სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პაატა ბურჭულაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი სპორტის სასახლეში
პაატა ბურჭულაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი სპორტის სასახლეში

სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნი­ლი კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ინ­დუსტრია "არტპა­ლა­სის" ორ­გა­ნი­ზე­ბით მო­ე­წყო. სა­ღა­მოს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბოდ დღე­ვან­დე­ლი დღის­თვის ჩა­მო­სუ­ლი მსოფ­ლიო კი­ნოს ლე­გენ­და, ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი ალენ დე­ლო­ნი და ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი პი­ა­ნის­ტი და­თუ­ნა ალა­დაშ­ვი­ლი უძღვე­ბოდ­ნენ. თა­ვად იუ­ბი­ლა­რი ღო­ნის­ძი­ე­ბას პარ­ტე­რი­დან ადევ­ნებ­და თვალ-ყურს, თუმ­ცა სცე­ნა­ზე რამ­დენ­ჯერ­მე ავი­და.

თავ­და­პირ­ვე­ლად სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში მა­ყუ­რებ­ლის­თვის მხო­ლოდ ერთი შე­სას­ვლე­ლი იყო გახ­სნი­ლი. კონ­ცერ­ტზე დას­წრე­ბის მსურ­ვე­ლებს რიგ­ში მო­უ­წი­ათ ლო­დი­ნი, რა­მაც მათი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. სა­ღა­მო და­ახ­ლო­ე­ბით 40 წუ­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­წყო.

"არტპა­ლა­სის" პრე­ზი­დენ­ტმა გია ან­დღუ­ლა­ძემ მა­ყუ­რე­ბელს შე­ნო­ბა­ში შეს­ვლი­სას შექ­მნი­ლი შე­ფერ­ხე­ბის გამო ბო­დი­ში მო­უ­ხა­და. მან მა­ყუ­რე­ბელს ბო­დი­შით სცე­ნი­დან მი­მარ­თა, რა­საც დარ­ბა­ზი­დან უკ­მა­ყო­ფი­ლო შე­ძა­ხი­ლე­ბი მოჰ­ყვა. გია ან­დღუ­ლა­ძემ ბო­დი­ში არა­ერ­თგზის მო­ი­ხა­და.

"და­უ­ვი­წყა­რი სა­ღა­მო გე­ლო­დე­ბათ წინ და ხა­სი­ათს ნუ გა­ი­ფუ­ჭებთ", - მი­მარ­თა მან დარ­ბაზ­ში მყოფთ და აღ­ნიშ­ნა, რომ მათ გულ­წრფე­ლად უბო­დი­შებს, რის შემ­დე­გაც დარ­ბაზ­ში აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი გა­ის­მა.

ღო­ნის­ძი­ე­ბა მე­ცო­სოპ­რა­ნო ირი­ნა მა­კა­რო­ვამ გახ­სნა. კონ­ცერ­ტის კონ­ცეფ­ცი­ის თა­ნახ­მად, ქარ­თველ­მა და უცხო­ელ­მა პრი­მა­დო­ნებ­მა მსოფ­ლიო ბანს 60 წლის იუ­ბი­ლე მი­უ­ლო­ცეს. კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღე­ეს ნინო მა­ჩა­ი­ძემ, მაყ­ვა­ლა ქას­რაშ­ვილ­მა, იანო თა­მა­რიმ (ალი­ბე­გაშ­ვი­ლი), ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვილ­მა, თა­მარ ივე­რიმ, ნინო სურ­გუ­ლა­ძემ, მა­რი­კა გუ­ლორ­და­ვამ, თე­ო­ნა დვალ­მა, ნანა მი­რი­ა­ნიმ (ქავ­თა­რაშ­ვი­ლი) და უცხო­ელ­მა პრი­მა­დო­ნებ­მა: ოლგა ბო­რო­დი­ნამ, ირი­ნა მა­კა­რო­ვამ. არი­ე­ბი შე­ას­რუ­ლეს ასე­ვე ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძემ, ირინ­კა შე­რა­ზა­დიშ­ვილ­მა და მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვილ­მა.

გარ­და მომ­ღერ­ლე­ბი­სა, კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ­მა ქარ­თველ­მა მე­ვი­ო­ლი­ნემ, ლი­ა­ნა ისა­კა­ძემ.

სა­გან­გე­ბოდ იუ­ბი­ლი­სად­მი სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში აშენ­და უპ­რე­ცე­დენ­ტო სცე­ნა და ორი­გი­ნა­ლუ­რი დე­კო­რა­ცია ეკ­რა­ნე­ბით, სპე­ცი­ფი­კუ­რი გა­ნა­თე­ბი­თა და გახ­მო­ვა­ნე­ბით.

სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის გა­ერ­თი­ან­და ორი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი, ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი და ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი. გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ორ­კესტრს ორმა მა­ესტრომ - ჯან­ლუ­კა მარ­ჩა­ნომ და ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­მა უდი­რი­ჟო­რეს.

ალენ დე­ლონ­მა კონ­ცერ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მსოფ­ლიო ბა­ნის ცხოვ­რე­ბის ეპი­ზო­დე­ბი გა­იხ­სე­ნა. მან პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის 80 წლის იუ­ბი­ლე­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა და აღ­ნიშ­ნა, რომ იმ დრო­ის­თვის თა­ვად 100 წლის იქ­ნე­ბა.

ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­მა იუ­ბი­ლარს ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ჯილ­დო უსახ­სოვ­რა.

ღო­ნის­ძი­ე­ბის და­სას­რულს კი ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე ქალ­ბა­ტო­ნი სცე­ნა­ზე გა­მო­ვი­და და იუ­ბი­ლარს თა­ი­გუ­ლე­ბი მი­არ­თვა. შეს­რულ­და სიმ­ღე­რა - "რა ლა­მა­ზი დღეა".

პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ დღე­ვან­დე­ლი დღე ზე­ი­მად შე­ა­ფა­სა. "ეს იყო ზე­ი­მი. ეს იყო მუ­სი­კის, გე­მოვ­ნე­ბის, არ­ქი­ტექ­ტუ­რის ზე­ი­მი. მი­ხა­რია, რომ ეს მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. მო­მი­ლო­ცეს ჩემი იუ­ბი­ლე, მაგ­რამ გი­ლო­ცავთ, რომ ასე­თი რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­და. გი­ლო­ცავთ, რომ ზე­ი­მის 99% სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლო­ვა­ნე­ბი არი­ან. დღეს მთელ მსოფ­ლი­ოს ნელ-ნელა იპყრობს ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

სა­ი­უ­ბი­ლეო კონ­ცერტს ეს­წრე­ბო­და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ო­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ოპო­ზი­ცი­ის, ხე­ლოვ­ნე­ბის, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის, ბიზ­ნე­სის, სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

პრო­ექ­ტის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო და თბი­ლი­სის მე­რია. პრო­ექ­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რია სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "ჯი-დი-ჯი". მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­დამ­ყვა­ნია ავი­ა­კომ­პა­ნია "ლუფ­თჰან­ზა".

პრო­ექ­ტის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან: ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი", გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა", myvideo.ge, outdoor.ge, სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია "ემ ეს ჯგუ­ფი", რა­დი­ო­ე­ბი: "ფორ­ტუ­ნა", "არ და­ი­დარ­დო", "ავ­ტო­რა­დიო" და "ფორ­ტუ­ნა+", ჟურ­ნა­ლი OK, გა­ზე­თი "Georgia Today", სას­ტუმ­რო "რა­დი­სონ ბლი ივე­რია", ექ­სპო­ჯორ­ჯია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

პაატა ბურჭულაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი სპორტის სასახლეში

პაატა ბურჭულაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი სპორტის სასახლეში

სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ღონისძიება სახელოვნებო ინდუსტრია "არტპალასის" ორგანიზებით მოეწყო. საღამოს საქართველოში საგანგებოდ დღევანდელი დღისთვის ჩამოსული მსოფლიო კინოს ლეგენდა, ფრანგი მსახიობი ალენ დელონი და ახალგაზრდა ქართველი პიანისტი დათუნა ალადაშვილი უძღვებოდნენ. თავად იუბილარი ღონისძიებას პარტერიდან ადევნებდა თვალ-ყურს, თუმცა სცენაზე რამდენჯერმე ავიდა.

თავდაპირველად სპორტის სასახლეში მაყურებლისთვის მხოლოდ ერთი შესასვლელი იყო გახსნილი. კონცერტზე დასწრების მსურველებს რიგში მოუწიათ ლოდინი, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია. საღამო დაახლოებით 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

"არტპალასის" პრეზიდენტმა გია ანდღულაძემ მაყურებელს შენობაში შესვლისას შექმნილი შეფერხების გამო ბოდიში მოუხადა. მან მაყურებელს ბოდიშით სცენიდან მიმართა, რასაც დარბაზიდან უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა. გია ანდღულაძემ ბოდიში არაერთგზის მოიხადა.

"დაუვიწყარი საღამო გელოდებათ წინ და ხასიათს ნუ გაიფუჭებთ", - მიმართა მან დარბაზში მყოფთ და აღნიშნა, რომ მათ გულწრფელად უბოდიშებს, რის შემდეგაც დარბაზში აპლოდისმენტები გაისმა.

ღონისძიება მეცოსოპრანო ირინა მაკაროვამ გახსნა. კონცერტის კონცეფციის თანახმად, ქართველმა და უცხოელმა პრიმადონებმა მსოფლიო ბანს 60 წლის იუბილე მიულოცეს. კონცერტში მონაწილეობა მიიღეეს ნინო მაჩაიძემ, მაყვალა ქასრაშვილმა, იანო თამარიმ (ალიბეგაშვილი), ანიტა რაჭველიშვილმა, თამარ ივერიმ, ნინო სურგულაძემ, მარიკა გულორდავამ, თეონა დვალმა, ნანა მირიანიმ (ქავთარაშვილი) და უცხოელმა პრიმადონებმა: ოლგა ბოროდინამ, ირინა მაკაროვამ. არიები შეასრულეს ასევე ნატალია ქუთათელაძემ, ირინკა შერაზადიშვილმა და მარიამ როინიშვილმა.

გარდა მომღერლებისა, კონცერტში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა მევიოლინემ, ლიანა ისაკაძემ.

საგანგებოდ იუბილისადმი სპორტის სასახლეში აშენდა უპრეცედენტო სცენა და ორიგინალური დეკორაცია ეკრანებით, სპეციფიკური განათებითა და გახმოვანებით.

სპეციალურად ამ დღისთვის გაერთიანდა ორი სიმფონიური ორკესტრი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი და ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. გაერთიანებულ ორკესტრს ორმა მაესტრომ - ჯანლუკა მარჩანომ და ნიკოლოზ რაჭველმა უდირიჟორეს.

ალენ დელონმა კონცერტის მიმდინარეობისას მსოფლიო ბანის ცხოვრების ეპიზოდები გაიხსენა. მან პაატა ბურჭულაძის 80 წლის იუბილეზე საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ იმ დროისთვის თავად 100 წლის იქნება.

ნიკოლოზ რაჭველმა იუბილარს ევგენი მიქელაძის სახელობის ჯილდო უსახსოვრა.

ღონისძიების დასასრულს კი ყველა მონაწილე ქალბატონი სცენაზე გამოვიდა და იუბილარს თაიგულები მიართვა. შესრულდა სიმღერა - "რა ლამაზი დღეა".

პაატა ბურჭულაძემ დღევანდელი დღე ზეიმად შეაფასა. "ეს იყო ზეიმი. ეს იყო მუსიკის, გემოვნების, არქიტექტურის ზეიმი. მიხარია, რომ ეს მოხდა საქართველოში. მომილოცეს ჩემი იუბილე, მაგრამ გილოცავთ, რომ ასეთი რამ საქართველოში მოხდა. გილოცავთ, რომ ზეიმის 99% საქართველოს ხელოვანები არიან. დღეს მთელ მსოფლიოს ნელ-ნელა იპყრობს ქართული ხელოვნება", - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

საიუბილეო კონცერტს ესწრებოდა სრულიად საქართვეოლოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხელისუფლების, ოპოზიციის, ხელოვნების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის საკრებულო და თბილისის მერია. პროექტის გენერალური სპონსორია სამშენებლო კომპანია "ჯი-დი-ჯი". მონაწილეების ოფიციალური გადამყვანია ავიაკომპანია "ლუფთჰანზა".

პროექტის პარტნიორები არიან: ტელეკომპანია "იმედი", გაზეთი "კვირის პალიტრა", myvideo.ge, outdoor.ge, სარეკლამო კომპანია "ემ ეს ჯგუფი", რადიოები: "ფორტუნა", "არ დაიდარდო", "ავტორადიო" და "ფორტუნა+", ჟურნალი OK, გაზეთი "Georgia Today", სასტუმრო "რადისონ ბლი ივერია", ექსპოჯორჯია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება