მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძვირადღირებული საძინებელი, სასადილო, როიალი, სახლი წყნეთში - დეტალები ჯოკია ბოდოკიას დეკლარაციიდან
ძვირადღირებული საძინებელი, სასადილო, როიალი, სახლი წყნეთში - დეტალები ჯოკია ბოდოკიას დეკლარაციიდან

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გან­სა­კუ­თე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის აპა­რა­ტის უფ­რო­სი, 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯო­კია ბო­დო­კია და­ა­კა­ვეს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯო­კია ბო­დო­კი­ამ ერთ-ერთი კერ­ძო კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მა­ში დახ­მა­რე­ბი­სა და მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში მფარ­ვე­ლო­ბის გა­წე­ვის სა­ნაც­ვლოდ, ქრთა­მის სა­ხით მოს­თხო­ვა სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 10% - 180 000 აშშ დო­ლა­რი, სა­ი­და­ნაც წი­ნას­წარ ქრთა­მის სა­ხით აიღო მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხის ნა­წი­ლი - 50 000 აშშ დო­ლა­რი.

ჯო­კია ბო­დო­კია ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ას "გუ­რია ნი­უს­მა" გა­და­ავ­ლო თვა­ლი.

რო­გორც 2003 წელს შევ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი­დან ირ­კვე­ვა, 175 000 ლა­რად შე­ფა­სე­ბულ ბი­ნას თბი­ლის­ში, შრო­შის ქუ­ჩა­ზე, ჯო­კი­ას დედა მა­ნო­ნი ბო­დო­კია ფლობ­და. მა­ნო­ნი ბო­დო­კი­ას სა­ხელ­ზეა 350 000 ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი სახ­ლი წყნეთ­ში, 40 000 ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­სა­დი­ლო, 10 000 ლა­რი­ა­ნი სა­ძი­ნე­ბე­ლი, 11 000 ლა­რი­ა­ნი რო­ი­ა­ლი და 50 000 ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი სხვა ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში და­კონ­კრე­ტე­ბუ­ლი არ არის.

2003 წელს მა­ნო­ნი ბო­დო­კი­ას სა­ჩუქ­რად 1090 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და 1760 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ოქ­როს სა­მა­ჯუ­რი აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

ამა­ვე წელს, ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნო­ნიმ 11 000 ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ოქ­როს ყელ­სა­ბა­მი გა­ას­ხვი­სა.

წყა­რო: gurianews.com

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ძვირადღირებული საძინებელი, სასადილო, როიალი, სახლი წყნეთში - დეტალები ჯოკია ბოდოკიას დეკლარაციიდან

ძვირადღირებული საძინებელი, სასადილო, როიალი, სახლი წყნეთში - დეტალები ჯოკია ბოდოკიას დეკლარაციიდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი, 1972 წელს დაბადებული ჯოკია ბოდოკია დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10% - 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 50 000 აშშ დოლარი.

ჯოკია ბოდოკია ქონებრივი დეკლარაციას "გურია ნიუსმა" გადაავლო თვალი.

როგორც 2003 წელს შევსებული დოკუმენტიდან ირკვევა, 175 000 ლარად შეფასებულ ბინას თბილისში, შროშის ქუჩაზე, ჯოკიას დედა მანონი ბოდოკია ფლობდა. მანონი ბოდოკიას სახელზეა 350 000 ლარად შეფასებული სახლი წყნეთში, 40 000 ლარად შეფასებული სასადილო, 10 000 ლარიანი საძინებელი, 11 000 ლარიანი როიალი და 50 000 ლარად შეფასებული სხვა ნივთები, რომლებიც დეკლარაციაში დაკონკრეტებული არ არის.

2003 წელს მანონი ბოდოკიას საჩუქრად 1090 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი და 1760 ლარის ღირებულების ოქროს სამაჯური აქვს მიღებული.

ამავე წელს, ქალბატონმა მანონიმ 11 000 ლარად ღირებული ოქროს ყელსაბამი გაასხვისა.

წყარო: gurianews.com

”გურია ნიუსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ