პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი კონგრესმენი ინტერპოლს მოუწოდებს, სააკაშვილის საერთაშორისო ძებნასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს
ამერიკელი კონგრესმენი ინტერპოლს მოუწოდებს, სააკაშვილის საერთაშორისო ძებნასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს

ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის პრე­ზი­დენ­ტი, ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნი მა­იკლ ტერ­ნე­რი და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ელ­მარ ბრო­კი ინ­ტერ­პოლს მო­უ­წო­დე­ბენ, არ დაკ­მა­ყო­ფილ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მათ მი­მარ­თვას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ოთო კა­ხი­ძე ავ­რცე­ლებს.

ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ მა­იკლ ტერ­ნე­რი, ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ას­თან ერ­თად, თავ­მჯდო­მა­რე­ობს აშშ-ის კონ­გრე­სის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ტაქ­ტი­კუ­რი სა­ჰა­ე­რო და სახ­მე­ლე­თო ქვე­კო­მი­ტეტს.

"პა­ტივ­ცე­მუ­ლო გე­ნე­რა­ლუ­რო მდი­ვა­ნო, მე გწერთ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ მოგ­მარ­თათ ინ­ტერ­პოლს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნის თხოვ­ნით.

ინ­ტერ­პო­ლი, რო­გორც მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი სა­პო­ლი­ციო ორ­გა­ნი­ზა­ცია, თა­მა­შობს მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს, რათა და­ცულ იქ­ნას კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნი პრო­ცე­სის შე­მად­გე­ნე­ლი ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბა და გან­მტკიც­დეს მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბი. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ინ­ტერ­პო­ლის კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე­სა­მე მუხ­ლი ეძღვნე­ბა სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ პრინ­ცი­პებს და მკაც­რად უკ­რძა­ლავს თქვენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, ჩა­ერ­თოს იმ საქ­მე­ებ­ში, რო­მელ­თაც აქვთ პო­ლი­ტი­კუ­რი, სამ­ხედ­რო, რე­ლი­გი­უ­რი და რა­სობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი.

სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის თა­ო­ბა­ზე მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, აგ­რეთ­ვე ეუთო-ს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის 2014 წლის დე­კემ­ბრის ან­გა­რი­შის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვში­შობ, რომ მო­თხოვ­ნამ - ინ­ტერ­პოლ­მა მი­ი­ღოს გარ­კვე­უ­ლი ზო­მე­ბი პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბის გან­მტკი­ცე­ბის ნაც­ვლად, შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს მათ­გან გა­დახ­ვე­ვა. მე გან­ვაგ­რძობ ამ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის მო­ნი­ტო­რინგს და გთხოვთ, ჩა­მა­ყე­ნოთ საქ­მის კურ­სში მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ირ­გვლივ.

პა­ტი­ვის­ცე­მით, მა­იკლ რ. ტერ­ნე­რი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ოთარ კა­ხი­ძის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ თარ­გმან­ში, რო­მე­ლიც ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, მა­იკლ ტერ­ნე­რის ინ­ტერ­პო­ლი­სად­მი მი­მარ­თვის მი­ხედ­ვით მომ­ზად­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ამერიკელი კონგრესმენი ინტერპოლს მოუწოდებს, სააკაშვილის საერთაშორისო ძებნასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს

ამერიკელი კონგრესმენი ინტერპოლს მოუწოდებს, სააკაშვილის საერთაშორისო ძებნასთან დაკავშირებით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ამერიკელი კონგრესმენი მაიკლ ტერნერი და ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი ინტერპოლს მოუწოდებენ, არ დაკმაყოფილდეს საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნასთან დაკავშირებით. მათ მიმართვას სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ოთო კახიძე ავრცელებს.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ მაიკლ ტერნერი, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად, თავმჯდომარეობს აშშ-ის კონგრესის შეიარაღებული ძალების ტაქტიკური საჰაერო და სახმელეთო ქვეკომიტეტს.

"პატივცემულო გენერალურო მდივანო, მე გწერთ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პროკურატურამ მოგმართათ ინტერპოლს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის თხოვნით.

ინტერპოლი, როგორც მსოფლიოს უდიდესი საპოლიციო ორგანიზაცია, თამაშობს მნიშვნელოვან როლს, რათა დაცულ იქნას კანონის უზენაესობა, სამართლიანი პროცესის შემადგენელი ფუნდამენტური უფლება და განმტკიცდეს მიუკერძოებელი მართლმსაჯულების პრინციპები. როგორც მოგეხსენებათ, ინტერპოლის კონსტიტუციის მესამე მუხლი ეძღვნება სწორედ აღნიშნულ პრინციპებს და მკაცრად უკრძალავს თქვენ ორგანიზაციას, ჩაერთოს იმ საქმეებში, რომელთაც აქვთ პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური და რასობრივი ხასიათი.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობის თაობაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აგრეთვე ეუთო-ს სასამართლო პროცესების მონიტორინგის 2014 წლის დეკემბრის ანგარიშის გათვალისწინებით, ვშიშობ, რომ მოთხოვნამ - ინტერპოლმა მიიღოს გარკვეული ზომები პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში, მართლმსაჯულების პრინციპების განმტკიცების ნაცვლად, შესაძლოა გამოიწვიოს მათგან გადახვევა. მე განვაგრძობ ამ შემაშფოთებელი სიტუაციის მონიტორინგს და გთხოვთ, ჩამაყენოთ საქმის კურსში მოვლენების განვითარების ირგვლივ.

პატივისცემით, მაიკლ რ. ტერნერი", - აღნიშნულია ოთარ კახიძის მიერ გამოქვეყნებულ თარგმანში, რომელიც ადვოკატის განცხადებით, მაიკლ ტერნერის ინტერპოლისადმი მიმართვის მიხედვით მომზადდა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა