სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს მირქმაა - რა უნდა იცოდეს მორწმუნებ დღესასწაულის შესახებ
დღეს მირქმაა - რა უნდა იცოდეს მორწმუნებ დღესასწაულის შესახებ

2(15) თე­ბერ­ვალს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღე­სას­წა­უ­ლობს მირ­ქმას (მი­გე­ბე­ბას) უფ­ლი­სა ღმრთი­სა და მა­ცხოვ­რი­სა ჩვე­ნი­სა იესო ქრის­ტე­სი. ამ დღე­სას­წა­ულ­ზე ეკ­ლე­სია მო­იხ­სე­ნი­ებს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მოვ­ლე­ნას მა­ცხოვ­რის ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­დან. "აღ­მო­იყ­ვა­ნეს ყრმა იგი იე­რუ­სა­ლი­მად, წარ­დგი­ნე­ბად წი­ნა­შე უფ­ლი­სა, ვი­თარ­ცა წე­რილ-არს სჯულ­სა უფ­ლი­სა­სა" (ლუკა 2,22-23). შო­ბი­დან მე­ორ­მო­ცე დღეს ყრმა იესო იე­რუ­სა­ლი­მის ტა­ძარ­ში მი­იყ­ვა­ნეს. მო­სეს სჯუ­ლის მი­ხედ­ვით, როცა დე­და­კა­ცი მამ­რო­ბი­თი სქე­სის ყრმას შობ­და, ორ­მო­ცი დღის შემ­დეგ ჰქონ­და ტა­ძარ­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა. სა­შოს გამ­ხსნე­ლი ყო­ვე­ლი წული უფ­ლის წმი­დად იწო­დე­ბო­და და ოჯა­ხი ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ვალ­დე­ბუ­ლი იყო, შე­სა­წი­რა­ვი მი­ერ­თმია ღვთის­თვის. ღა­რი­ბი ოჯა­ხის­თვის დად­გე­ნი­ლი იყო ორი გვრი­ტი ან მტრე­დის ორი ხუნ­დი.

ღვთის­მშო­ბელ­მა მა­რი­ამ­მა და მარ­თალ­მა იო­სებ­მა უფალს სა­მად­ლო­ბე­ლი და გან­საწ­მენ­დე­ლი მსხვერ­პლი შეს­წი­რეს - ორი ხუნ­დი მტრე­დი­სა. თუმ­ცა ყოვ­ლად­წ­მინ­და ქალ­წულს - დე­დას ღვთი­სას არ სჭირ­დე­ბო­და გან­წმენ­და, რად­გან ქორ­წი­ნე­ბის გა­მო­უც­დე­ლად შვა წყა­რო სიწ­მინ­დი­სა, მაგ­რამ თა­ვი­სი ღრმა სიმ­დაბ­ლით რჯუ­ლის გან­წე­სე­ბას მა­ინც და­ე­მორ­ჩი­ლა.

იმ ხა­ნებ­ში იე­რუ­სა­ლიმ­ში ცხოვ­რობ­და მარ­თა­ლი მო­ხუ­ცი სვი­მე­ო­ნი. გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, იგი იყო ერთ-ერთი სა­მოც­და­ათ­თა­გა­ნი, რომ­ლე­ბიც ძვე­ლი აღ­თქმის წიგ­ნებს ებ­რა­უ­ლი­დან ბერ­ძნუ­ლად თარ­გმნიდ­ნენ. სვი­მე­ო­ნი თარ­გმნი­სას და­ა­ეჭ­ვა ესა­ია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის სი­ტყვებ­მა - მა­ცხო­ვა­რი ქალ­წუ­ლის­გან იშ­ვე­ბაო. ჩათ­ვა­ლა, რომ სი­ტყვა "ქალ­წუ­ლი" შეც­დო­მით ეწე­რა და მო­ინ­დო­მა მისი შეც­ვლა "ქა­ლით", მაგ­რამ ამ დროს ღმერ­თმა მას ან­გე­ლო­ზის პი­რით აუ­წყა, რომ მა­ნამ არ აღეს­რუ­ლე­ბო­და, სა­ნამ ქალ­წუ­ლი­სა­გან შო­ბილ ქრის­ტეს სა­კუ­თა­რი თვა­ლით არ ნა­ხავ­და. მარ­თა­ლი სვი­მე­ო­ნიც სა­სო­ე­ბით მო­ე­ლო­და აღ­თქმუ­ლი მე­სი­ის მოს­ვლას.

ღვთის შთა­გო­ნე­ბით, მო­ხუ­ცი ტა­ძარ­ში იმ დროს მი­ვი­და, როცა იქ ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბელ­მა და მარ­თალ­მა იო­სებ­მა ყრმა იესო მი­იყ­ვა­ნეს, რათა რჯუ­ლით დად­გე­ნი­ლი წესი აღეს­რუ­ლე­ბი­ნათ. სვი­მე­ონ­მა ხელ­ში აიყ­ვა­ნა ღვთა­ებ­რი­ვი ყრმა, აკურ­თხა ღმერ­თი და წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რი სი­ტყვე­ბი წარ­მოთ­ქვა ქვეყ­ნის მა­ცხო­ვარ­ზე: "აწ გა­ნუ­ტე­ვე მონა შენი, მე­უ­ფეო, სი­ტყვი­სა­ებრ შე­ნი­სა მშვი­დო­ბით, რა­მე­თუ იხი­ლეს თვალ­თა ჩემ­თა მა­ცხო­ვა­რე­ბა შენი, რო­მე­ლი გა­ნუმ­ზა­დე წი­ნა­შე პირ­სა ყოვ­ლი­სა ერი­სა­სა, ნა­თე­ლი გა­მობრწყინ­ვე­ბად წარ­მარ­თთა ზედა და დი­დე­ბად ერი­სა შე­ნი­სა ის­რა­ე­ლი­სა" (ლუკა 2,29-32).

ამ სა­ო­ცა­რი სი­ტყვე­ბის შე­სა­ხებ წმინ­და გაბ­რი­ელ ეპის­კო­პო­სი (ქი­ქო­ძე) წერს: "იგი­ვე სი­ტყვე­ბი უნდა წარსთქვას ყო­ველ­მა ქრის­ტი­ან­მა კაც­მა, რო­დე­საც მო­ი­წე­ვა დღე მისი აღ­სას­რუ­ლი­სა. თუ ღმერ­თმა შენ, ძმაო, მოგ­ცა ქვე­ყა­ნა­სა ზედა გრძე­ლი და შვი­დო­ბი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა, თუ შენ გიყ­ვარ­და ღმერ­თი და, რა­ო­დე­ნიც ძალ-გედ­ვა, ემ­სა­ხუ­რე მას, აღას­რუ­ლე ქვე­ყა­ნა­სა ზედა სუ­ლი­ე­რი შენი მო­ვა­ლე­ო­ბა, კე­თილს საქ­მეს იქ­მო­დი და მით ადი­დებ­დი ღმერ­თს შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად შე­ნი­სა, მა­შა­სა­და­მე, შენც გი­ნა­ხავს მა­ცხო­ვა­რე­ბა ღვთი­სა არა­ნაკ­ლე­ბად, ვიდ­რე­ღა სვი­მე­ონს მარ­თალ­სა. მან მხო­ლოდ ჩვი­ლი იესო იხი­ლა, შენ კი სუ­ლი­ე­რი­თა თვა­ლი­თა და სარ­წმუ­ნო­ე­ბი­თა გი­ხი­ლავს იესო ქრის­ტე, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ჩვე­ნი­სა ცხოვ­რე­ბი­სა, ჯვარ­ცმუ­ლი, აღ­დგო­მი­ლი მკვდრე­თით, თვით მისი სის­ხლი და ხორ­ცი მი­გი­ღია. მაშ შენც, რო­დე­საც მო­ი­წი­ოს ჟამი შე­ნის აღ­სას­რუ­ლი­სა, არ შე­გე­შინ­დეს, არა­მედ თა­მა­მად წარსთქვი სა­სო­ე­ბი­თა, მშვი­დო­ბი­ა­ნი­თა გუ­ლი­თა: აწ გა­ნუ­ტე­ვე მონა შენი, მე­უ­ფეო, მშვი­დო­ბით".

ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბელს მარ­თალ­მა სვი­მე­ონ­მა უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა: "აჰა ესე­რა ესე დგას და­ცე­მად და აღ­დგი­ნე­ბად მრა­ვალ­თა ის­რა­ელ­სა შო­რის... და თვით შენ­სა­ცა სულ­სა გან­ვი­დეს მახ­ვი­ლი, რათა გან­ცხად­ნენ მრა­ვალ­თა­გან გულ­თა ზრახ­ვა­ნი" (ლუკა 2,34-35).

"და­ცე­მუ­ლებ­ში" ქრის­ტე­სად­მი ურ­წმუ­ნო­ნი მო­ი­აზ­რე­ბი­ან, "აღ­დგე­ნი­ლებ­ში" - მორ­წმუ­ნე­ნი. წმინ­და ტი­მო­თე იე­რუ­სა­ლი­მე­ლი წერს: "არა თუ სვი­მე­ონ თვი­სი­თა გო­ნე­ბი­თა, არა­მედ უწყე­ბი­თა სუ­ლი­სა წმი­დი­სა­თა ეტყო­და ქალ­წულ­სა მას უფ­ლის­თვის: და­ცე­მად უწმუ­ნო­თათ­ვის იტყო­და და აღ­დგო­მად - მორ­წმუ­ნე­თათ­ვის... რა­მე­თუ და­ე­ცა იუდა და აღ­დგა მა­ტა­თა; და­ცე­მა მარ­ცხე­ნი­თი­სა მის ავა­ზა­კი­სა და აღ­დგო­მა მარ­ჯვე­ნი­თი­სა მის, რა­მე­თუ ჰრ­წმე­ნა და მყის სა­მო­თხე მო­ი­პო­ვა, ხოლო იგი ურ­წმუ­ნო­ე­ბი­თა და­ე­ცა და წარ­წყმდა".

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

დღეს მირქმაა - რა უნდა იცოდეს მორწმუნებ დღესასწაულის შესახებ

დღეს მირქმაა - რა უნდა იცოდეს მორწმუნებ დღესასწაულის შესახებ

2(15) თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამ დღესასწაულზე ეკლესია მოიხსენიებს უმნიშვნელოვანეს მოვლენას მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრებიდან. "აღმოიყვანეს ყრმა იგი იერუსალიმად, წარდგინებად წინაშე უფლისა, ვითარცა წერილ-არს სჯულსა უფლისასა" (ლუკა 2,22-23). შობიდან მეორმოცე დღეს ყრმა იესო იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მოსეს სჯულის მიხედვით, როცა დედაკაცი მამრობითი სქესის ყრმას შობდა, ორმოცი დღის შემდეგ ჰქონდა ტაძარში შესვლის უფლება. საშოს გამხსნელი ყოველი წული უფლის წმიდად იწოდებოდა და ოჯახი ასეთ შემთხვევაში ვალდებული იყო, შესაწირავი მიერთმია ღვთისთვის. ღარიბი ოჯახისთვის დადგენილი იყო ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი.

ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა უფალს სამადლობელი და განსაწმენდელი მსხვერპლი შესწირეს - ორი ხუნდი მტრედისა. თუმცა ყოვლადწმინდა ქალწულს - დედას ღვთისას არ სჭირდებოდა განწმენდა, რადგან ქორწინების გამოუცდელად შვა წყარო სიწმინდისა, მაგრამ თავისი ღრმა სიმდაბლით რჯულის განწესებას მაინც დაემორჩილა.

იმ ხანებში იერუსალიმში ცხოვრობდა მართალი მოხუცი სვიმეონი. გადმოცემის მიხედვით, იგი იყო ერთ-ერთი სამოცდაათთაგანი, რომლებიც ძველი აღთქმის წიგნებს ებრაულიდან ბერძნულად თარგმნიდნენ. სვიმეონი თარგმნისას დააეჭვა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებმა - მაცხოვარი ქალწულისგან იშვებაო. ჩათვალა, რომ სიტყვა "ქალწული" შეცდომით ეწერა და მოინდომა მისი შეცვლა "ქალით", მაგრამ ამ დროს ღმერთმა მას ანგელოზის პირით აუწყა, რომ მანამ არ აღესრულებოდა, სანამ ქალწულისაგან შობილ ქრისტეს საკუთარი თვალით არ ნახავდა. მართალი სვიმეონიც სასოებით მოელოდა აღთქმული მესიის მოსვლას.

ღვთის შთაგონებით, მოხუცი ტაძარში იმ დროს მივიდა, როცა იქ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და მართალმა იოსებმა ყრმა იესო მიიყვანეს, რათა რჯულით დადგენილი წესი აღესრულებინათ. სვიმეონმა ხელში აიყვანა ღვთაებრივი ყრმა, აკურთხა ღმერთი და წინასწარმეტყველური სიტყვები წარმოთქვა ქვეყნის მაცხოვარზე: "აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა" (ლუკა 2,29-32).

ამ საოცარი სიტყვების შესახებ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) წერს: "იგივე სიტყვები უნდა წარსთქვას ყოველმა ქრისტიანმა კაცმა, როდესაც მოიწევა დღე მისი აღსასრულისა. თუ ღმერთმა შენ, ძმაო, მოგცა ქვეყანასა ზედა გრძელი და შვიდობიანი ცხოვრება, თუ შენ გიყვარდა ღმერთი და, რაოდენიც ძალ-გედვა, ემსახურე მას, აღასრულე ქვეყანასა ზედა სულიერი შენი მოვალეობა, კეთილს საქმეს იქმოდი და მით ადიდებდი ღმერთს შეძლებისდაგვარად შენისა, მაშასადამე, შენც გინახავს მაცხოვარება ღვთისა არანაკლებად, ვიდრეღა სვიმეონს მართალსა. მან მხოლოდ ჩვილი იესო იხილა, შენ კი სულიერითა თვალითა და სარწმუნოებითა გიხილავს იესო ქრისტე, აღმასრულებელი ჩვენისა ცხოვრებისა, ჯვარცმული, აღდგომილი მკვდრეთით, თვით მისი სისხლი და ხორცი მიგიღია. მაშ შენც, როდესაც მოიწიოს ჟამი შენის აღსასრულისა, არ შეგეშინდეს, არამედ თამამად წარსთქვი სასოებითა, მშვიდობიანითა გულითა: აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, მშვიდობით".

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მართალმა სვიმეონმა უწინასწარმეტყველა: "აჰა ესერა ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის... და თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი, რათა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი" (ლუკა 2,34-35).

"დაცემულებში" ქრისტესადმი ურწმუნონი მოიაზრებიან, "აღდგენილებში" - მორწმუნენი. წმინდა ტიმოთე იერუსალიმელი წერს: "არა თუ სვიმეონ თვისითა გონებითა, არამედ უწყებითა სულისა წმიდისათა ეტყოდა ქალწულსა მას უფლისთვის: დაცემად უწმუნოთათვის იტყოდა და აღდგომად - მორწმუნეთათვის... რამეთუ დაეცა იუდა და აღდგა მატათა; დაცემა მარცხენითისა მის ავაზაკისა და აღდგომა მარჯვენითისა მის, რამეთუ ჰრწმენა და მყის სამოთხე მოიპოვა, ხოლო იგი ურწმუნოებითა დაეცა და წარწყმდა".

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია