Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ნარმანიას მაღალჩინოსანი მეგობარი ბოდოკია, რომელსაც 50 000 დოლარის ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ
ვინ არის ნარმანიას მაღალჩინოსანი მეგობარი ბოდოკია, რომელსაც 50 000 დოლარის ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, გან­სა­კუ­თე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის აპა­რა­ტის უფ­რო­სი, 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯო­კია ბო­დო­კია და­ა­კა­ვეს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის აპა­რა­ტის უფ­როს­მა ჯო­კია ბო­დო­კი­ამ ერთ-ერთი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მა­ში დახ­მა­რე­ბი­სა და მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში მფარ­ვე­ლო­ბის გა­წე­ვის სა­ნაც­ვლოდ, ქრთა­მის სა­ხით მოს­თხო­ვა სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 10% – 180 000 აშშ დო­ლა­რი, სა­ი­და­ნაც წი­ნას­წარ ქრთა­მის სა­ხით აიღო მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხის ნა­წი­ლი – 50 000 აშშ დო­ლა­რი.

რო­გორც და­კა­ვე­ბუ­ლი ჯო­კია ბო­დო­კი­ას შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მე­რო­ბის ყო­ფი­ლი კან­დი­და­ტი ნიკა მე­ლია აცხა­დებს, ბო­დო­კი­ას თბი­ლი­სის მერ­თან, და­ვით ნარ­მა­ნი­ას­თან ახლო მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებს და ამას­თან, ის ნა­სა­მარ­თლე­ვია.

"თვე­ე­ბის წინ ვაპ­რო­ტეს­ტებ­დით ჯო­კია ბო­დო­კი­ას თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნას!

ვაპ­რო­ტეს­ტებ­დით არა იმი­ტომ, რომ ნარ­მა­ნი­ას უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი და თა­ნა­სოფ­ლე­ლი იყო, არა­მედ იმი­ტომ, რომ 2010 წელს მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი!

არა მგო­ნია ვინ­მე თვლი­დეს, რომ ჯო­კია ბო­დო­კი­ამ 180 000 აშშ დო­ლა­რი და­მო­უ­კი­დებ­ლად აიღო და მისი უშუ­ა­ლო ხელ­მძვა­ნე­ლო­ბა - ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გეგი ნი­ჟა­რა­ძე და მისი მო­ად­გი­ლე და­ვით მე­დუ­ლაშ­ვი­ლი საქ­მის კურ­სში არ იყ­ვნენ!

სამ­წუ­ხა­როდ, ეს ხალ­ხი სა­შო­ვარ­ზეა მო­სუ­ლი! მათ არ გა­აჩ­ნი­ათ უკე­თე­სი ხვა­ლინ­დე­ლი თბი­ლი­სის არც ხედ­ვა და არც უნა­რი!", - წერს მე­ლია "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 338-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 11-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს). "დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია მზად არის გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლოს", - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის აპა­რა­ტის უფ­რო­სის, ჯო­კია ბო­დო­კი­ას და­კა­ვე­ბის ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა [მეტი].

ვინ არის ნარმანიას მაღალჩინოსანი მეგობარი ბოდოკია, რომელსაც 50 000 დოლარის ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ

ვინ არის ნარმანიას მაღალჩინოსანი მეგობარი ბოდოკია, რომელსაც 50 000 დოლარის ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი, 1972 წელს დაბადებული ჯოკია ბოდოკია დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10% – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი.

როგორც დაკავებული ჯოკია ბოდოკიას შესახებ თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, ბოდოკიას თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან ახლო მეგობრობა აკავშირებს და ამასთან, ის ნასამართლევია.

"თვეების წინ ვაპროტესტებდით ჯოკია ბოდოკიას თბილისის მერიაში თანამდებობაზე დანიშვნას!

ვაპროტესტებდით არა იმიტომ, რომ ნარმანიას უახლოესი მეგობარი და თანასოფლელი იყო, არამედ იმიტომ, რომ 2010 წელს მძიმე დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი!

არა მგონია ვინმე თვლიდეს, რომ ჯოკია ბოდოკიამ 180 000 აშშ დოლარი დამოუკიდებლად აიღო და მისი უშუალო ხელმძვანელობა - ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე და მისი მოადგილე დავით მედულაშვილი საქმის კურსში არ იყვნენ!

სამწუხაროდ, ეს ხალხი საშოვარზეა მოსული! მათ არ გააჩნიათ უკეთესი ხვალინდელი თბილისის არც ხედვა და არც უნარი!", - წერს მელია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). "დედაქალაქის მერია მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს", - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის აპარატის უფროსის, ჯოკია ბოდოკიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა [მეტი].

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა