პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მდგომარეობაა ფოთის ცენტრალურ პარკში
რა მდგომარეობაა ფოთის ცენტრალურ პარკში

მრა­ვა­ლი წე­ლია ფო­თის ცენ­ტრა­ლურ პარკს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია არ ჩა­ტა­რე­ბია. იქ არ­სე­ბუ­ლი სუ­რა­თი უც­ვლე­ლია. მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, მხო­ლოდ სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში ჩარ­თუ­ლი შად­რე­ვა­ნი და ახალ­გაზ­რდე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა. Ambebi.ge ფო­თის ცენ­ტრა­ლურ პარკში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით და­ინ­ტე­რეს­და.

ფო­თის ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კი ფო­თე­ლე­ბის თავ­შეყ­რის ერთ-ერთი ად­გი­ლია, თუმ­ცა მრა­ვა­ლი წე­ლია იქ ვი­თა­რე­ბა არ იც­ვლე­ბა. პარკში დას­ვე­ნე­ბი­სა და გარ­თო­ბი­სათ­ვის არა­ნა­ი­რი პი­რო­ბა არ არის, ცენ­ტრა­ლურ პარკში ერთი კა­ფეც არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. იქ პა­ტა­რე­ბის­თვის არც ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბია, სა­მა­გი­ე­როდ შეხ­ვდე­ბით მო­უ­წეს­რი­გე­ბელ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, სკა­მებს, რომ­ლე­ბიც მწყობ­რი­და­ნაა გა­მო­სუ­ლი და ახ­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბას სა­ჭი­რო­ებს, ლამ­პი­ო­ნებს რომ­ლე­ბიც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია და თა­ვის ფუნ­ქცი­ას არ ას­რუ­ლებს. ახლგაზ­რდე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა პარკში არ და­დის და დას­ვე­ნე­ბას ქა­ლაქ­გა­რეთ ამ­ჯო­ბი­ნებს. ცენ­ტრა­ლურ პარკში ერ­თა­დერ­თი შად­რე­ვა­ნია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში ირ­თვე­ბა, და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი შად­რე­ვა­ნი უვარ­გი­სი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბის ნა­გავ­საყ­რე­ლა­დაა ქცე­უ­ლი. ის, რომ ფო­თის ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კი თა­ნა­მედ­რო­ვე სტა­ნა­დარ­ტებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ამას მისი დი­რექ­ტო­რიც არ უარ­ყოფს. რა­მაზ ქორ­ქია და­ფი­ნან­სე­ბის სიმ­წი­რე­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას და აცხა­დებს, რომ ბი­უ­ჯე­ტი წელს თით­ქმის გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლია.

Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში რა­მაზ ქორ­ქია ამ­ბობს, რომ 35 ათა­სი ლარი, რო­მე­ლიც ფო­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, არა თუ პარ­კის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის, არა­მედ იქ და­საქ­მე­ბუ­ლი 12 მუ­შა­ხე­ლის შე­ნახ­ვი­სათ­ვის არ არის საკ­მა­რი­სი. რა­მაზ ქორ­ქია ყვე­ბა, რომ შარ­შან ეს­პა­ნურ­მა ჯგუფ­მა პარ­კის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტი მო­ამ­ზა­და, რო­მე­ლიც გან­სა­ხილ­ვე­ლად ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს გა­და­ე­ცა, თუმ­ცა სა­კი­თხი ად­გი­ლი­დან არ დაძ­რუ­ლა.

"ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის პრი­ო­რი­ტე­ტულ სა­კი­თხებ­ში წელს ეზო­ე­ბის კე­თილ­მო­წყო­ბა, სა­ნი­აღ­ვრე არ­ხე­ბი­სა და სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო ქსე­ლის მო­წეს­რი­გე­ბა, ასე­ვე სა­ტუმ­ბი სად­გუ­რე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია შე­დის’’,- აცხა­დებს Ambebi.ge -სთან სა­უ­ბარ­ში ფო­თის მე­რის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლი. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ფო­თის ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლ­თა დაც­ვის ნუს­ხა­შია შე­სუ­ლი, ეს იქ არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ოდ­ნა­ვა­დაც არ ასა­ხუ­ლა. რო­გორც ირ­კვე­ვა, მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია არც ახლო მო­მა­ვალ­შია და­გეგ­მი­ლი.

სოფო კორ­ტა­ვა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

რა მდგომარეობაა ფოთის ცენტრალურ პარკში

რა მდგომარეობაა ფოთის ცენტრალურ პარკში

მრავალი წელია ფოთის ცენტრალურ პარკს რეაბილიტაცია არ ჩატარებია. იქ არსებული სურათი უცვლელია. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში ჩართული შადრევანი და ახალგაზრდების ნაკლებობა. Ambebi.ge ფოთის ცენტრალურ პარკში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა.

ფოთის ცენტრალური პარკი ფოთელების თავშეყრის ერთ-ერთი ადგილია, თუმცა მრავალი წელია იქ ვითარება არ იცვლება. პარკში დასვენებისა და გართობისათვის არანაირი პირობა არ არის, ცენტრალურ პარკში ერთი კაფეც არ ფუნქციონირებს. იქ პატარებისთვის არც ატრაქციონებია, სამაგიეროდ შეხვდებით მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას, სკამებს, რომლებიც მწყობრიდანაა გამოსული და ახლით ჩანაცვლებას საჭიროებს, ლამპიონებს რომლებიც დაზიანებულია და თავის ფუნქციას არ ასრულებს. ახლგაზრდები ამბობენ, რომ მათი უმრავლესობა პარკში არ დადის და დასვენებას ქალაქგარეთ ამჯობინებს. ცენტრალურ პარკში ერთადერთი შადრევანია, რომელიც მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში ირთვება, დანაგვიანებული შადრევანი უვარგისი საყოფაცხოვრებო ნივთების ნაგავსაყრელადაა ქცეული. ის, რომ ფოთის ცენტრალური პარკი თანამედროვე სტანადარტებს არ აკმაყოფილებს, ამას მისი დირექტორიც არ უარყოფს. რამაზ ქორქია დაფინანსების სიმწირეზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ბიუჯეტი წელს თითქმის განახევრებულია.

Ambebi.ge-სთან საუბარში რამაზ ქორქია ამბობს, რომ 35 ათასი ლარი, რომელიც ფოთის მუნიციპალიტეტიდან არის გათვალისწინებული, არა თუ პარკის რეაბილიტაციისთვის, არამედ იქ დასაქმებული 12 მუშახელის შენახვისათვის არ არის საკმარისი. რამაზ ქორქია ყვება,  რომ შარშან ესპანურმა ჯგუფმა პარკის რეაბილიტაციის პროექტი მოამზადა, რომელიც განსახილველად ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა, თუმცა საკითხი ადგილიდან არ დაძრულა.

„ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ საკითხებში წელს ეზოების კეთილმოწყობა, სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგება, ასევე სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია შედის’’,- აცხადებს Ambebi.ge -სთან საუბარში ფოთის მერის მოადგილე გიორგი მოისწრაფიშვილი. იმის მიუხედავად, რომ ფოთის ცენტრალური პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შესული, ეს იქ არსებულ მდგომარეობაზე ოდნავადაც არ ასახულა. როგორც ირკვევა, მისი რეაბილიტაცია არც ახლო მომავალშია დაგეგმილი.

სოფო კორტავა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია