სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის ბედის გადაწყვეტა შემწვარი კვერცხისა და ყველის თანხლებით - მსოფლიო ლიდერების შეხვედრის შედეგები, ოფიციალური და არაოფიციალური დეტალები
უკრაინის ბედის გადაწყვეტა შემწვარი კვერცხისა და ყველის თანხლებით - მსოფლიო ლიდერების შეხვედრის შედეგები, ოფიციალური და არაოფიციალური დეტალები

მინ­სკში "ნორ­მან­დი­ულ ოთხე­ულს" შო­რის შეხ­ვედ­რა დას­რულ­და. მი­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა უცხო­ურ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ფორ­მი­რე­ბას უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წევს. გარ­და ამი­სა, მინ­სკში მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა, უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის მიერ კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში "ქვეყ­ნის სა­ზღვარ­ზე" კონ­ტრო­ლის სრულ აღ­დგე­ნას ით­ვა­ლის­წი­ნებს. რო­გორც შე­თან­ხმე­ბულ დო­კუ­მენ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, კონ­ტრო­ლის აღ­დგე­ნა ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა და­ი­წყოს და 2015 წლის ბო­ლომ­დე უნდა დას­რულ­დეს. ასე­ვე, შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს 2015 წლის ბო­ლომ­დე ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ღე­ბას, რო­მელ­შიც მთა­ვა­რი ცვლი­ლე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ რე­გი­ო­ნე­ბის დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცია იქ­ნე­ბა. ასე­ვე, უნდა მი­ი­ღონ დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ცალ­კე­უ­ლი რა­ი­ო­ნე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნიც.

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ფრან­სუა ოლან­დი აცხა­დებს, რომ მინ­სკში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შე­დე­გად მხა­რე­ებ­მა ყვე­ლა პი­რო­ბა­ზე შე­თან­ხმე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხეს. მისი თქმით, დარ­ჩა გარ­კვე­უ­ლი ას­პექ­ტე­ბი, რაც კვლავ შე­უ­თან­ხმე­ბე­ლია, თუმ­ცა, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­ერ­თო ჯამ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო. მინ­სკში მხა­რე­ებს შო­რის მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის შეს­რუ­ლე­ბას საფ­რან­გე­თი და გერ­მა­ნია გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ.

რო­გორც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა აღ­ნიშ­ნა, იგი შე­უ­თან­ხმდა პო­რო­შენ­კოს, რომ სამ­ხედ­რო ექპერ­ტებს დე­ბალ­ცე­ვო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბა და­ე­ვა­ლოთ. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნამ უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მე­ბი, რათა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იყოს აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბი. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბით, ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა ძა­ლა­ში, 15 თე­ბერ­ვალს, 00:00 სა­ათ­ზე შევა.

გარ­და ამი­სა, მინ­სკში გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, რუ­სეთ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მფრი­ნა­ვის ნა­დეჟ­და სავ­ჩენ­კოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც შე­თან­ხმდნენ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სავ­ჩენ­კოს რუ­სეთ­ში ორი რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბა­ში და რუ­სე­თის სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. დღეს მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმდე­ბით კი, ის რუ­სულ­მა მხა­რემ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს. "ნორ­მან­დი­უ­ლი ოთხე­უ­ლის" შეხ­ვედ­რის შე­დე­გად მხა­რე­ე­ბი ასე­ვე შე­თან­ხმდნენ მძევ­ლე­ბის 19 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზეც.

რაც შე­ე­ხე­ბა შეხ­ვედ­რის არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ მხა­რეს, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­მა თა­ვად­ვე გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს მე­დი­ას­თან, "ეს არ იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი ღამე. მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სის ყვე­ლა სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ მა­ინც მო­ვა­ხერ­ხეთ ძი­რი­თა­დი შე­თან­ხმე­ბე­ბის მიღ­წე­ვა", - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა.

შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო­მაც, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ 16 სა­ა­თი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სას მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი მი­ირ­თმევ­დნენ შემ­წვარ კვერ­ცხს, ყველ­სა და რძის პრო­დუქ­ტებს და სვამ­დნენ ყა­ვას, რო­მე­ლიც ლუ­კა­შენ­კოს თქმით, მას თა­ვად მიჰ­ქონ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მინ­სკში "ნორ­მან­დი­უ­ლი ოთხე­უ­ლის" შეხ­ვედ­რა გუ­შინ და­ი­წყო და დღეს 16 სა­ა­თი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ დას­რულ­და. მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ უკ­რა­ი­ნის, რუ­სე­თის, გერ­მა­ნი­ი­სა და საფ­რან­გე­თის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი.

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის| რა წე­რია დო­კუ­მენ­ტში, რო­მე­ლიც "ნორ­მან­დი­ულ­მა ოთხე­ულ­მა" მი­ი­ღო - შე­თან­ხმე­ბის 11 ძი­რი­თა­დი პუნ­ქტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

უკრაინის ბედის გადაწყვეტა შემწვარი კვერცხისა და ყველის თანხლებით - მსოფლიო ლიდერების შეხვედრის შედეგები, ოფიციალური და არაოფიციალური დეტალები

უკრაინის ბედის გადაწყვეტა შემწვარი კვერცხისა და ყველის თანხლებით - მსოფლიო ლიდერების შეხვედრის შედეგები, ოფიციალური და არაოფიციალური დეტალები

მინსკში "ნორმანდიულ ოთხეულს" შორის შეხვედრა დასრულდა. მიღებული დოკუმენტის მიხედვით, ყველა უცხოურ შეიარაღებულ ფორმირებას უკრაინის ტერიტორიის დატოვება მოუწევს. გარდა ამისა, მინსკში მიღწეული შეთანხმება, უკრაინის მთავრობის მიერ კონფლიქტის ზონაში "ქვეყნის საზღვარზე" კონტროლის სრულ აღდგენას ითვალისწინებს. როგორც შეთანხმებულ დოკუმენტშია აღნიშნული, კონტროლის აღდგენა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და 2015 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ასევე, შეთანხმება ითვალისწინებს 2015 წლის ბოლომდე ახალი კონსტიტუციის მიღებას, რომელშიც მთავარი ცვლილება აღმოსავლეთ რეგიონების დეცენტრალიზაცია იქნება. ასევე, უნდა მიიღონ დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეული რაიონებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ კანონიც.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ მინსკში გამართული შეხვედრის შედეგად მხარეებმა ყველა პირობაზე შეთანხმება ვერ მოახერხეს. მისი თქმით, დარჩა გარკვეული ასპექტები, რაც კვლავ შეუთანხმებელია, თუმცა, მოლაპარაკებები საერთო ჯამში წარმატებული იყო. მინსკში მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებას საფრანგეთი და გერმანია გააკონტროლებენ.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, იგი შეუთანხმდა პოროშენკოს, რომ სამხედრო ექპერტებს დებალცევოში არსებული ვითარების შეფასება დაევალოთ. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა განახორციელოს საკონსტიტუციო რეფორმები, რათა გარანტირებული იყოს აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები ადამიანების უფლებები. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში, 15 თებერვალს, 00:00 საათზე შევა.

გარდა ამისა, მინსკში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, რუსეთში დაკავებული უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებაც შეთანხმდნენ. შეგახსენებთ, რომ სავჩენკოს რუსეთში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში და რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებდნენ. დღეს მიღწეული შეთანხმდებით კი, ის რუსულმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს. "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრის შედეგად მხარეები ასევე შეთანხმდნენ  მძევლების 19 დღის განმავლობაში გათავისუფლებაზეც.

რაც შეეხება შეხვედრის არაოფიციალურ მხარეს, რომელიც მსოფლიო ლიდერებმა თავადვე გაასაჯაროვეს მედიასთან, "ეს არ იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგი ღამე. მოლაპარაკების პროცესის ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენ მაინც მოვახერხეთ ძირითადი შეთანხმებების მიღწევა", - განაცხადა პუტინმა.

შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა ალექსანდრე ლუკაშენკომაც, რომელმაც აღნიშნა, რომ 16 საათიანი მოლაპარაკებისას მსოფლიო ლიდერები მიირთმევდნენ შემწვარ კვერცხს, ყველსა და რძის პროდუქტებს და სვამდნენ ყავას, რომელიც ლუკაშენკოს თქმით, მას თავად მიჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ მინსკში "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრა გუშინ დაიწყო და დღეს 16 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ დასრულდა. მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდნენ უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის პირველი პირები.

მეტი ინფორმაციისთვის| რა წერია დოკუმენტში, რომელიც "ნორმანდიულმა ოთხეულმა" მიიღო - შეთანხმების 11 ძირითადი პუნქტი

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა