''რეიტინგის'' გულახდილი რუბრიკის მორიგი გაბედული რესპონდენტი მარი ბაბეტაა. მან ჩვენ მიერ დასმულ უხერხულ შეკითხვებზე თამამი პასუხები არ დაიშურა და ეს, რასაკვირველია, მოულოდნელი არ ყოფილა. მარის გულწრფელობის ხარისხი კი თავად შეაფასეთ.
- სექსისას რომელია შენი საყვარელი პოზა?
- ქართველებისთვის 69 ასოცირდება ბაბეტასთან. ''გია ჯაჯანიძის შოუს'' გასვლის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს პოზა მიყვარს, რაც სიმართლეა. გამუდმებით ვიღებ წერილებს: ''ბაბეტ, მეც მევასება 69 და დავკავდეთ რა!'' ან ''ბაბეტ, მასწავლი 69-ს?''. ამ პოზას მე გავაკეთებ მხოლოდ და მხოლოდ საყვარელ ადამიანთან. აგრეთვე, მომწონს პოზიცია, რომელშიც ქალი დომინანტია. სექსისას კაცს უნდა ვაკონტროლებდე და ვმართავდე.
- კაცს დაშორდები იმიტომ, რომ პატარა მამაკაცური ღირსება აქვს ან იმპოტენტია?
- თუ მიყვარს, არა, მე ხომ ასოს უნახავი არ ვარ!
- კაცის გამო ქალი გიცემია?
- არა. ძალადობის წინააღმდეგი ვარ. ჩემთვის მიუღებელია ქალების ცემა-ტყეპა, მით უმეტეს კაცის გულისთვის. ხშირ შემთხვევაში სხვა ქალი დამნაშავე არ არის. უმეტესწილად კაცებს აქვთ მოღალატე ბუნება. აგრეთვე, ხშირად თავად ვართ დამნაშავეები. ეტყობა, სათანადოდ ვერ დავაკმაყოფილეთ კაცი და ამიტომ გაუწია გულმა სხვისკენ. ხოლო თუ ვინმე წყვილის ბედნიერების დარღვევას ცდილობს, ბოროტება ბუმერანგივით დაუბრუნდება.