სანკტ-პეტერბურგში ქართველი ე.წ. ავტორიტეტი, 35 წლის ლექსო გალელი დააკავეს. რუსეთის შსს-ს საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, "კრიმინალური ავტორიტეტი" მაშინ დააკავეს, როდესაც ის ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა.
რუსული სააგენტოების ცნობით, ლექსო გალელი რუსეთიდან ორჯერ არის გამოძევებული. დაკავებისას სამართალდამცავებმა მას 5 გრამი ჰეროინი აღმოუჩინეს.
მას ბრალი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მუხლით წაუყენეს.