მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მეცნიერება
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუ დამიობლებ და გამიმწარებ შვილებს, დედა ხომ შენც გეყოლება? - გამომძიებლის ჩანაწერები
ნუ დამიობლებ და გამიმწარებ შვილებს, დედა ხომ შენც გეყოლება? - გამომძიებლის ჩანაწერები

ნუ და­მი­ობ­ლებ და გა­მიმ­წა­რებ შვი­ლებს, დედა ხომ შენც გე­ყო­ლე­ბა? - და­იკ­ვნე­სა ნი­ნამ და სწო­რედ ამ დროს გა­ის­მა გას­რო­ლა, ტყვია მხარ­ში ეტა­კა და გონი და­კარ­გა... კაც­მა ისევ გა­და­ტე­ნა ია­რა­ღი, მაგ­რამ ბოლო მო­მენ­ტში ჰა­ერ­ში გა­ის­რო­ლა და სა­ნამ კი­ბეს ჩა­ირ­ბენ­და, ბოძს მი­არ­ტყა თავი.

გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქი­ვი­დან:

გა­მომ­ძი­ებ­ლის ჩა­ნა­წე­რე­ბი

- ახლა იმ­დრო­ინ­დელ შემ­თხვე­ვას გი­ამ­ბობთ, როცა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი რა­ი­ო­ნის გა­მომ­ძი­ებ­ლად ვმუ­შა­ობ­დი! - კი­დევ ერთ ამ­ბავს იხ­სე­ნებს ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა მეტ­რე­ვე­ლი.

...ის რა­ი­ო­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლად მდი­და­რია. შე­მოდ­გო­მო­ბით იმ­დე­ნი ციტ­რუ­სი თუ თხი­ლი გაჰ­ქონ­და ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას რუ­სეთ­ში, მარ­ტო ერთი სე­ზო­ნის შე­მო­სავ­ლით იშე­ნებ­დნენ ახალ სახ­ლებს. იმ­ხა­ნად ძალ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა "ვოლ­გა" გაზ-24-იც ბევ­რს ჰყავ­და. თუმ­ცა, გარ­და კე­თილ­დღე­ო­ბი­სა, რა­ი­ო­ნი ძარ­ცვა-ყა­ჩა­ღო­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­დე­ნი გა­უხ­სნე­ლი ძარ­ცვის საქ­მე დაგ­ვიგ­როვ­და, რამ­დე­ნი­მე­ჯერ დაგ­ვი­ბა­რეს დე­და­ქა­ლაქ­ში და კარ­გს რომ არა­ფერს გვე­ტყოდ­ნენ, მიხ­ვდე­ბით ალ­ბათ.

ოჯა­ხის და­სა­ყა­ჩა­ღებ­ლად მი­სუ­ლე­ბი, მარ­თა­ლია, აღა­რა­ფერ­ზე იხევ­დნენ უკან ფუ­ლი­სა და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბის მი­სა­ღე­ბად, მაგ­რამ მკვლე­ლო­ბას ერი­დე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა კი რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა სიკ­ვდი­ლით დამ­თავ­რდა.

პირ­ვე­ლი 69 წლის საშა დი­ხა­მინ­ჯია (გვარ-სა­ხე­ლი აქაც და შემ­დგომ­შიც შეც­ვლი­ლია) და­ი­ღუ­პა, როცა ყა­ჩა­ღებ­მა ია­რა­ღის მუ­ქა­რით შვი­ლის მი­ბა­რე­ბუ­ლი ათი ათა­სი მა­ნე­თი და ოქ­რო­უ­ლო­ბა გა­მო­ა­ჩე­ნი­ნეს. ის და მისი ცოლი სა­წოლ­ზე მიბ­მუ­ლე­ბი და­ტო­ვეს მძარ­ცვე­ლებ­მა, პირ­ში ტი­ლო­ჩაჩ­რი­ლე­ბი. კაცს გუ­ლის შე­ტე­ვა მო­უ­ვი­და და გარ­და­იც­ვა­ლა.

მე­ო­რე 72 წლის ვი­ტა­ლი ბა­ბუ­ხა­დია იყო, რო­მელ­მაც ბო­ლომ­დე ვერ გა­ი­მე­ტა თა­ვი­სი ქო­ნე­ბა და მი­უ­ხე­და­ვად ცე­მი­სა, არ გა­ამ­ხი­ლა და­მა­ლუ­ლი ფუ­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა უთო ჩარ­თეს და სხე­უ­ლი "და­უ­უ­თო­ეს", რის გა­მოც ისიც გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. უთო­თი და­და­ღეს მისი 70 წლის მე­უღ­ლეც, რო­მელ­მაც არ იცო­და, სად და­მა­ლა ქმარ­მა ფული და შე­სა­ბა­მი­სად ყა­ჩა­ღებ­მა ვე­რა­ფე­რი წა­ი­ღეს, ქა­ლიც სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა.

მე­სა­მე მსხვერ­პლი ქალი იყო - 54 წლის გულ­ნა­რა შა­რა­შია. ყა­ჩა­ღებს შინ არ ეგუ­ლე­ბო­დათ, როცა მისი მძი­ნა­რე ქმა­რი სა­წო­ლი­დან წა­მო­აგ­დეს და გა­კო­ჭეს. მერე კი ცემა და­უ­წყეს, რად­გან მან სახ­ლში ფუ­ლის არ­სე­ბო­ბა უარ­ყო იმ მო­ტი­ვით, შარ­შან სახ­ლი ვა­ლით ავა­შე­ნე, წელს ნა­შოვ­ნი ფული კი მთლი­ა­ნად მე­ვა­ლე­ებს და­ვუ­რი­გეო... მე­ო­რე ოთახ­ში მყოფ­მა მის­მა მე­უღ­ლემ ფან­ჯა­რა გა­მო­ა­ღო და კი­ვი­ლი ატე­ხა, რომ მე­ზობ­ლე­ბის­თვის ეხმო საშ­ვე­ლად. ერთ-ერ­თმა ყა­ჩაღ­მა ია­რა­ღი და­უ­მიზ­ნა, თუმ­ცა გას­რო­ლა ვე­ღარ მო­ას­წრო - შე­ში­ნე­ბუ­ლი ქალი მე­ო­რე სარ­თუ­ლის ფან­ჯრი­დან გა­დახ­ტა და ისე და­იმ­ტვრა, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ნუ დამიობლებ და გამიმწარებ შვილებს, დედა ხომ შენც გეყოლება? - გამომძიებლის ჩანაწერები

ნუ დამიობლებ და გამიმწარებ შვილებს, დედა ხომ შენც გეყოლება? - გამომძიებლის ჩანაწერები

ნუ დამიობლებ და გამიმწარებ შვილებს, დედა ხომ შენც გეყოლება? - დაიკვნესა ნინამ და სწორედ ამ დროს გაისმა გასროლა, ტყვია მხარში ეტაკა და გონი დაკარგა... კაცმა ისევ გადატენა იარაღი, მაგრამ ბოლო მომენტში ჰაერში გაისროლა და სანამ კიბეს ჩაირბენდა, ბოძს მიარტყა თავი.

გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივიდან:

გამომძიებლის ჩანაწერები

- ახლა იმდროინდელ შემთხვევას გიამბობთ, როცა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი რაიონის გამომძიებლად ვმუშაობდი! - კიდევ ერთ ამბავს იხსენებს ბატონი ბიძინა მეტრეველი.

...ის რაიონი ტრადიციულად მდიდარია. შემოდგომობით იმდენი ციტრუსი თუ თხილი გაჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობას რუსეთში, მარტო ერთი სეზონის შემოსავლით იშენებდნენ ახალ სახლებს. იმხანად ძალზე პოპულარული ავტომანქანა "ვოლგა" გაზ-24-იც ბევრს ჰყავდა. თუმცა, გარდა კეთილდღეობისა, რაიონი ძარცვა-ყაჩაღობითაც გამოირჩეოდა. ერთი წლის განმავლობაში იმდენი გაუხსნელი ძარცვის საქმე დაგვიგროვდა, რამდენიმეჯერ დაგვიბარეს დედაქალაქში და კარგს რომ არაფერს გვეტყოდნენ, მიხვდებით ალბათ.

ოჯახის დასაყაჩაღებლად მისულები, მართალია, აღარაფერზე იხევდნენ უკან ფულისა და ძვირფასეულობის მისაღებად, მაგრამ მკვლელობას ერიდებოდნენ, თუმცა კი რამდენიმე შემთხვევა სიკვდილით დამთავრდა.

პირველი 69 წლის საშა დიხამინჯია (გვარ-სახელი აქაც და შემდგომშიც შეცვლილია) დაიღუპა, როცა ყაჩაღებმა იარაღის მუქარით შვილის მიბარებული ათი ათასი მანეთი და ოქროულობა გამოაჩენინეს. ის და მისი ცოლი საწოლზე მიბმულები დატოვეს მძარცველებმა, პირში ტილოჩაჩრილები. კაცს გულის შეტევა მოუვიდა და გარდაიცვალა.

მეორე 72 წლის ვიტალი ბაბუხადია იყო, რომელმაც ბოლომდე ვერ გაიმეტა თავისი ქონება და მიუხედავად ცემისა, არ გაამხილა დამალული ფულის ადგილსამყოფელი. გაღიზიანებულმა ყაჩაღებმა უთო ჩართეს და სხეული "დაუუთოეს", რის გამოც ისიც გულის შეტევით გარდაიცვალა. უთოთი დადაღეს მისი 70 წლის მეუღლეც, რომელმაც არ იცოდა, სად დამალა ქმარმა ფული და შესაბამისად ყაჩაღებმა ვერაფერი წაიღეს, ქალიც სიკვდილს გადაურჩა.

მესამე მსხვერპლი ქალი იყო - 54 წლის გულნარა შარაშია. ყაჩაღებს შინ არ ეგულებოდათ, როცა მისი მძინარე ქმარი საწოლიდან წამოაგდეს და გაკოჭეს. მერე კი ცემა დაუწყეს, რადგან მან სახლში ფულის არსებობა უარყო იმ მოტივით, შარშან სახლი ვალით ავაშენე, წელს ნაშოვნი ფული კი მთლიანად მევალეებს დავურიგეო... მეორე ოთახში მყოფმა მისმა მეუღლემ ფანჯარა გამოაღო და კივილი ატეხა, რომ მეზობლებისთვის ეხმო საშველად. ერთ-ერთმა ყაჩაღმა იარაღი დაუმიზნა, თუმცა გასროლა ვეღარ მოასწრო - შეშინებული ქალი მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და ისე დაიმტვრა, რომ მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია