ თე­მით? ის, რაც ჩა­ჩუ­ამ გა­იხ­სე­ნა, ჩემ­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა - რო­დე­საც მე­რა­ბიშ­ვილ­მა ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და, ჟვა­ნია და იუ­სუ­პო­ვი გა­ზით გა­ი­გუ­დნე­ნო, ჩა­ჩუ­ას უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­უთ­ქვამს, რომ ეს არ იყო სწო­რი შე­ფა­სე­ბა, რა­ზეც ლე­ვან სამ­ხა­რა­ულს უპა­სუ­ხია, კარ­გი, რა, ლე­ვან, ვა­ნომ დი­ლის 7 სა­ათ­ზე უკვე "ცვეტ­ნოი" იცო­და, რა მოხ­და იმ ბი­ნა­შიო. თუ გა­ვიხ­სე­ნებთ შს მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას, - ჰქონ­და უტყუ­ა­რი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეს იყო უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა - ესეც იძ­ლე­ვა გან­მარ­ტე­ბას...

- რა შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ეს უტყუ­ა­რი ინ­ფორ­მა­ცია?

- ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი სამ­ხა­რა­ულ­თან სა­უბ­რი­სა და მე­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ვა­რა­უ­დობს, რომ კონ­სპი­რა­ცი­ულ ბი­ნა­ში ფა­რუ­ლი სათ­ვალ­თვა­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბა იყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. მით უმე­ტეს, რომ ჟვა­ნია ამ ბი­ნით მა­ნამ­დეც სის­ტე­მა­ტუ­რად სარ­გებ­ლობ­და. ამ ეჭვს აღ­რმა­ვებს ის ათა­სო­ბით ფა­ი­ლი, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი და რო­მე­ლიც სწო­რედ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ი­ცავ­და. ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ მსგავს ბი­ნებ­ში ასეთ მო­წყო­ბი­ლო­ბებს ამონ­ტა­ჟებ­დნენ. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მო­ნაკ­ვე­თიც იყოს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი და ეს ჩა­ნა­წე­რი ჰქონ­დეს მე­რა­ბიშ­ვილს ან მის გა­რე­მოც­ვას.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

მერაბიშვილს ჟვანიას გარდაცვალების კადრები აქვს დაფიქსირებული? - ლევან ჩაჩუას ადვოკატის სკანდალური განცხადება

მერაბიშვილს ჟვანიას გარდაცვალების კადრები აქვს დაფიქსირებული? - ლევან ჩაჩუას ადვოკატის სკანდალური განცხადება

ცოტა ხნის წინ ტელეეთერით ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმეზე FBI-ს დასკვნის ნაწილი გასაჯაროვდა. ზურაბ ჟვანიას თანაგუნდელი, სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ამბობს, რომ ჟვანიას დაცვის წევრები პროფესიონალები იყვნენ, პრემიერ-მინისტრის დაცვას უსათუოდ უზრუნველყოფდნენ. თუმცა, თავად მიხეილ ძაძამიამ (პირადი დაცვა) სასამართლო პროცესზე ექსპერტ ლევან ჩაჩუას კითხვას ასე უპასუხა, - კონსპირაციული ბინა, სადაც ჟვანიასა და–იუსუპოვის ცხედრები ნახეს, განსაკუთრებული დაცვის სისტემით არ ყოფილა აღჭურვილი, რომ რკინის კარს არანაირი დამცავი მექანიზმი არ ჰქონია. სამსახურებრივ გულგრილობაში ბრალდებულ ექსპერტს არ დაუკონკრეტებია, რატომ დაინტერესდა დაცვის სისტემით, თუმცა ის, რაც სასამართლო პროცესზე არ თქვა ჩაჩუამ, "კვირის პალიტრასთან""მისი ადვოკატი ზურაბ ტაბიძე აცხადებს.

ზურაბ ტაბიძე, ლევან ჩაჩუას ადვოკატი: - როცა სასამართლოზე ბატონ ძაძამიას ლევან ჩაჩუამ ჰკითხა: ბინა, რომელიც მან იქირავა პრემიერ-მინისტრისთვის, იყო თუ არა დაცული და ხომ არ იყო რაიმე ნიშანი, რომელიც გარე პირის შესვლის შესაძლებლობას იძლეოდა, ძაძამიამ უპასუხა, რომ არანაირი დამცავი მექანიზმი არ ჰქონია რკინის კარს. აქედან გამომდინარე ვკითხე ჩაჩუას, რატომ დაინტერესდა ამ თემით? ის, რაც ჩაჩუამ გაიხსენა, ჩემთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა - როდესაც მერაბიშვილმა ექსპერტიზის ჩატარებამდე განაცხადა, ჟვანია და იუსუპოვი გაზით გაიგუდნენო, ჩაჩუას უკმაყოფილება გამოუთქვამს, რომ ეს არ იყო სწორი შეფასება, რაზეც ლევან სამხარაულს უპასუხია, კარგი, რა, ლევან, ვანომ დილის 7 საათზე უკვე "ცვეტნოი" იცოდა, რა მოხდა იმ ბინაშიო. თუ გავიხსენებთ შს მინისტრის განცხადებას, - ჰქონდა უტყუარი ინფორმაცია, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა - ესეც იძლევა განმარტებას...

- რა შეიძლება ყოფილიყო ეს უტყუარი ინფორმაცია?

- ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სამხარაულთან საუბრისა და მერაბიშვილის განცხადების საფუძველზე ვარაუდობს, რომ კონსპირაციულ ბინაში ფარული სათვალთვალო მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. მით უმეტეს, რომ ჟვანია ამ ბინით მანამდეც სისტემატურად სარგებლობდა. ამ ეჭვს აღრმავებს ის ათასობით ფაილი, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი და რომელიც სწორედ პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას შეიცავდა. ყველასთვის ცნობილია, რომ მსგავს ბინებში ასეთ მოწყობილობებს ამონტაჟებდნენ. არ გამოვრიცხავ, რომ გარდაცვალების მონაკვეთიც იყოს დაფიქსირებული და ეს ჩანაწერი ჰქონდეს მერაბიშვილს ან მის გარემოცვას.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

"ეს არის ექსპერტიზის მტკიცებულება, რომ არ მაქვს წამებისა და ცემის კვალი სხეულზე" - დავით ხვიბლიანი აპირებს, ნიკა გვარამიას და ელისო კილაძეს უჩივლოს

"მოკლა ცოლი და მეზობელი, ამის შემდეგ მიიმალა..." - ახალი დეტალები გურჯაანში მომხდარ მკვლელობაზე

მკვლელობა გურჯაანში - მამაკაცმა ცოლი მოკლა, ასევე ესროლა დასახმარებლად შესულ მეზობლებს