კვენტინ ტარანტინოს ფილმების ვარსკვლავმა, 44 წლის მსახიობმა უმა ტურმანმა ნიუ-იორკში გამართულ ერთ-ერთ პრემიერაზე ყურადღება სხვების მსგავსად არა ჩაცმულობით, არამედ გარეგნობით მიიქცია.
საქმე ის არის, რომ ჰოლივუდის მსახიობმა სახეზე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, შედეგმა კი სრულიად მსოფლიოს ინტერნეტსამყარო გააოგნა - მსახიობს ყველასთვის კარგად ნაცნობი, მაყურებლისთვის საყვარელი გამომეტყველება სრულიად "წაშლილი" აქვს და ახლა დაჭიმული კანის გამო, მის სახეზე რაიმე ემოციის პოვნა ძალიან გაგიჭირდებათ.