პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამაზ დევაძის სარფში, ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სრული სიცრუეა"
"რამაზ დევაძის სარფში, ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სრული სიცრუეა"

შსს-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი რუს­თა­ვი 2-ის გა­და­ცე­მა "გან­სხვა­ვე­ბულ აქ­ცენ­ტებ­ში" გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას პო­ლი­ცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ად აფა­სებს.

ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი "ფესს­ბუ­ქის" გვერ­დზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ "გან­სხვა­ვე­ბულ აქ­ცენ­ტებ­ში" გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­აა, თით­ქოს პო­ლი­ცი­ე­ლის თა­რაშ მუ­კბა­ნი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა რა­მაზ დე­ვა­ძემ სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თა და პო­ლი­ცი­ამ ის მხო­ლოდ სარფში, ნე­იტ­რა­ლურ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლის შემ­დეგ და­ა­კა­ვა, არის სრუ­ლი სიც­რუე და და­უ­სა­ბუ­თე­ბელ ჭო­რებ­ზე აგე­ბუ­ლი ტყუ­ი­ლი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ პო­ლი­ცი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

"ეს რომ ასეა, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შეგ­ვიძ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაჩ­ვე­ნოთ, გა­და­ცე­მის ავ­ტო­რებს კი სი­მარ­თლის დად­გე­ნა რომ ნდო­მო­დათ, მი­ნი­მუმ კი­თხვით მა­ინც მოგ­ვმარ­თავ­დნენ შსს-ს, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში მათ­თვის სა­მი­ნის­ტროს პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა, ალ­ბათ, მომ­გე­ბი­ა­ნი არ იქ­ნე­ბო­და.

გა­და­ცე­მის ავ­ტო­რი ამ­ბობს, რომ დე­ვა­ძე მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის შემ­დეგ ბა­თუ­მი­დან სარფში ჩა­ვი­და და ნე­იტ­რა­ლურ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლა მო­ა­ხერ­ხა, იმი­ტომ, რომ მისი და­კა­ვე­ბის ნება არ არ­სე­ბობ­და. ჩვენ გთა­ვა­ზობთ სარფში ვი­დე­ოთ­ვა­ლის მიერ გა­და­ღე­ბულ იმ კად­რებს და შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენტს, სა­დაც სა­პი­რის­პი­რო მტკიც­დე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, 27 დე­კემ­ბერს, ბა­თუ­მის კლუბ­ში მომ­ხდა­რი­დან სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, როცა ჯერ კი­დევ მხო­ლოდ სა­ვა­რა­უ­დოდ იყო ცნო­ბი­ლი, რომ თა­რაშ მუ­კბა­ნი­ანს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა რა­მაზ დე­ვა­ძემ მი­ა­ყე­ნა, რად­გან მისი ძებ­ნი­ლად გა­მო­ცხა­დე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ პრო­ცე­დუ­რას დრო და­ჭირ­დე­ბო­და და ამ დროს კი შე­იძ­ლე­ბო­და მას უკვე ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბაც მო­ეს­წრო, სარ­ფის სა­ბა­ჟო გამ­შვე­ბი პუნ­ქტის ცვლის უფ­როსს ტე­ლე­ფო­ნით მი­ა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ თუ დე­ვა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბას და­ა­პი­რებ­და, შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა.

რო­გორც მერე გა­ირ­კვა, დე­ვა­ძე სარფში და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუთ­ში ჩა­ვი­და. ზუს­ტად იმ დროს როცა ცვლის უფ­როსს ტე­ლე­ფო­ნით ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდიდ­ნენ, დე­ვა­ძე სარ­ფის სა­ბა­ჟო გამ­შვე­ბი პუნ­ქტის სა­პას­პორ­ტო კონ­ტრო­ლის რიგ­ში დად­გა. ამ დროს კი ის ცვლის უფ­როს­მა და­ა­ფიქ­სი­რა, ოპე­რა­ტი­უ­ლად მი­ვი­და მე­სა­ზღვრე-კონ­ტრო­ლი­ორ­თან, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე წა­მით ადრე დე­ვა­ძეს პას­პორ­ტი გა­მო­არ­თვა და მისი შე­მოწ­მე­ბა "სა­პას­პორ­ტო რი­დერ­ზე" და­ი­წყო. ცვლის უფ­როს­მა კონ­ტრო­ლი­ორს მა­შინ­ვე მის­ცა მი­თი­თე­ბა, რომ დე­ვა­ძე შე­ე­ყოვ­ნე­ბი­ნა, შემ­დეგ კი სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა­ზე უარი ეთ­ქვა, თვი­თონ კი ჯი­ხუ­რი­დან გა­მო­ვი­და და უკვე პატ­რულ-ინ­სპექ­ტორ­თან ერ­თად დაბ­რუნ­და. კად­რებ­ში კარ­გად ჩანს რო­გორ მი­დის ის დე­ვა­ძეს­თან და შემ­დეგ დარ­ბა­ზი­დან გა­ყავს. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ვხე­დავთ, რომ დე­ვა­ძის შე­ჩე­რე­ბა და შემ­დგომ და­კა­ვე­ბა არა სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის შემ­დგომ ან ნე­იტ­რა­ლურ ზო­ნა­ში, რო­გორც ეს გა­და­ცე­მა­ში ით­ქვა, არა­მედ სა­პას­პორ­ტო კონ­ტრო­ლის გავ­ლი­სას მოხ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზღვრის კვე­თას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ამო­ნა­წერს, ჟურ­ნა­ლის­ტებს რომ ნდო­მო­დათ რე­ა­ლო­ბის ჩვე­ნე­ბა მა­ყუ­რებ­ლე­ბის­თვის იმა­საც აჩ­ვე­ნებ­დნენ, რომ ამ დო­კუ­მენ­ტის შე­სა­ბა­მის გრა­ფა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია რომ დე­ვა­ძეს 2014 წლის 27 დე­კემ­ბერს სა­ზღვრის კვე­თა­ზე უარი ეთ­ქვა. ამის და­სა­დას­ტუ­რებ­ლა­დაც გთა­ვა­ზობთ დო­კუ­მენტს.

ვფიქ­რობთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლის თა­რაშ მუ­კბა­ნი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი დე­ვა­ძე პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ცხელ კვალ­ზე და ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ა­კა­ვეს, ისე, რომ მან ვერ მო­ა­ხერ­ხა ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვა კი არა, ფე­ხის გა­დად­გმაც კი სა­ზღვრის იქით. და­კა­ვე­ბის შემ­დეგ სა­სა­მარ­თლომ მას აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და და ის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

გა­და­ცე­მა­ში მოყ­ვა­ნი­ლი სხვა და­ნარ­ჩე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბიც ისე­ვე რო­გორც დე­ვა­ძის მიერ სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა, არის ასე­ვე გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი, აგე­ბუ­ლია ჭო­რებ­ზე და სრუ­ლე­ბით არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. კი­დევ ერთხელ ხაზს ვუს­ვამთ, რომ გა­და­ცე­მა­ში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი არც ერთი ინ­ფორ­მა­ცი­ის სის­წო­რე გა­და­ცე­მის ავ­ტორს სა­მი­ნის­ტრო­ში არ გა­და­უ­მოწ­მე­ბია", - ნათ­ქვა­მია ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი ვი­დე­ო­მა­სა­ლა­საც ავ­რცე­ლებს.

"რამაზ დევაძის სარფში, ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სრული სიცრუეა"

"რამაზ დევაძის სარფში, ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სრული სიცრუეა"

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი რუსთავი 2-ის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გავრცელებულ ინფორმაციას პოლიციის დისკრედიტაციად აფასებს.

ნინო გიორგობიანი "ფესსბუქის" გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ "განსხვავებულ აქცენტებში" გავრცელებულ ინფორმაციაა, თითქოს პოლიციელის თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა რამაზ დევაძემ საზღვარი გადაკვეთა და პოლიციამ ის მხოლოდ სარფში, ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ დააკავა, არის სრული სიცრუე და დაუსაბუთებელ ჭორებზე აგებული ტყუილი, რომელიც მხოლოდ პოლიციის დისკრედიტაციას ემსახურება.

"ეს რომ ასეა, ძალიან მარტივად შეგვიძლია საზოგადოებას ვაჩვენოთ, გადაცემის ავტორებს კი სიმართლის დადგენა რომ ნდომოდათ, მინიმუმ კითხვით მაინც მოგვმართავდნენ შსს-ს, თუმცა ამ შემთხვევაში მათთვის სამინისტროს პოზიციის დაფიქსირება, ალბათ, მომგებიანი არ იქნებოდა.

გადაცემის ავტორი ამბობს, რომ დევაძე მკვლელობის ჩადენის შემდეგ ბათუმიდან სარფში ჩავიდა და ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასვლა მოახერხა, იმიტომ, რომ მისი დაკავების ნება არ არსებობდა. ჩვენ გთავაზობთ სარფში ვიდეოთვალის მიერ გადაღებულ იმ კადრებს და შესაბამის დოკუმენტს, სადაც საპირისპირო მტკიცდება. სინამდვილეში, 27 დეკემბერს, ბათუმის კლუბში მომხდარიდან სულ რაღაც რამდენიმე წუთში, როცა ჯერ კიდევ მხოლოდ სავარაუდოდ იყო ცნობილი, რომ თარაშ მუკბანიანს სასიკვდილო ჭრილობა რამაზ დევაძემ მიაყენა, რადგან მისი ძებნილად გამოცხადების ოფიციალურ პროცედურას დრო დაჭირდებოდა და ამ დროს კი შეიძლებოდა მას უკვე ქვეყნის დატოვებაც მოესწრო, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსს ტელეფონით მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თუ დევაძე საქართველოს დატოვებას დააპირებდა, შეეჩერებინა.

როგორც მერე გაირკვა, დევაძე სარფში დაახლოებით 15 წუთში ჩავიდა. ზუსტად იმ დროს როცა ცვლის უფროსს ტელეფონით ინფორმაციას აწვდიდნენ, დევაძე სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის საპასპორტო კონტროლის რიგში დადგა. ამ დროს კი ის ცვლის უფროსმა დააფიქსირა, ოპერატიულად მივიდა მესაზღვრე-კონტროლიორთან, რომელმაც რამდენიმე წამით ადრე დევაძეს პასპორტი გამოართვა და მისი შემოწმება "საპასპორტო რიდერზე" დაიწყო. ცვლის უფროსმა კონტროლიორს მაშინვე მისცა მითითება, რომ დევაძე შეეყოვნებინა, შემდეგ კი საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვა, თვითონ კი ჯიხურიდან გამოვიდა და უკვე პატრულ-ინსპექტორთან ერთად დაბრუნდა. კადრებში კარგად ჩანს როგორ მიდის ის დევაძესთან და შემდეგ დარბაზიდან გაყავს. შესაბამისად, ყველა ვხედავთ, რომ დევაძის შეჩერება და შემდგომ დაკავება არა საზღვრის გადაკვეთის შემდგომ ან ნეიტრალურ ზონაში, როგორც ეს გადაცემაში ითქვა, არამედ საპასპორტო კონტროლის გავლისას მოხდა.

რაც შეეხება საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ ამონაწერს, ჟურნალისტებს რომ ნდომოდათ რეალობის ჩვენება მაყურებლებისთვის იმასაც აჩვენებდნენ, რომ ამ დოკუმენტის შესაბამის გრაფაში მითითებულია რომ დევაძეს 2014 წლის 27 დეკემბერს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვა. ამის დასადასტურებლადაც გთავაზობთ დოკუმენტს.

ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ პოლიციის თანამშრომლის თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებული დევაძე პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე და ოპერატიულად დააკავეს, ისე, რომ მან ვერ მოახერხა ქვეყნიდან გაქცევა კი არა, ფეხის გადადგმაც კი საზღვრის იქით. დაკავების შემდეგ სასამართლომ მას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა და ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

გადაცემაში მოყვანილი სხვა დანარჩენი ინფორმაციებიც ისევე როგორც დევაძის მიერ საზღვრის გადაკვეთა, არის ასევე გადაუმოწმებელი, აგებულია ჭორებზე და სრულებით არ შეესაბამება სიმართლეს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ გადაცემაში გაჟღერებული არც ერთი ინფორმაციის სისწორე გადაცემის ავტორს სამინისტროში არ გადაუმოწმებია", - ნათქვამია ნინო გიორგობიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ნინო გიორგობიანი ვიდეომასალასაც ავრცელებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ