პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასწაული მოხდა ჩემს ცხოვრებაში" - როგორ აღნიშნეს ქართველმა ცნობილმა გოგონებმა ვალენტინობა და რა საჩუქრები მიიღეს საყვარელი მამაკაცებისგან
"სასწაული მოხდა ჩემს ცხოვრებაში" - როგორ აღნიშნეს ქართველმა ცნობილმა გოგონებმა ვალენტინობა და რა საჩუქრები მიიღეს საყვარელი მამაკაცებისგან

14 თე­ბერ­ვალს მსოფ­ლიო სიყ­ვა­რუ­ლის დღეს აღ­ნიშ­ნავს. ქარ­თვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ამ დღის მი­მართ სკეპ­ტი­კუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი, თით­ქოს არ აღი­ა­რე­ბენ, მაგ­რამ სა­ჩუქ­რებს სხვე­ბის­გა­ნაც იღე­ბენ და თა­ვა­დაც უკე­თე­ბენ სურპრიზს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს. "ამ­ბე­ბი.გე" და­ინ­ტე­რეს­და თუ რო­გორ აღ­ნიშ­ნეს ქარ­თველ­მა ცნო­ბილ­მა გო­გო­ნებ­მა სიყ­ვა­რუ­ლის დღე.

ანი გი­უნ­ტე­რი (ტე­ლე­წამ­ყვა­ნი):

- რო­გორ შეხ­ვდი სიყ­ვა­რუ­ლის დღეს?

- სიყ­ვა­რუ­ლის დღეს ძა­ლი­ან კარ­გად შევ­ხვდი. ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში თურქ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად, ვე­ნე­ბის ოპე­რა­ცია გა­ვი­კე­თე. ზა­ფხუ­ლის თერ­მო პრო­ცე­დუ­რებ­მა და­მი­ზი­ა­ნა ვე­ნე­ბი, ამი­ტომ სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით, გა­დავ­წყვი­ტე მინი ოპე­რა­ცია გა­მე­კე­თე­ბი­ნა. "ფე­ის­ბუქ­ზე" შე­ვი­ტყვე, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა და გა­ვი­კე­თე ოპე­რა­ცია. არ მინ­დო­და ოპე­რა­ცი­ის ლა­ზე­რით გა­კე­თე­ბა, რად­გან ლა­ზე­რის შემ­დეგ პიგმენ­ტი იც­ვლე­ბა და ფა­ლა­გე­ბი ჩნდე­ბა. ამის ცუდი გა­მოც­დი­ლე­ბა უკვე მაქვს. დღეს უკვე გა­მომ­წე­რეს კლი­ნი­კი­დან და თავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ვგრძნობ.

ანუ­ნა მდივ­ნიშ­ვი­ლი (მო­დე­ლი, მომ­ღე­რა­ლი):

- რო­გორ შეხ­ვდი სიყ­ვა­რუ­ლის დღეს?

- ვა­ლენ­ტი­ნო­ბას ჩემი და­ბა­დე­ბის დღე არის და ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ავღ­ნიშ­ნავ, მაგ­რამ ბოლო ორი წე­ლია ჩემს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად ვხვდე­ბი ამ დღეს. წელ­საც ერ­თად გა­ვა­ტა­რეთ ეს დღე­სას­წა­უ­ლი, თბი­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ღა­მო იყო. 14 თე­ბერ­ვა­ლი ორ­მა­გად სა­სი­ა­მოვ­ნო დღე არის ჩემ­თვის, მი­ხა­რია მსოფ­ლიო რომ აღ­ნიშ­ნავს ჩემს და­ბა­დე­ბის დღეს (იცი­ნის).

- რა სურპრი­ზი მო­გი­წყოთ საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ან­მა?

- რაც მინ­დო­და ყვე­ლა­ფე­რი მა­ჩუ­ქა ჩემ­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა (იცი­ნის). რო­მან­ტი­უ­ლი სა­ჩუქ­რე­ბი, გუ­ლე­ბი და ფრა­ნე­ბის ნი­კუ­შას არ უყ­ვარს, ერ­თა­დერ­თხელ იყო, როცა არ ვე­ლო­დე­ბო­დი ფე­ირ­ვერ­კე­ბი მო­მი­წყო. არ არის რო­მან­ტი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ ისე­თი თბი­ლი და საყ­ვა­რე­ლია, მე სავ­სე­ბით მაკ­მა­ყო­ფი­ლებს. მას­თან კომ­ფორ­ტუ­ლად ვარ და გუ­ლე­ბი სა­ერ­თოდ არ მჭირ­დე­ბა. ის სულ ცდი­ლობს ჩემს გა­ხა­რე­ბას.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე (ტე­ლე­წამ­ყვა­ნი):

- სად შეხ­ვდით სიყ­ვა­რუ­ლის დღეს?

- სიყ­ვა­რუ­ლის დღეს სცე­ნა­ზე შევ­ხვდი "მის­ტერ ვა­ლენ­ტინ­თან" ერ­თად, სა­ღა­მოს წამ­ყვა­ნი მე ვი­ყა­ვი. სიყ­ვა­რუ­ლის დღეს ვი­ყა­ვი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა­ზე და შემ­დეგ ლაშა ღლონ­ტის სა­ღა­მო მიმ­ყავ­და.

- ცნო­ბი­ლია, რომ შენ და მსა­ხი­ო­ბი სან­დრო მი­კუ­ჩა­ძე­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ხართ, რა სურპრი­ზი მო­გი­წყოთ სან­დრომ სიყ­ვა­რუ­ლის დღეს?

- სა­ი­დან არის ცნო­ბი­ლი?

- "ფე­ის­ბუქ­ზე" ხში­რად დებთ მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს...

- ბევრ ფო­ტოს ვდებ? არ მინ­და ამ კი­თხვა­ზე კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხის გა­ცე­მა.

- სან­დრომ სურპრი­ზი მო­გი­წყოთ სიყ­ვა­რუ­ლის დღეს?

- რა­ტომ­ღაც 14 თე­ბერ­ვალს სურპრი­ზებს ყო­ველ­თვის მოკ­ლე­ბუ­ლი ვარ. უც­ნა­უ­რი ფაქ­ტია, მაგ­რამ სახ­ლის კარ­თან დამ­ხვდა ყვა­ვი­ლე­ბი და "სვა­როვ­სკის" ბრე­ლო­კი, ოღონდ ვის­გა­ნაც ვე­ლო­დი იმის­გან არ ყო­ფი­ლა ეს სა­ჩუ­ქა­რი.

მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი (ად­ვო­კა­ტი, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი):

- მა­რი­ამ, რო­გორ აღ­ნიშ­ნეთ სიყ­ვა­რუ­ლის დღე?

- 14 თე­ბერ­ვალს დე­და­ჩე­მის და­ბა­დე­ბის დღეა და შე­სა­ბა­მი­სად სა­სიყ­ვა­რუ­ლო გან­წყო­ბა მაქვს ამ დღეს.

- საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ან­მა რა სურპრი­ზი მო­გი­წყოთ?

- ეს დღე შეხ­სე­ნე­ბაა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და­ა­ფა­სონ ერ­თმა­ნე­თი, მო­უ­წყონ სურპრი­ზე­ბი და ხში­რად უთხრან მიყ­ვარ­ხარ. ამ ვა­ლენ­ტი­ნო­ბას სას­წა­უ­ლი მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, თუმ­ცა დე­ტა­ლებს ვერ გა­ვამ­ხელ.

ლიკა ყაზ­ბე­გი, დი­ზა­ი­ნე­რი:

- ლიკა, ცნო­ბი­ლია, რომ თქვე­ნი მე­უღ­ლე პა­ტიმ­რო­ბა­შია, რო­გორ მი­უ­ლო­ცეთ ერ­თმა­ნეთს სიყ­ვა­რუ­ლის დღე?

- მე მინ­დო­და სი­ურპრი­ზი გა­მე­კე­თე­ბი­ნა და 14-ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი მას­თან, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ კა­ნო­ნი, ისეა მო­წყო­ბი­ლი, რომ ცოლ-ქმარს ხში­რი ნახ­ვის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევს და ეს ძა­ლი­ან ცუ­დია. ბევ­რი რამ არის შე­საც­ვე­ლე­ლი და გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი. სამ­წუ­ხა­როდ ჩა­ნა­ფიქ­რი ვერ შე­ვას­რუ­ლე. სა­მა­გი­ე­როდ, ფბ-ზე ის ფოტო დავ­დე, რო­მე­ლიც გი­ორ­გის ძა­ლი­ან უყ­ვარს და მე "ვმა­ლავ­დი" ამ­დენ ხანს. რომ ვუ­თხა­რი, ძა­ლი­ან გა­ე­ხარ­და. ის ცი­ხი­და­ნაც ახერ­ხებს ჩემს გა­ო­ცე­ბას, დიდი წი­თე­ლი ვარ­დე­ბი გა­მო­მიგ­ზავ­ნა და და­მი­რე­კა კი­დეც.

- რო­გორ აღ­ნიშ­ნეთ სიყ­ვა­რუ­ლის დღე მის გა­რე­შე?

- მე და ჩემი მე­უღ­ლე ამ დღეს დავ­ქორ­წინ­დით და უფრო ჩვე­ნი შე­უღ­ლე­ბის იუ­ბი­ლე­ებს ავღ­ნის­ნავთ ხოლ­მე, ვიდ­რე ვა­ლენ­ტი­ნო­ბას. მე­გობ­რე­ბი მეწ­ვი­ენ და სახ­ლში შევ­ხვდით. თან ის ხალ­ხი იყო, ვინც ძა­ლი­ან უყ­ვარს. ჩვე­ნი მეჯ­ვა­რე; არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი - ნი­კო­ლოზ მა­ღალ­და­ძე. მსა­ხი­ო­ბე­ბი; მაია ლო­მი­ძე და გი­ორ­გი დე­ვა­ძე... ყვე­ლა­ფერს ვი­ღებ ხოლ­მე ვი­დე­ო­ზე და ვუგ­ზავ­ნი, რომ ამით მა­ინც შე­ვუვ­სო ჩვენ­თან არ­ყოფ­ნის და­ნაკ­ლი­სი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"სასწაული მოხდა ჩემს ცხოვრებაში" - როგორ აღნიშნეს ქართველმა ცნობილმა გოგონებმა ვალენტინობა და რა საჩუქრები მიიღეს საყვარელი მამაკაცებისგან

"სასწაული მოხდა ჩემს ცხოვრებაში" - როგორ აღნიშნეს ქართველმა ცნობილმა გოგონებმა ვალენტინობა და რა საჩუქრები მიიღეს საყვარელი მამაკაცებისგან

14 თებერვალს მსოფლიო სიყვარულის დღეს აღნიშნავს. ქართველების უმეტესობა ამ დღის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, თითქოს არ აღიარებენ, მაგრამ საჩუქრებს სხვებისგანაც იღებენ და თავადაც უკეთებენ სურპრიზს საყვარელ ადამიანებს. "ამბები.გე" დაინტერესდა თუ როგორ აღნიშნეს ქართველმა ცნობილმა გოგონებმა სიყვარულის დღე.

ანი გიუნტერი (ტელეწამყვანი):

- როგორ შეხვდი სიყვარულის დღეს?

- სიყვარულის დღეს ძალიან კარგად შევხვდი. ერთ-ერთ კლინიკაში თურქ სპეციალისტებთან ერთად, ვენების ოპერაცია გავიკეთე. ზაფხულის თერმო პროცედურებმა დამიზიანა ვენები, ამიტომ საკუთარი ინიციატივით, გადავწყვიტე მინი ოპერაცია გამეკეთებინა. "ფეისბუქზე" შევიტყვე, რომ შესაძლებელი იყო ამ პრობლემის მოგვარება და გავიკეთე ოპერაცია. არ მინდოდა ოპერაციის ლაზერით გაკეთება, რადგან ლაზერის შემდეგ პიგმენტი იცვლება და ფალაგები ჩნდება. ამის ცუდი გამოცდილება უკვე მაქვს. დღეს უკვე გამომწერეს კლინიკიდან და თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ.

ანუნა მდივნიშვილი (მოდელი, მომღერალი):

- როგორ შეხვდი სიყვარულის დღეს?

- ვალენტინობას ჩემი დაბადების დღე არის და ყოველთვის განსაკუთრებულად ავღნიშნავ, მაგრამ ბოლო ორი წელია ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად ვხვდები ამ დღეს. წელსაც ერთად გავატარეთ ეს დღესასწაული, თბილი და სასიამოვნო საღამო იყო. 14 თებერვალი ორმაგად სასიამოვნო დღე არის ჩემთვის, მიხარია მსოფლიო რომ აღნიშნავს ჩემს დაბადების დღეს (იცინის).

- რა სურპრიზი მოგიწყოთ საყვარელმა ადამიანმა?

- რაც მინდოდა ყველაფერი მაჩუქა ჩემმა შეყვარებულმა (იცინის). რომანტიული საჩუქრები, გულები და ფრანების ნიკუშას არ უყვარს, ერთადერთხელ იყო, როცა არ ველოდებოდი ფეირვერკები მომიწყო. არ არის რომანტიული ადამიანი, მაგრამ ისეთი თბილი და საყვარელია, მე სავსებით მაკმაყოფილებს. მასთან კომფორტულად ვარ და გულები საერთოდ არ მჭირდება. ის სულ ცდილობს ჩემს გახარებას.

თამუნა მუსერიძე (ტელეწამყვანი):

- სად შეხვდით სიყვარულის დღეს?

- სიყვარულის დღეს სცენაზე შევხვდი "მისტერ ვალენტინთან" ერთად, საღამოს წამყვანი მე ვიყავი. სიყვარულის დღეს ვიყავი რუსთაველის თეატრში სპექტაკლის პრემიერაზე და შემდეგ ლაშა ღლონტის საღამო მიმყავდა.

- ცნობილია, რომ შენ და მსახიობი სანდრო მიკუჩაძეზე შეყვარებულები ხართ, რა სურპრიზი მოგიწყოთ სანდრომ სიყვარულის დღეს?

- საიდან არის ცნობილი?

- "ფეისბუქზე" ხშირად დებთ მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს...

- ბევრ ფოტოს ვდებ? არ მინდა ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა.

- სანდრომ სურპრიზი მოგიწყოთ სიყვარულის დღეს?

- რატომღაც 14 თებერვალს სურპრიზებს ყოველთვის მოკლებული ვარ. უცნაური ფაქტია, მაგრამ სახლის კართან დამხვდა ყვავილები და "სვაროვსკის" ბრელოკი, ოღონდ ვისგანაც ველოდი იმისგან არ ყოფილა ეს საჩუქარი.

მარიამ კუბლაშვილი (ადვოკატი, "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული):

- მარიამ, როგორ აღნიშნეთ სიყვარულის დღე?

- 14 თებერვალს დედაჩემის დაბადების დღეა და შესაბამისად სასიყვარულო განწყობა მაქვს ამ დღეს.

- საყვარელმა ადამიანმა რა სურპრიზი მოგიწყოთ?

- ეს დღე შეხსენებაა ადამიანებისთვის დააფასონ ერთმანეთი, მოუწყონ სურპრიზები და ხშირად უთხრან მიყვარხარ. ამ ვალენტინობას სასწაული მოხდა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა დეტალებს ვერ გავამხელ.

ლიკა ყაზბეგი, დიზაინერი:

- ლიკა, ცნობილია, რომ თქვენი მეუღლე პატიმრობაშია, როგორ მიულოცეთ ერთმანეთს სიყვარულის დღე?

- მე მინდოდა სიურპრიზი გამეკეთებინა და 14-ში წავსულიყავი მასთან, მაგრამ სამწუხაროდ კანონი, ისეა მოწყობილი, რომ ცოლ-ქმარს ხშირი ნახვის უფლებას არ აძლევს და ეს ძალიან ცუდია. ბევრი რამ არის შესაცველელი და გამოსასწორებელი. სამწუხაროდ ჩანაფიქრი ვერ შევასრულე. სამაგიეროდ, ფბ-ზე ის ფოტო დავდე, რომელიც გიორგის ძალიან უყვარს და მე "ვმალავდი'' ამდენ ხანს. რომ ვუთხარი, ძალიან გაეხარდა. ის ციხიდანაც ახერხებს ჩემს გაოცებას, დიდი წითელი ვარდები გამომიგზავნა და დამირეკა კიდეც.

- როგორ აღნიშნეთ სიყვარულის დღე მის გარეშე?

- მე და ჩემი მეუღლე ამ დღეს დავქორწინდით და უფრო ჩვენი შეუღლების იუბილეებს ავღნისნავთ ხოლმე, ვიდრე ვალენტინობას. მეგობრები მეწვიენ და სახლში შევხვდით. თან ის ხალხი იყო, ვინც ძალიან უყვარს. ჩვენი მეჯვარე; არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი - ნიკოლოზ მაღალდაძე. მსახიობები; მაია ლომიძე და გიორგი დევაძე... ყველაფერს ვიღებ ხოლმე ვიდეოზე და ვუგზავნი, რომ ამით მაინც შევუვსო ჩვენთან არყოფნის დანაკლისი.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება