საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პუნქტებზე ცდილობენ შეთანხმების მიღწევას მსოფლიოს ლიდერები მინსკში და პუტინის ჟესტი ქართველ ჟურნალისტებს
რა პუნქტებზე ცდილობენ შეთანხმების მიღწევას მსოფლიოს ლიდერები მინსკში და პუტინის ჟესტი ქართველ ჟურნალისტებს

მინ­სკში "ნორ­მან­დი­ულ ოთხე­ულს" შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უკვე 14 სა­ა­თია, მიმ­დი­ნა­რე­ობს. უკ­რა­ი­ნის, რუ­სე­თის, გერ­მა­ნი­ი­სა და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბი უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტის აღ­მო­ფხვრის გზებ­ზე მსჯე­ლო­ბენ. შეხ­ვედ­რა გუ­შინ სა­ღა­მოს, თბი­ლი­სის დრო­ით, 21:15 წუთ­ზე და­ი­წყო. "მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა იმე­დი გვაქვს, რომ წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ევ­გე­ნი პე­რე­ბი­ი­ნის­მა.

შეხ­ვედ­რას რუ­სე­თის პირ­ვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი, სერ­გეი ლავ­რო­ვიც ეს­წრე­ბა, მან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მხო­ლოდ ერთი სი­ტყვით შე­ა­ფა­სა. მისი თქმით, შეხ­ვედ­რა "მშვე­ნივ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს".

გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, გრი­გო­რი კა­რა­სი­ნის შე­ფა­სე­ბე­ბი: "მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი, და­ძა­ბუ­ლი დის­კუ­სია, ვმუ­შა­ობთ შე­საძ­ლო შე­თან­ხმე­ბებ­ზე".

პრე­ზი­დენ­ტებს შო­რის მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ძი­რი­თა­დი პუნ­ქტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ასო­შე­ი­ტედ პრე­სი" ავ­რცე­ლებს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, პეტ­რო პო­რო­შენ­კო, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, ფრან­სუა ოლან­დი და ან­გე­ლა მერ­კე­ლი შემ­დეგ პი­რო­ბებ­ზე ცდი­ლო­ბენ შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვას: 1. უკ­რა­ი­ნას სურს აღ­მო­სავ­ლეთ რე­გი­ონ­ში სა­დე­მარ­კა­ციო ხაზი დარ­ჩეს ისე, რო­გორც მხა­რე­ებ­მა სექ­ტემ­ბერ­ში შე­ა­თან­ხმეს. რუ­სეთს კი სურს ახა­ლი ხა­ზის გავ­ლე­ბა და ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბის­თვის იმ ტე­რი­ტო­რი­ის მი­კუთ­ვნე­ბა, რაც მათ ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­კა­ვეს. 2. რუ­სე­თი აცხა­დებს, რომ მისი სამ­ხედ­რო­ე­ბი და არ­ტი­ლე­რია აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში არ არის, უკ­რა­ი­ნა კი მას ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნის­კენ მო­უ­წო­დებს. 3. უკ­რა­ი­ნას სურს აღად­გი­ნოს კონ­ტრო­ლი რუ­სეთ­თან სა­ზღვარ­ზე, იმი­სათ­ვის რომ გა­ა­კონ­ტრო­ლოს რუ­სე­თი­დან მებ­რძო­ლე­ბი­სა და ია­რა­ღის შე­დი­ნე­ბის პრო­ცე­სი, მოს­კო­ვი კი აცხა­დებს, რომ ეს სა­კი­თხი ამ­ბო­ხე­ბუ­ლებ­მა უნდა გა­და­წყვი­ტონ. 4. უკ­რა­ი­ნა აცხა­დებს, რომ მას შე­უძ­ლია სე­პა­რა­ტის­ტე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ებს უფრო მეტი უფ­ლე­ბა მის­ცეს უკ­რა­ი­ნის კა­ნონ­დებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, რუ­სე­თი კი ამის გა­რან­ტი­ებს ითხოვს და კი­ევს მო­უ­წო­დებს იზ­რუ­ნოს აღ­მო­სავ­ლეთ რე­გი­ო­ნის ფი­ნან­სუ­რი ბლო­კა­დის მოხ­სნა­ზე.

ამ დრო­ის­თვის, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რა და­ტო­ვა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა და პუ­ტი­ნის თა­ნა­შემ­წე ვლა­დის­ლავ სურ­კოვ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მიერ დას­მულ შე­კი­თხვა­ზე, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თა და მხო­ლოდ თი­თის დაქ­ნე­ვით შე­მო­ი­ფარ­გლა.

რა პუნქტებზე ცდილობენ შეთანხმების მიღწევას მსოფლიოს ლიდერები მინსკში და პუტინის ჟესტი ქართველ ჟურნალისტებს

რა პუნქტებზე ცდილობენ შეთანხმების მიღწევას მსოფლიოს ლიდერები მინსკში და პუტინის ჟესტი ქართველ ჟურნალისტებს

მინსკში "ნორმანდიულ ოთხეულს" შორის მოლაპარაკებები უკვე 14 საათია, მიმდინარეობს. უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტები უკრაინის კონფლიქტის აღმოფხვრის გზებზე მსჯელობენ. შეხვედრა გუშინ საღამოს, თბილისის დროით, 21:15 წუთზე დაიწყო. "მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს, თუმცა იმედი გვაქვს, რომ წარმატებით დასრულდება", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ევგენი პერებიინისმა.

შეხვედრას რუსეთის პირველი დიპლომატი, სერგეი ლავროვიც ესწრება, მან მოლაპარაკებები მხოლოდ ერთი სიტყვით შეაფასა. მისი თქმით, შეხვედრა "მშვენივრად მიმდინარეობს".

განსხვავებულია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეფასებები: "მიმდინარეობს აქტიური, დაძაბული დისკუსია, ვმუშაობთ შესაძლო შეთანხმებებზე".

პრეზიდენტებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ძირითადი პუნქტების შესახებ ინფორმაციას "ასოშეიტედ პრესი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პეტრო პოროშენკო, ვლადიმერ პუტინი, ფრანსუა ოლანდი და ანგელა მერკელი შემდეგ პირობებზე ცდილობენ შეთანხმების მიღწევას: 1. უკრაინას სურს აღმოსავლეთ რეგიონში სადემარკაციო ხაზი დარჩეს ისე, როგორც მხარეებმა სექტემბერში შეათანხმეს. რუსეთს კი სურს ახალი ხაზის გავლება და ამბოხებულებისთვის იმ ტერიტორიის მიკუთვნება, რაც მათ ბოლო თვეების განმავლობაში დაიკავეს. 2. რუსეთი აცხადებს, რომ მისი სამხედროები და არტილერია აღმოსავლეთ უკრაინაში არ არის, უკრაინა კი მას ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. 3. უკრაინას სურს აღადგინოს კონტროლი რუსეთთან საზღვარზე, იმისათვის რომ გააკონტროლოს რუსეთიდან მებრძოლებისა და იარაღის შედინების პროცესი, მოსკოვი კი აცხადებს, რომ ეს საკითხი ამბოხებულებმა უნდა გადაწყვიტონ. 4. უკრაინა აცხადებს, რომ მას შეუძლია სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს უფრო მეტი უფლება მისცეს უკრაინის კანონდებლობის მიხედვით, რუსეთი კი ამის გარანტიებს ითხოვს და კიევს მოუწოდებს იზრუნოს აღმოსავლეთ რეგიონის ფინანსური ბლოკადის მოხსნაზე.

ამ დროისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა დატოვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვმა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე, ვლადიმერ პუტინმა კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ თითის დაქნევით შემოიფარგლა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა