სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ზერეკიძე მამის გარდაცვალების საეჭვო გარემოებებზე ალაპარაკდა
გიორგი ზერეკიძე მამის გარდაცვალების საეჭვო გარემოებებზე ალაპარაკდა

14 წლის გი­ორ­გი ზე­რე­კი­ძე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 2006 წლის 8 იან­ვარს და­ა­კა­ვეს. მას ან­გა­რე­ბის მიზ­ნით მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა, ყა­ჩა­ღო­ბა და ხუ­ლიგ­ნო­ბა დას­დეს ბრა­ლად. გი­ორ­გი პო­ლი­ცი­ა­ში მა­მამ მი­იყ­ვა­ნა. მა­მუ­კა ზე­რე­კი­ძე ფიქ­რობ­და, რომ ბავ­შვს გაფრ­თხი­ლე­ბას მის­ცემ­დნენ და სი­ტყვი­ე­რად დას­ჯიდ­ნენ, თუმ­ცა, შეც­და. გი­ორ­გი ზე­რე­კი­ძე პო­ლი­ცი­ი­დან აღარ გა­მო­უშ­ვეს. 2006 წლის 30 ივ­ნისს კი გი­ორ­გი ზე­რე­კი­ძეს 10 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

ეს გა­ნა­ჩე­ნი ოჯახ­მა სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა. თუმ­ცა, რო­გორც გა­ირ­კვა, მათ გი­ორ­გის ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ სარ­ჩე­ლის გა­მო­ტა­ნა მოს­თხო­ვეს. ზე­რე­კი­ძე­ებ­მა საქ­მის გა­მო­თხო­ვა­ზე გა­ნა­ცხა­დი და­წე­რეს და სა­ბუ­თე­ბის გა­მო­სა­ტა­ნად სტრას­ბურ­გში ჩაფ­რინ­დნენ. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მა­მუ­კა ზე­რე­კი­ძე კი სპე­ცი­ა­ლურ­მა ოპე­რა­ტი­ულ­მა დე­პარ­ტა­მენ­ტმა 2010 წლის 24 მარტს თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში თვითმფრი­ნა­ვი­დან ჩა­მოს­ვლი­სას და­ა­კა­ვა. მას ბარ­გში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა - 230 აბი სუ­ბო­ტექ­სი აღ­მო­უ­ჩი­ნეს. ზე­რე­კი­ძემ და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და მას სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. პა­ტიმ­რო­ბის მის­ჯი­დან ერთი წლის შემ­დეგ მა­მუ­კა ზე­რე­კი­ძე რუს­თა­ვის #6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად დე­ნის დარ­ტყმა და­ა­სა­ხე­ლეს.

ოჯახ­მა ეს ვერ­სია არ და­ი­ჯე­რა. მა­მუ­კა ზე­რე­კი­ძის მე­უღ­ლის, ლი­კას მო­თხოვ­ნით, ცხე­დარს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და, რომ­ლი­თაც გა­ირ­კვა, რომ ცხე­დარს სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. საქ­მე ამის იქით არ წა­სუ­ლა.

2010 წლის დე­კემ­ბერ­ში გი­ორ­გი ზე­რე­კი­ძე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. თუმ­ცა, ორ თვე­ში ისევ და­ა­კა­ვეს, ამ­ჯე­რად ხუ­ლიგ­ნო­ბის ბრალ­დე­ბით. გი­ორ­გიმ ციხე 2013 წლის 13 იან­ვარს პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით და­ტო­ვა. ის ეჭ­ვობს, რომ მა­მა­მი­სი მის საქ­მეს შე­ე­წი­რა და სი­მარ­თლის დად­გე­ნის იმე­დი აქვს. ზე­რე­კი­ძე მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ეჭ­ვო დე­ტა­ლებ­ზე "გუ­რია ნი­უს­თან" სა­უბ­რობს.

-გი­ორ­გი, რო­გორ ფიქ­რობ, ვის ინ­ტე­რეს­ში იყო მა­მა­შე­ნის სიკ­ვდი­ლი?

- მა­მა­ჩე­მის სიკ­ვდი­ლი მა­შინ­დე­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სის­ტე­მის ინ­ტე­რეს­ში შე­დი­ო­და. კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებ­ზე მი­დის მუ­შა­ო­ბა და ტარ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ამ ეტაპ­ზე, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კონ­კრე­ტულ გვა­რებს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ.

-ფიქ­რობ, რომ მა­მათ­ქვე­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა თქვენს საქ­მეს უკავ­შირ­დე­ბა?

- კი, ვფიქ­რობ, რომ ჩემს საქ­მეს­თან პირ­და­პირ კავ­შირ­შია, რო­გორც და­კა­ვე­ბის, ასე­ვე გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი, ამა­ზე სხვა ფორ­მატ­ში ვი­სა­უბ­რებ, უფრო ვრცლად.

-რაში სჭირ­დე­ბო­დათ მა­მათ­ქვე­ნის მოკ­ვლა? რო­გორ ფიქ­რობთ, ეს რა­ტომ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ?

- ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია ჩემ­თვის, რომ ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცის მოკ­ვლა "აწყობ­დეს", მაგ­რამ დღეს ნა­თე­ლია, რომ ციხე იყო სიკ­ვდი­ლის ექ­სპორ­ტი და მათ­თვის არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ქონ­და ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს. მით უმე­ტეს, მე ვსა­უბ­რობ მა­მა­ჩემ­ზე, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე წარ­მო­ად­გენ­და მა­შინ­დელ ოპო­ზი­ცი­ას და ხმას იმაღ­ლებ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებ­ზე.

-თქვე­ნი აზ­რით, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ში­ნე­ბის­თვის გა­ა­კე­თეს?

- და­ში­ნე­ბის­თვის ვერ ვი­ტყვი, რად­გან მარ­ტო ჩვენ კი არა, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო იყო მა­შინ და­ში­ნე­ბუ­ლი - 2011 წელს მოხ­და ეს ფაქ­ტი. გე­ტყვით კონ­კრე­ტულს - სა­ხელ­მწი­ფო ექ­სპერ­ტის დას­კვნა­ში წე­რია, რომ დენ­მა და­არ­ტყა სა­პირ­ფა­რე­შო­ში, თუმ­ცა, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­მა­სა­ლით ეს არ დას­ტურ­დე­ბა. ასე­ვე სა­პირ­ფა­რე­შო­ში არის მხო­ლოდ ერთი ჩუს­ტი, რაც არა­ლო­გი­კუ­რია. ფაქ­ტე­ბი მი­ა­ნიშ­ნებს, რომ მა­მა­ჩე­მი გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს იქ არ ყო­ფი­ლა. ფო­ტო­ებ­ზე კარ­გად ჩანს, რომ მა­მა­ჩე­მი ძირს წევს და ხე­ლე­ბი უკან აქვს. ეს ასე არ ხდე­ბა. ამის გარ­და, ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლია.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

გიორგი ზერეკიძე მამის გარდაცვალების საეჭვო გარემოებებზე ალაპარაკდა

გიორგი ზერეკიძე მამის გარდაცვალების საეჭვო გარემოებებზე ალაპარაკდა

14 წლის გიორგი ზერეკიძე სამართალდამცველებმა 2006 წლის 8 იანვარს დააკავეს. მას ანგარების მიზნით მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა და ხულიგნობა დასდეს ბრალად. გიორგი პოლიციაში მამამ მიიყვანა. მამუკა ზერეკიძე ფიქრობდა, რომ ბავშვს გაფრთხილებას მისცემდნენ და სიტყვიერად დასჯიდნენ, თუმცა, შეცდა. გიორგი ზერეკიძე პოლიციიდან აღარ გამოუშვეს. 2006 წლის 30 ივნისს კი გიორგი ზერეკიძეს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ეს განაჩენი ოჯახმა სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, როგორც გაირკვა, მათ გიორგის ვადაზე ადრე გათავისუფლების სანაცვლოდ სარჩელის გამოტანა მოსთხოვეს. ზერეკიძეებმა საქმის გამოთხოვაზე განაცხადი დაწერეს და საბუთების გამოსატანად სტრასბურგში ჩაფრინდნენ. სამშობლოში დაბრუნებული მამუკა ზერეკიძე კი სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა 2010 წლის 24 მარტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას დააკავა. მას ბარგში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება - 230 აბი სუბოტექსი აღმოუჩინეს. ზერეკიძემ დანაშაული აღიარა და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. პატიმრობის მისჯიდან ერთი წლის შემდეგ მამუკა ზერეკიძე რუსთავის #6 დაწესებულებაში გარდაიცვალა. ოფიციალურ მიზეზად დენის დარტყმა დაასახელეს.

ოჯახმა ეს ვერსია არ დაიჯერა. მამუკა ზერეკიძის მეუღლის, ლიკას მოთხოვნით, ცხედარს ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლითაც გაირკვა, რომ ცხედარს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. საქმე ამის იქით არ წასულა.

2010 წლის დეკემბერში გიორგი ზერეკიძე გაათავისუფლეს. თუმცა, ორ თვეში ისევ დააკავეს, ამჯერად ხულიგნობის ბრალდებით. გიორგიმ ციხე 2013 წლის 13 იანვარს პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა. ის ეჭვობს, რომ მამამისი მის საქმეს შეეწირა და სიმართლის დადგენის იმედი აქვს. ზერეკიძე მამის გარდაცვალების საეჭვო დეტალებზე "გურია ნიუსთან" საუბრობს.

-გიორგი, როგორ ფიქრობ, ვის ინტერესში იყო მამაშენის სიკვდილი?

- მამაჩემის სიკვდილი მაშინდელი დანაშაულებრივი სისტემის ინტერესში შედიოდა. კონკრეტულ ადამიანებზე მიდის მუშაობა და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულ გვარებს ვერ დავასახელებ.

-ფიქრობ, რომ მამათქვენის გარდაცვალება თქვენს საქმეს უკავშირდება?

- კი, ვფიქრობ, რომ ჩემს საქმესთან პირდაპირ კავშირშია, როგორც დაკავების, ასევე გარდაცვალების ფაქტი, ამაზე სხვა ფორმატში ვისაუბრებ, უფრო ვრცლად.

-რაში სჭირდებოდათ მამათქვენის მოკვლა? როგორ ფიქრობთ, ეს რატომ უნდა გაეკეთებინათ?

- ძნელი წარმოსადგენია ჩემთვის, რომ ვიღაცას შეიძლება ვიღაცის მოკვლა "აწყობდეს", მაგრამ დღეს ნათელია, რომ ციხე იყო სიკვდილის ექსპორტი და მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა ადამიანების სიცოცხლეს. მით უმეტეს, მე ვსაუბრობ მამაჩემზე, რომელიც მანამდე წარმოადგენდა მაშინდელ ოპოზიციას და ხმას იმაღლებდა ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებზე.

-თქვენი აზრით, ეს საზოგადოების დაშინებისთვის გააკეთეს?

- დაშინებისთვის ვერ ვიტყვი, რადგან მარტო ჩვენ კი არა, მთელი საქართველო იყო მაშინ დაშინებული - 2011 წელს მოხდა ეს ფაქტი. გეტყვით კონკრეტულს - სახელმწიფო ექსპერტის დასკვნაში წერია, რომ დენმა დაარტყა საპირფარეშოში, თუმცა, შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტომასალით ეს არ დასტურდება. ასევე საპირფარეშოში არის მხოლოდ ერთი ჩუსტი, რაც არალოგიკურია. ფაქტები მიანიშნებს, რომ მამაჩემი გარდაცვალების დროს იქ არ ყოფილა. ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ მამაჩემი ძირს წევს და ხელები უკან აქვს. ეს ასე არ ხდება. ამის გარდა, ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ