პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოცდილება და თუ გნებავთ, განათლებაც გვაკლია" - ივანიშვილი ეკონომიკასა და ლარის კურსზე
"გამოცდილება და თუ გნებავთ, განათლებაც გვაკლია" - ივანიშვილი ეკონომიკასა და ლარის კურსზე

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ლა­რის კურსთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი სა­გა­რეო და ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი და არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სი­სუს­ტით. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ა­კე­თა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეროვ­ნულ­მა ბან­კმა დრო­უ­ლად გა­ა­კე­თა ინ­ტერ­ვენ­ცია და ეს არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა იმას, რომ ლარი ჯან­სა­ღად რე­ა­გი­რებს პრო­ცე­სებ­ზე.

"ჩვენ ძა­ლი­ან სუს­ტი ეკო­ნო­მი­კა გვაქვს, 10-ჯერ და 15-ჯერ ნაკ­ლე­ბია ევ­რო­პის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კა­ზე, სუს­ტი ეკო­ნო­მი­კის პი­რო­ბებ­ში ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ზე ნე­ბის­მი­ე­რი სა­გა­რეო მოვ­ლე­ნა ახ­დენს გავ­ლე­ნას – რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი მძაფ­რი სი­ტუ­ა­ცია მაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში. დო­ლა­რი გამ­ყარ­და გლო­ბა­ლურ ეკო­ნო­მი­კა­ში, უკ­რა­ი­ნა­ში და რუ­სეთ­ში რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ექ­სპორ­ტი შემ­ცირ­და, შემ­ცირ­და ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ გად­მო­რი­ცხუ­ლი თან­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა (მათ გა­უ­ჭირ­დათ იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც არი­ან), შემ­ცირ­და ტუ­რიზ­მი. ამას ორი მი­ზე­ზი აქვს – ზო­გა­დად რე­გი­ონ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი დაღ­მას­ვლა ტუ­რიზმს ამ­ცი­რებს, მე­ო­რეც, ვფიქ­რობ, თა­ვის დრო­ზე შეც­დო­მა და­უშ­ვა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, რო­მელ­მაც ბევრ ქვე­ყა­ნას­თან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­აზ­რებ­ლად გა­ამ­კაც­რა სა­ვი­ზო რე­ჟი­მი", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ადრე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ ბანკთან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას კონ­სულ­ტან­ტე­ბი უნდა აიყ­ვა­ნოს, ივა­ნიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ ეს სი­ტყვე­ბი უკან არ მი­აქვს.

"დღე­საც ვი­მე­ო­რებ: კრე­დიტს პენ­სი­ო­ნე­რი იღებს თუ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, ვა­ლუ­ტის ცვლი­ლე­ბა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ცალ­კე სპე­ცი­ა­ლო­ბაა. სპე­ცი­ა­ლის­ტის და­ქი­რა­ვე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი სა­წყე­ნი არ არის, მე ვი­გუ­ლის­ხმე, რომ ბან­კის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან, პენ­სი­ო­ნერს თუ ბიზ­ნეს­მენს, რო­მე­ლიც მათ­თან იპო­თე­კუ­რი სეს­ხის გა­მო­სა­ტა­ნად მი­დის, რის­კე­ბი დე­ტა­ლუ­რად გა­ნუ­მარ­ტონ. იპო­თე­კით და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დიდი ნა­წი­ლი ბან­კში სახ­ლს მარ­ტი­ვად დებ­და და კრე­დიტს იღებ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, როცა სა­კი­თხი სახ­ლის გა­ყიდ­ვამ­დე მი­დი­ო­და, შოკ­ში ვარ­დე­ბო­და. ასე­თი რის­კე­ბი თავ­ში­ვე გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი არ ჰქონ­დათ. რა თქმა უნდა, აქაც გა­მოც­დი­ლე­ბა და თუ გნე­ბავთ, გა­ნათ­ლე­ბაც გვაკ­ლია", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია "კვი­რის პა­ლიტ­რის" 16 თე­ბერ­ვლის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"გამოცდილება და თუ გნებავთ, განათლებაც გვაკლია" - ივანიშვილი ეკონომიკასა და ლარის კურსზე

"გამოცდილება და თუ გნებავთ, განათლებაც გვაკლია" - ივანიშვილი ეკონომიკასა და ლარის კურსზე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებული პროცესები საგარეო და ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული და არა ხელისუფლების სისუსტით. აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

მისივე ინფორმაციით, ეროვნულმა ბანკმა დროულად გააკეთა ინტერვენცია და ეს არ ეწინააღმდეგება იმას, რომ ლარი ჯანსაღად რეაგირებს პროცესებზე.

"ჩვენ ძალიან სუსტი ეკონომიკა გვაქვს, 10-ჯერ და 15-ჯერ ნაკლებია ევროპის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაზე, სუსტი ეკონომიკის პირობებში ეროვნულ ვალუტაზე ნებისმიერი საგარეო მოვლენა ახდენს გავლენას – რეგიონში არსებული მძაფრი სიტუაცია მაქვს მხედველობაში. დოლარი გამყარდა გლობალურ ეკონომიკაში, უკრაინაში და რუსეთში რთული მდგომარეობაა, ექსპორტი შემცირდა, შემცირდა ჩვენი თანამოქალაქეების მიერ გადმორიცხული თანხების რაოდენობა (მათ გაუჭირდათ იმ ქვეყნებში, სადაც არიან), შემცირდა ტურიზმი. ამას ორი მიზეზი აქვს – ზოგადად რეგიონში ეკონომიკური დაღმასვლა ტურიზმს ამცირებს, მეორეც, ვფიქრობ, თავის დროზე შეცდომა დაუშვა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც ბევრ ქვეყანასთან აბსოლუტურად გაუაზრებლად გაამკაცრა სავიზო რეჟიმი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება, ბიძინა ივანიშვილის ადრე გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ მოსახლეობამ ბანკთან ურთიერთობისას კონსულტანტები უნდა აიყვანოს, ივანიშვილი განმარტავს, რომ ეს სიტყვები უკან არ მიაქვს.

"დღესაც ვიმეორებ: კრედიტს პენსიონერი იღებს თუ პროფესიონალი ბიზნესმენი, ვალუტის ცვლილება და მასთან დაკავშირებული მოვლენები ცალკე სპეციალობაა. სპეციალისტის დაქირავებაზე საუბარი საწყენი არ არის, მე ვიგულისხმე, რომ ბანკის სპეციალისტები ვალდებულნი არიან, პენსიონერს თუ ბიზნესმენს, რომელიც მათთან იპოთეკური სესხის გამოსატანად მიდის, რისკები დეტალურად განუმარტონ. იპოთეკით დაზარალებულთა დიდი ნაწილი ბანკში სახლს მარტივად დებდა და კრედიტს იღებდა, თუმცა მოგვიანებით, როცა საკითხი სახლის გაყიდვამდე მიდიოდა, შოკში ვარდებოდა. ასეთი რისკები თავშივე გაცნობიერებული არ ჰქონდათ. რა თქმა უნდა, აქაც გამოცდილება და თუ გნებავთ, განათლებაც გვაკლია", - განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სრული ვერსია "კვირის პალიტრის" 16 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა