პროკურატურა შესაძლოა კულტურის სამინისტროს 24 კაციანი კომისიით დაინტერესდეს - რა კავშირშია კომისია ჯოკია ბოდოკიას საქმესთან

პროკურატურა შესაძლოა კულტურის სამინისტროს 24 კაციანი კომისიით დაინტერესდეს - რა კავშირშია კომისია ჯოკია ბოდოკიას საქმესთან

შესაძლოა პროკურატურა კულტურის სამინისტროს 24 კაციანი კომისიით დაინტერესდეს, რომელიც მშენებლობის ნებართვის გაცემამდე მიწის კულტურულ ღირებულებას სწავლობს. როგორც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ პროცესზე საქმის პროკურორებმა განაცხადეს, ბოდოკია შპს "დარიოუშის" ხელმძღვანელთან, ნათია მახარაშვილთან საუბრისას ახსენებს კულტურის სამინისტროში არსებულ კომისიას და ფარული ჩანაწერის მიხედვით ჰპირდება აღნიშნულ კომისიასთან მშენებლობის ნებართვაზე საქმის მოგვარებას.

პროცესის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებმა პროკურორს ჰკითხეს, შესაძლოა თუ არა დაინტერესდეს პროკურატურა კულტურის სამინისტროს 24 კაციანი კომისიის წევრებითაც, თუმცა პროკურორმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე ჯერჯერობით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.

24 კაციანი კომისიის ირგვლივ ჟურნალისტებმა შეკითხვები დაუსვეს ბოდოკიას ადვოკატსაც. როგორც გიორგი ყავლაშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მიცემულ ჩვენებაში სხვა პირებს არ ახსენებს. "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამორიცხავს სხვა პირების მონაწილეობას", - განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ