სპორტის სასახლის დირექტორის განმარტება გუშინ შექმნილ რიგებთან დაკავშირებით

 სპორტის სასახლის დირექტორის განმარტება გუშინ შექმნილ რიგებთან დაკავშირებით

სპორტის სასახლის დირექტორის გიო ხუციშვილის განცხადებით, გუშინდელ კონცერტზე რიგები ქართველი საოპერო ვარსკვლავების დაგვიანებულმა რეპეტიციამ გამოიწვია.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გიო ხუციშვილმა განაცხადა, კონცერტი ძალიან მაღალი დონის იყო, რომლის მსგავსი მას პირადად არ ახსოვს. თუმცა აცხადებს, რომ კონცერტის დაწყებამდე სპორტის სასახლეში შესვლაზე შეიქმნა რიგები, რაც ზოგიერთი საოპერო ვარსკვლავის თბილისში დაგვიანებით ჩამოსვლამ განაპირობა. კერძოდ, აღნიშნულის გამო ვარსკვლავების რეპეტიცია დაგეგმილზე გვიან დაიწყო. შესაბამისად, ხუციშვილი აცხადებს, რომ სპორტის სასახლის კარი დაგეგმილის ნაცვლად უფრო გვიან გაიღო. ამან კი რიგები შექმნა და ბილეთის მფლობელებმა სპორტის სასახლეში შესვლა რიგში ერთსაათიანი დგომის შემდეგ შეძლეს.

ხუციშვილმა საუბრისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების გადაადგილების პრობლემაზეც გააკეთა კომენტარი. მისივე თქმით, ამ მხრივ პრობლემები გრანდიოზულმა სცენოგრაფიამ შექმნა. ხუციშვილის განმარტებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სპორტულ ღონისძიებებს ესწრებიან და მათ პანდუსებით გადაადგილების პრობლემა სხვა შემთხვევებში არ შექმნიათ.

სპორტის სასახლეში გუშინ ცნობილი ქართველო საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა, რომელშიც მსოფლიო დონის 13 საოპერო ვარსკვლავი მონაწილეობდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია