პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯოკია ბოდოკიას პატიმრობა შეეფარდა
ჯოკია ბოდოკიას პატიმრობა შეეფარდა

იხი­ლეთ ასე­ვე: ვინ უმაგ­რებ­და ზურგს ჯო­კია ბო­დო­კი­ას და რა ის­ტო­რი­ებს ყვე­ბი­ან მისი წარ­სუ­ლი­დან

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის აპა­რა­ტის უფ­როსს ჯო­კია ბო­დო­კი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ხი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რი­ბა შე­უ­ფარ­და . აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლემ რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ მი­ი­ღო.

პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე კი საქ­მის პრო­კუ­რორ­მა მალ­ხაზ გე­წა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ბო­დო­კი­ამ ქრთა­მი შპს "და­რი­ო­უ­შის" ხელ­მძღვა­ნე­ლის­გან, ნა­თია მა­ხა­რაშ­ვი­ლის­გან აიღო, რო­მელ­მაც გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლა. პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "და­რი­ო­უშს" სას­ტუმ­რო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქ. 32-ში მდე­ბა­რე მი­წის ნაკ­ვეთ­ზე უნდა აე­შე­ნე­ბი­ნა, რის მფარ­ვე­ლო­ბა­საც შპს-ს ხელ­მძღვა­ნელს ბო­დო­კია დაჰ­პირ­და. გე­წა­ძის თქმით, საქ­მე­ში არის ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბიც.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გან­სა­კუ­თე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის აპა­რა­ტის უფ­რო­სი 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯო­კია ბო­დო­კია და­ა­კა­ვეს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის აპა­რა­ტის უფ­როს­მა ჯო­კია ბო­დო­კი­ამ ერთ-ერთი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მა­ში დახ­მა­რე­ბი­სა და მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში მფარ­ვე­ლო­ბის გა­წე­ვის სა­ნაც­ვლოდ ქრთა­მის სა­ხით მოს­თხო­ვა სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 10 % – 180 000 აშშ დო­ლა­რი, სა­ი­და­ნაც წი­ნას­წარ ქრთა­მის სა­ხით აიღო მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხის ნა­წი­ლი – 50 000 აშშ დო­ლა­რი.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 338-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 11-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს).

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ჯოკია ბოდოკიას პატიმრობა შეეფარდა

ჯოკია ბოდოკიას პატიმრობა შეეფარდა

იხილეთ ასევე: ვინ უმაგრებდა ზურგს ჯოკია ბოდოკიას და რა ისტორიებს ყვებიან მისი წარსულიდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების შუამდგომლობა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსს ჯოკია ბოდოკიას აღკვეთის ღონისხიების სახით პატიმრიბა შეუფარდა . აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

პროცესის დაწყებამდე კი საქმის პროკურორმა მალხაზ გეწაძემ განაცხადა, რომ ბოდოკიამ ქრთამი შპს "დარიოუშის" ხელმძღვანელისგან, ნათია მახარაშვილისგან აიღო, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა. პროკურორის ინფორმაციით, "დარიოუშს" სასტუმრო თაბუკაშვილის ქ. 32-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე უნდა აეშენებინა, რის მფარველობასაც შპს-ს ხელმძღვანელს ბოდოკია დაჰპირდა. გეწაძის თქმით, საქმეში არის ვიდეომტკიცებულებებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი 1972 წელს დაბადებული ჯოკია ბოდოკია დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 % – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ