''პროფილის'' ანონსების მიხედვით, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გადიოდა ''რუსთავი 2''-ის ეთერში, პატრულთან მომხდარი ინციდენტით პოპულარული ეკა ყუშიტაშვილის ინტერვიუც უნდა გასულიყო.
ინტერვიუ როგორც ანონსებიდან ირკვეოდა, საკმაოდ გულახდილი იყო და სკანდალურ პერსონას გადამღებმა ჯგუფმა მშობლიურ კახეთშიც კი ჩააკითხა.
ეკა საუბრობდა პლასტიკურ ოპერაციებზეც და წამყვანს საკუთარი მკერდის შემოწმებაც კი შესთავაზა. სკანდალურმა ანონსმა სოციალური ქსელი დაიპყრო და მაყურებელი მოუთმენლად ელოდებოდა გადაცემის ეთერში გასვლას.
თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც დაანონსებულმა ინტერვიუმ გააღიზიანა. მათ შორის ''რუსთავი 2''-ის რამდენიმე ჟურნალისტიც.
სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ არ შეიძლებოდა რეიტინგის გამო ყველაფერზე წასვლა და რომ ჟურნალისტები თავად ქმნიდნენ გემოვნებას და იმაზე უნდა ეფიქრათ, რომ ისეთი ადამიანები არ გაეპიარებინათ, ვინც საზოგადოებას გინებით გააცნო თავი.