ავტორი:

TOP 10 ფილმი სიყვარულზე, რომელიც ყველა შეყვარებულმა უნდა ნახოს

TOP 10 ფილმი სიყვარულზე, რომელიც ყველა შეყვარებულმა უნდა ნახოს

გთავაზობთ საუკეთესო ფილმებს სიყვარულზე, რომელიც ყველა შეყვარებულმა წყვილმა ერთხელ მაინც უნდა ნახოს:

  • Blue valentine (”ლურჯი ვალენტინი”)

ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და რეალისტური ისტორია დაკარგულ სიყვარულზე. რეჟისორი დერეკ კიანფრენსი წყვილის ურთიერთობის დასაწყისს და დასასრულს გვიჩვენებს. ფილმში ვხედავთ ახალგაზრდა, მხიარულ, სიყვარულით და ცნობისმოყვარეობით სავსე წყვილს და შვიდი წლის შემდეგ გაზრდილ, დაღლილ ცოლ-ქმარს, რომლებმაც ერთმანეთთან კავშირი დაკარგეს.

”ლურჯი ვალენტინი” საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, თუ რამდენად ემოციებით აღსავსეა სიყვარული დასაწყისში და რამდენად ემოციებისგან დაცლილია მისი დასასრული.

  • The fault in our stars - ”ბედის ვარსკვლავის ბრალია”

”ბედის ვარსკვლავის ბრალია” (ასე თარგმნეს ფილმი ქართულ გაქირავებაში) - ძალიან ბანალურია, კლიშეებიც უხვად აქვს და არც დრამატურგიული მიღწევებით დაიკვეხნის. თუმცა ეს არის ყველაზე კარგად გაგებული, აღქმული და დეკლარირებული ფილმი თინეიჯერების სიყვარულზე. და როგორც ყველა ღირსეული რომანტიკული დრამა, მისი ყურება იწყება ღიმილით და მთავრდება ცრემლებით. ჩათვალეთ, რომ ეს ფილმი თქვენი ადამიანობის ტესტია: თუ მისი ხილვისას არ იტირეთ, სასწრაფოდ მიმართეთ კარდიოლოგს, შეიძლება გული გაქვთ გაჩერებული.

  • Her - (”მისი”)

როგორი შეიძლება იყოს სასიყვარულო ურთიერთობები მომავალში? შესაძლოა, რომ საკუთარი ოპერატიული სისტემა შეგიყვარდეს? საერთოდ, როგორ ყალიბდება სიყვარული? როდესაც სიყვარული ქრება, სად მიდის ეს გრძნობა? ამ თემებზე ბევრი იფიქრა რეჟისორმა სპაიკ ჯონსმა და გადაიღო ფუტურისტული დრამა სიყვარულზე, რომელსაც არსებობისთვის მატერია არ სჭირდება. თბილი ფერებით სავსე სურათი ძალიან საინტერესო გასაანალიზებელ მასალას იძლევა, რომელზე ფიქრსაც კარგა ხანს გააგრძელებთ.

  • Eternal sunshine of the spotless mind - (”ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება”)

ყველაზე ორიგინალური სიუჟეტის მქონე ფილმი ჩვენს სიაში. დრამატული და, ერთგვარად, მაგიურიც. ნამდვილი სიყვარულის დასაბრუნებლად ბრძოლაა საჭირო. მისთვის, შესაძლოა, ყველაზე ბნელ ადგილებში მოხვედრა მოგიწიოს, მაგრამ როდესაც სიყვარული ფასეულია, მისთვის ყველაფერზე უნდა წახვიდე. მიშელ გონდრის უკვე საკულტო ფილმად ქცეული ნამუშევარი დეტალურად აღწერს, თუ რამდენად იოლია დაკარგო სიყვარული და რამხელა ძალისხმევაა საჭირო მის დასაბრუნებლად.

  • Love actually – (”რეალური სიყვარული”)

Love actually-ს მარტივად აღწერა რომ დამჭირდეს, ვიტყოდი, რომ მისი ყურება გემრიელი ნაყინის ჭამას ჰგავს: ის გემრიელია, ტკბილი და იოლად მოსაპოვებელი ბედნიერების შეგრძნებას გინერგავს. პოზიტიური და კეთილი ისტორია სიყვარულის თითქმის ყველანაირ გამოვლინებაზე მოგვითხრობს. გვასწავლის, რომ გრძნობებს არც ლინგვისტური შესაძლებლობები, არც ბიოლოგიური ასაკი, არც ფიზიკური არსებობა, არც სოციალური საფეხური, არც რელიგიური აღმსარებლობა, არც სექსუალური იდენტობა და საერთოდ, არანაირი კულტურული ბარიერი არ აჩერებს და არ სჭირდება. ის ყველგან და ყველაშია.

  • Punch drunk love – (”გამაოგნებელი სიყვარული”)

პოლ ტომას ანდერსონი თანამედროვეობის ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) საუკეთესო რეჟისორია. მას საუკეთესოდ ესმის ადამიანების ფსიქოლოგია და ცნობიერი. შესაბამისად, არცაა გასაკვირი, რომ მისი ფილმი საუკეთესო მანიფესტია, რომელიც ოდესმე სიყვარულზე გადაღებულა.

ფილმში არის როგორც თვალსაჩინო, ისე სიტყვიერი მეტაფორები, რომლებიც ზედმიწევნით ზუსტად აღწერს სიყვარულის ძალას, მის მოახლოებას, გაღვივებას, გაანალიზებას და ამოქმედებას. Punch drunk love, ერთი შეხედვით, უცნაური კომედია გეგონებათ (ადამ სენდლერი - მთავარ როლში) და ასეცაა; უბრალოდ, ფილმში კიდევ ბევრი რამაა, რის გამოც ის თავს შეგაყვარებთ წაიკითხეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება