პარტნიორები:

    რომ არა ცოლის ცივი ხასიათი, ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა

    რომ არა ცოლის ცივი ხასიათი, ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა

    ჟურნალ "გზაში" დაიბეჭდა სტატია რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიაზე: 27 წლის დათო ქურდაძემ ცოლისა და სიდედრის თვალწინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

    დათომ წელიწად-ნახევრის წინ შექმნა ოჯახი, მერი გოგია შეირთო ცოლად, მაგრამ ისინი ერთად დიდხანს არ ყოფილან, მერი მშობლებთან დაბრუნდა. ამის მიზეზად გოგოს ოჯახი დედამთილთან უთანხმოებას ასახელებს. ამბობენ, რომ ცოლ-ქმარს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და დათო ვერაფრით ეგუებოდა დაშორებას. ხშირად მიდიოდა ცოლთან და შერიგებას სთხოვდა. მომხდარ ტრაგედიაზე ჩვენ მაშინ გარდაცვლილის სიდედრსა და ცოლისდას ვესაუბრეთ, რომელთა თვალწინაც ეს ტრაგედია დატრიალდა. დათო დაკრძალული არ იყო და ამიტომ შვილმკვდარ დედასთან გასაუბრება ვერ შევძელით. დათოს დედა, ლალი ფცქიალაძე თავად გამოგვეხმაურა. მან კატეგორიულად უარყო რძალთან უთანხმოება.

    ლალი ფცქიალაძე:

    - ტრაგედიის წინა ღამეს, 3 საათზე დათომ დამირეკა და მითხრა: დედა, ყველანი ძალიან მიყვარხართ, მაგრამ თავი თუ მოვიკალი, გთხოვ, მეკოს ოჯახს არ დააბრალოო. - რას ამბობ შვილო, არ შემშალო ჭკუიდან, რატომ უნდა მოიკლა თავი-მეთქი? ამ სიტყვების თქმა მოვასწარი და ტელეფონი გამითიშა. მაშინვე დავურეკე დათოს ცოლს, - შენთან ხომ არ არის, ასეთი რამე მითხრა-მეთქი. მიპასუხა, - დაბადების დღეზე ვიყავი, იქ ვნახე ცოტა ხნით დათო, ახლა სახლში ვარ და გადავურეკავო. მერე დამირეკა, - არ მპასუხობსო. არც ჩემს ზარს პასუხობდა ჩემი შვილი. მაშინვე გავიქეცი მის მეგობართან, - მიშველე-მეთქი. ყველგან ვეძებდით მთელი ღამე, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ. უბნის ბიჭებმა დამამშვიდეს, - ასეთ რამეს დათო არ გააკეთებსო. პოლიციაში არ განმიცხადებია, რადგან მითხრეს, 24 საათის მერე დაიწყებს პოლიცია ძებნასო. დილის 7 საათზე შემოვედი სახლში. პერიოდულად ირთვებოდა მისი ტელეფონი და ისევ ითიშებოდა. აშკარად, ვიღაცას ელაპარაკებოდა. ამით გულს ვიმშვიდებდი. ვფიქრობდი, რომ სახლში მოვიდოდა. მეორე დღეს ეს საშინელება გავიგე. აზრად არ მომსვლია მისი ცოლის სახლში მივსულიყავი. ის გაფრთხილებული მყავდა და ვიფიქრე, თუ მასთან გამოჩნდებოდა, დამირეკავდა. დათო ბოლო დღეებში ძალიან დარდობდა რაღაცას, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ საუბრობდა. ერთ საღამოს მითხრა: - დედა, ვნერვიულობ, არ ვარ ისეთი, რომ მისი დავიწყება შევძლო, ძალიან ცუდად ვარო.

    ეს გოგო სახლიდან ელემენტარული რაღაცის გამო წავიდა: ბაზრიდან დატვირთული ჩანთებით მოვდიოდი, რძალს დავურეკე, - ბარგი მომაქვს და შემომეგებე-მეთქი. მითხრა, - დაქალთან ვარო. - დამალაპარაკე ელენე-მეთქი (ის მათი მეჯვარე იყო). ელენეს ოჯახს წლებია, ვიცნობ. ვუთხარი ელენეს, - შენ რატომ არ მოდიხარ ჩვენთან, ცუდად ხომ არ გხვდებით-მეთქი? - ცუდად ვიყავი და იმიტომ მოვიდა ჩემთან მეკოო. - ჩვენთან მოსულიყავი და მე მოგხედავდი-მეთქი. ის მარტო ცხოვრობს, ძმასთან ერთად, რადგან დედა საზღვარგარეთ ჰყავს. მერიკოს ხმა გავიგე ამ დროს, - გაუთიშე ტელეფონი, რას უხსნი ამდენსო? ეს არ მესიამოვნა და ტელეფონი გავთიშე. მერე ისევ დავურეკე მეკოს, - ელენეს საყვედური არ უთხრა, შენ ოჯახი გაქვს, აქეთ მოვიდეს, წარამარა იქით რომ გეძახიან, ოჯახს ხომ უნდა მიეჩვიო-მეთქი? ტონი არ ამიწევია, ისე ვესაუბრე. სულ გარეთ იყო, სახლში ვერ ჩერდებოდა. საღამოს სახლში რომ არ მოვიდა, დავურეკე, - სად ხარ-მეთქი? მითხრა, - ასე გადავწყვიტე, არ მოვალო. - იყავი რამდენ ხანსაც გინდა შენებთან, ოღონდ კარგად დაფიქრდი-მეთქი.

    2 კვირაზე მეტი ისე გავიდა, არ გამოჩნდა. ისევ დავურეკე. ისევ მითხრა, - არ მოვდივარო. დათოს თავიდან ეგონა, მე გავანაწყენე, მაგრამ მერე მიხვდა, რომ მისთვის ზედმეტი არაფერი მითქვამს. ჩემს რძალს ვუთხარი, - ვინც ყველაზე ახლობლად მიგაჩნია, იმათ მოუყევი ყველაფერი და ისინი გირჩევენ-მეთქი. - ჩემს საქმეში არავის ჩავრევ, ეს გადაწყვეტილება მივიღეო.  განაგრძეთ კითხვა

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია