საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინა არ უნდა შევიდეს ევროკავშირში და ნატოში" - სარკოზი კრემლის პოზიციას იკავებს
"უკრაინა არ უნდა შევიდეს ევროკავშირში და ნატოში" - სარკოზი კრემლის პოზიციას იკავებს

ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბილ­მა ფრან­გულ­მა გა­მო­ცე­მა Le Monde გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, "უკ­რა­ი­ნის კრი­ზი­სი: ნი­კო­ლა სარ­კო­ზი კრემ­ლის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს", რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის 2008 წლის ომიც არის ნახ­სე­ნე­ბი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი: ბე­ნუა ვიტ­კი­ნი

შა­ბათს, 7 თე­ბერ­ვალს პარ­ტია "კავ­ში­რი სა­ხალ­ხო მოძ­რა­ო­ბის­თვის" ყრი­ლო­ბა­ზე, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი ნი­კო­ლა სარ­კო­ზი შე­ე­ხო უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის და მისი შე­დე­გე­ბის სა­კითხს. "ევ­რო­პა­სა და რუ­სეთს შო­რის და­შო­რე­ბა დრა­მაა. ის, რომ ამე­რი­კე­ლებს ეს სურთ, ეს მათი უფ­ლე­ბა და მათი პრობ­ლე­მაა (…), მაგ­რამ ჩვენ არ გვსურს ევ­რო­პა­სა და რუ­სეთს შო­რის ცივი ომის აღორ­ძი­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლა სარ­კო­ზიმ.

"ყი­რიმ­მა რუ­სე­თი აირ­ჩია"

"ყი­რიმ­მა რუ­სე­თი აირ­ჩია, არ შე­იძ­ლე­ბა მისი გა­კი­ცხვა ამის გამო", - აღ­ნიშ­ნა ნი­კო­ლა სარ­კო­ზიმ. მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, არა­სო­დეს ყო­ფი­ლა სა­უ­ბა­რი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ჭი­როა ყი­რი­მე­ლე­ბის ან რუ­სე­ბის "გა­კი­ცხვა". სა­უ­ბა­რი მი­დის ამ მი­ერ­თე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა­ზე, რისი, რო­გორც ჩანს, აღი­ა­რე­ბა სურს ბა­ტონ სარ­კო­ზის. თუ ცალ­კე სა­უბ­რებ­ში ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ამ­ბობს, რომ რთუ­ლი იქ­ნე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ის უკან მობ­რუ­ნე­ბა, ნი­კო­ლა სარ­კო­ზი უფრო შორს წა­ვი­და: მან მხა­რი და­უ­ჭი­რა რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის რი­ტო­რი­კას, თით­ქოს სა­უ­ბა­რი მი­დი­ო­დეს დად­გე­ნი­ლი ფორ­მით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ დე­მოკ­რა­ტი­ულ არ­ჩე­ვან­ზე.

ყი­რი­მის "არ­ჩე­ვა­ნი", რო­მელ­ზეც ნი­კო­ლა სარ­კო­ზი სა­უბ­რობს 16 მარტს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მია, რო­მე­ლიც არ იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო ყო­ველ­გვა­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტრო­ლის გა­რე­შე. ეს რე­ფე­რენ­დუ­მი ჩა­ტარ­და მას მერე, რაც და­უდ­გე­ნე­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე შე­იჭრ­ნენ. ორი­ო­დე თვის შემ­დეგ თვით ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა აღი­ა­რა, რომ ეს პი­რე­ბი რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი იყ­ვნენ.

ნი­კო­ლა სარ­კო­ზის არ­გუ­მენ­ტი გა­ო­ცე­ბას იწ­ვევს. ის საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტი გახ­ლდათ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი­სას რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის, რო­დე­საც აფხა­ზეთ­მა და სამ­ხრეთ ოსეთ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­დეს. თუ თვით­გა­მორ­კვე­ვის უფ­ლე­ბა ამ­დე­ნად უნი­ვერ­სა­ლუ­რია, რა­ტომ არ აღი­ა­რა მა­შინ საფ­რან­გე­თის სა­ხე­ლით სა­ქარ­თვე­ლოს ორი რე­გი­ო­ნი ბა­ტონ სარ­კო­ზიმ?

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"უკრაინა არ უნდა შევიდეს ევროკავშირში და ნატოში" - სარკოზი კრემლის პოზიციას იკავებს

"უკრაინა არ უნდა შევიდეს ევროკავშირში და ნატოში" - სარკოზი კრემლის პოზიციას იკავებს

ამ რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა Le Monde გამოაქვეყნა სტატია, "უკრაინის კრიზისი: ნიკოლა სარკოზი კრემლის პოზიციას იკავებს", რომელშიც საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომიც არის ნახსენები.

სტატიის ავტორი: ბენუა ვიტკინი

შაბათს, 7 თებერვალს პარტია "კავშირი სახალხო მოძრაობისთვის" ყრილობაზე, ოპოზიციის ლიდერი ნიკოლა სარკოზი შეეხო უკრაინაში განვითარებული კონფლიქტის და მისი შედეგების საკითხს. "ევროპასა და რუსეთს შორის დაშორება დრამაა. ის, რომ ამერიკელებს ეს სურთ, ეს მათი უფლება და მათი პრობლემაა (…), მაგრამ ჩვენ არ გვსურს ევროპასა და რუსეთს შორის ცივი ომის აღორძინება", - განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ.

"ყირიმმა რუსეთი აირჩია"

"ყირიმმა რუსეთი აირჩია, არ შეიძლება მისი გაკიცხვა ამის გამო", - აღნიშნა ნიკოლა სარკოზიმ. მაგრამ სინამდვილეში, არასოდეს ყოფილა საუბარი იმის თაობაზე, რომ საჭიროა ყირიმელების ან რუსების "გაკიცხვა". საუბარი მიდის ამ მიერთების კანონიერებაზე, რისი, როგორც ჩანს, აღიარება სურს ბატონ სარკოზის. თუ ცალკე საუბრებში ევროპული ქვეყნების ლიდერების უმრავლესობა ამბობს, რომ რთული იქნება სიტუაციის უკან მობრუნება, ნიკოლა სარკოზი უფრო შორს წავიდა: მან მხარი დაუჭირა რუსეთის ოფიციალური პირების რიტორიკას, თითქოს საუბარი მიდიოდეს დადგენილი ფორმით განხორციელებულ დემოკრატიულ არჩევანზე.

ყირიმის "არჩევანი", რომელზეც ნიკოლა სარკოზი საუბრობს 16 მარტს ჩატარებული რეფერენდუმია, რომელიც არ იყო აღიარებული და ორგანიზებული იყო ყოველგვარი საერთაშორისო კონტროლის გარეშე. ეს რეფერენდუმი ჩატარდა მას მერე, რაც დაუდგენელი შეიარაღებული პირები ნახევარკუნძულზე შეიჭრნენ. ორიოდე თვის შემდეგ თვით ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ ეს პირები რუსი სამხედროები იყვნენ.

ნიკოლა სარკოზის არგუმენტი გაოცებას იწვევს. ის საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გახლდათ 2008 წლის აგვისტოს ომისას რუსეთსა და საქართველოს შორის, როდესაც აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. თუ თვითგამორკვევის უფლება ამდენად უნივერსალურია, რატომ არ აღიარა მაშინ საფრანგეთის სახელით საქართველოს ორი რეგიონი ბატონ სარკოზიმ?

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა