მსოფლიო
სამართალი

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპატრიარქოს სპეციალური განცხადება
საპატრიარქოს სპეციალური განცხადება

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბით, არც ერთ სა­სუ­ლი­ე­რო და ეკ­ლე­სი­ა­ში მომ­სა­ხუ­რე პირს არ აქვს უფ­ლე­ბა, სა­ჯა­რო თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში თან­ხას ითხოვ­დეს.

ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით ფუ­ლის თხოვ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით აფრ­თხი­ლებს.

"ბოლო დროს გახ­შირ­და ტაძ­რე­ბი­სა და მო­ნას­ტრე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის მიზ­ნით ან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თათ­ვის დახ­მა­რე­ბის მო­ტი­ვით სტი­ქა­როს­ნე­ბის ან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მიერ ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა ქუ­ჩებ­ში და სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში. რო­გორც წესი, ძი­რი­თა­დად ამას აკე­თე­ბენ ისე­თი პი­რე­ბი, რო­მელ­თაც ეკ­ლე­სი­ის­გან ასე­თი კურ­თხე­ვა არა აქვთ ან სა­ერ­თო­დაც, არ არი­ან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და ისი­ნი თან­ხას სი­ნამ­დვი­ლე­ში პი­რა­დი სარ­გებ­ლო­ბის მიზ­ნით იყე­ნე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ ად­რეც გა­აფრ­თხი­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ახ­ლაც აფრ­თხი­ლებს, რომ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II-ის ბრძა­ნე­ბით, არც ერთ სა­სუ­ლი­ე­რო პირს და ეკ­ლე­სი­ა­ში მომ­სა­ხუ­რე პირს არ აქვს უფ­ლე­ბა, სა­ჯა­რო თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ითხოვ­დეს თან­ხას. რაც შე­ე­ხე­ბა ყუ­ლა­ბებს, რო­მე­ლიც ხში­რად გვხვდე­ბა სხვა და სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, რა თქმა უნდა, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თა და კო­ლექ­ტი­ვის გა­და­სა­წყვე­ტია, და­ეხ­მა­რე­ბი­ან თუ არა ვინ­მეს ან თუნ­დაც ეკ­ლე­სი­ას, ოღონდ თუ ეს ეკ­ლე­სი­ის მშე­ნებ­ლო­ბის ან მო­ნას­ტრის შე­წევ­ნის მიზ­ნით ხდე­ბა, ვურ­ჩევთ მათ, გა­და­ა­მოწ­მონ, თან­ხა მი­დის თუ არა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე, რად­გან ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით მო­ტყუ­ე­ბის ფაქ­ტებს ამ შემ­თხვე­ვებ­შიც ჰქონ­და ად­გი­ლი", - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

საპატრიარქოს სპეციალური განცხადება

საპატრიარქოს სპეციალური განცხადება

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, არც ერთ სასულიერო და ეკლესიაში მომსახურე პირს არ აქვს უფლება, საჯარო თავშეყრის ადგილებში თანხას ითხოვდეს.

ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას ეკლესიის სახელით ფულის თხოვნასთან დაკავშირებით აფრთხილებს.

"ბოლო დროს გახშირდა ტაძრებისა და მონასტრების მშენებლობის მიზნით ან სოციალურად დაუცველთათვის დახმარების მოტივით სტიქაროსნების ან სასულიერო პირების მიერ ფულის შეგროვება ქუჩებში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. როგორც წესი, ძირითადად ამას აკეთებენ ისეთი პირები, რომელთაც ეკლესიისგან ასეთი კურთხევა არა აქვთ ან საერთოდაც, არ არიან სასულიერო პირები და ისინი თანხას სინამდვილეში პირადი სარგებლობის მიზნით იყენებენ. საქართველოს საპატრიარქომ ადრეც გააფრთხილა საზოგადოება და ახლაც აფრთხილებს, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ბრძანებით, არც ერთ სასულიერო პირს და ეკლესიაში მომსახურე პირს არ აქვს უფლება, საჯარო თავშეყრის ადგილებში ითხოვდეს თანხას. რაც შეეხება ყულაბებს, რომელიც ხშირად გვხვდება სხვა და სხვა დაწესებულებებში, რა თქმა უნდა, ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელთა და კოლექტივის გადასაწყვეტია, დაეხმარებიან თუ არა ვინმეს ან თუნდაც ეკლესიას, ოღონდ თუ ეს ეკლესიის მშენებლობის ან მონასტრის შეწევნის მიზნით ხდება, ვურჩევთ მათ, გადაამოწმონ, თანხა მიდის თუ არა დანიშნულების ადგილზე, რადგან ეკლესიის სახელით მოტყუების ფაქტებს ამ შემთხვევებშიც ჰქონდა ადგილი", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია