პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაგრატიონს უმასპინძლა
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაგრატიონს უმასპინძლა

დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა, გელა დუმ­ბა­ძემ ემიგ­რა­ცი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ, ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­თა სა­მე­ფო სახ­ლის მე­თა­ურს, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რან­ბა­ტონს უმას­პინ­ძლა. შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ ანა­ლი­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი და­ვით ჩიკ­ვა­ი­ძე და ასე­ვე ეს­პა­ნე­თი­დან სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი თა­მარ გა­მი­ლაღ­დიშ­ვი­ლი-გა­გუა.

სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა კმა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა, რომ ბაგ­რა­ტი­ონ­თა ოჯახ­მა შეძ­ლო ხან­გრძლი­ვი დევ­ნი­ლო­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. გელა დუმ­ბა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტი მო­წო­დე­ბუ­ლია, ხელი შე­უ­წყოს უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ყვე­ლა თა­ნა­მე­მა­მუ­ლის სამ­შობ­ლო­ში ღირ­სე­უ­ლად დაბ­რუ­ნე­ბას და მათ დამ­კვიდ­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში. თა­ვის მხრივ, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ­მა გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, რომ იმ რე­სურ­სე­ბით, რაც გა­აჩ­ნია სა­მე­ფო სახ­ლს, აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის დახ­მა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რი­თიც ერ­თგვა­რად გაგ­რძელ­დე­ბა ის სა­ა­მა­ყო საქ­მი­ა­ნო­ბა, რა­საც ეწე­ო­და მისი პაპა, ირაკ­ლი ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რან­ბა­ტო­ნი ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის და­სახ­მა­რებ­ლად.

სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის კარი ღიაა ყვე­ლა იმ ინი­ცი­ა­ტი­ვი­სათ­ვის, რაც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლია უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბი­სა­კენ.

შეხ­ვედ­რის და­სას­რულს, გა­მო­ით­ქვა სა­მო­მავ­ლოდ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის სურ­ვი­ლი და და­ი­სა­ხა კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაგრატიონს უმასპინძლა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაგრატიონს უმასპინძლა

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულ, ბაგრატიონ-მუხრანელთა სამეფო სახლის მეთაურს, დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიკვაიძე და ასევე ესპანეთიდან სამშობლოში დაბრუნებული, სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი თამარ გამილაღდიშვილი-გაგუა.

სახელმწიფო მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ ბაგრატიონთა ოჯახმა შეძლო ხანგრძლივი დევნილობის შემდეგ საქართველოში დაბრუნება. გელა დუმბაძემ აღნიშნა, რომ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მოწოდებულია, ხელი შეუწყოს უცხოეთში მცხოვრები ყველა თანამემამულის სამშობლოში ღირსეულად დაბრუნებას და მათ დამკვიდრებას საქართველოში. თავის მხრივ, დავით ბაგრატიონმა გამოთქვა სურვილი, რომ იმ რესურსებით, რაც გააჩნია სამეფო სახლს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ქართული დიასპორის დახმარების მიმართულებით, რითიც ერთგვარად გაგრძელდება ის საამაყო საქმიანობა, რასაც ეწეოდა მისი პაპა, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონი ქართული ემიგრაციის დასახმარებლად.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კარი ღიაა ყველა იმ ინიციატივისათვის, რაც მიზანმიმართულია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების კეთილდღეობისაკენ.

შეხვედრის დასასრულს, გამოითქვა სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი და დაისახა კონკრეტული გეგმები.

"საერთოდ არ ვარ გასწორებულში... რაც აქამდე იყო, ვიღაც ტიპი, რომელიც უნამუსო აღმოჩნდა, იგივე დარჩება ჩემთვის" - რას წერს მაკო გომური გახარიაზე?

"მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ მოლაპარაკებაში..." - დავით ბაგრატიონი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

"როცა სასულიერო პირი ეტრფის სტალინს, ეს ნიშნავს, რომ მზადაა უსასტიკესი მეთოდებით ჩამოიშოროს სხვაგვარად მოაზროვნენი" - დეკანოზი