სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბარაქ ობამა - ვლადიმერ პუტინი საბჭოთა წარსულში გაიჭედა
ბარაქ ობამა - ვლადიმერ პუტინი საბჭოთა წარსულში გაიჭედა

აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი ბა­რაქ ობა­მა მი­იჩ­ნევს, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი საბ­ჭო­თა წარ­სულ­ში გა­ი­ჭე­და და ამის გამო, უამ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა წა­ერ­თვა.

"პუ­ტინს ძა­ლი­ან ძლი­ე­რად აქვს ფეს­ვი გად­გმუ­ლი საბ­ჭო­თა წარ­სულ­ში. სწო­რედ იქ მომ­წიფ­და. ის ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და "КГБ"-ს და ეს იყო გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ­ლი­თაც ის ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­გორც პი­როვ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ობა­მამ ინ­ტერ­ნეტ პორ­ტალ "Buzzfeed"-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, პუ­ტი­ნი პრობ­ლე­მებს ცივი ომის პრიზ­მა­დან უყუ­რებს და შე­დე­გად, მან რამ­დე­ნი­მე შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­აშ­ვე­ბი­ნა ხე­ლი­დან რუ­სეთს, მომ­ხდა­რი­ყო მისი ეკო­ნო­მი­კის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა, გა­ემ­ყა­რე­ბი­ნა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მე­ზობ­ლებ­თან და შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა რა­ი­მე სხვა, ვიდ­რე ეს ძვე­ლი საბ­ჭო­თა აგ­რე­სი­ის სტი­ლია.

უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბა­რაქ ობა­მამ გა­ნა­ცხა­და, რომ კვლა­ვაც ელო­დე­ბა რუ­სე­თის­გან დიპ­ლო­მა­ტი­ურ ინი­ცი­ა­ტი­ვებს იმ ვი­თა­რე­ბის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად, რო­მე­ლიც მან უკ­რა­ი­ნა­ში გა­მო­იწ­ვია.

ამას­თა­ნა­ვე, ობა­მამ კმა­ყო­ფი­ლე­ბით აღ­ნიშ­ნა რუ­სეთ­თან ისეთ სა­კი­თხებ­ზე თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ, რო­გო­რი­ცაა ირა­ნის ატო­მუ­რი პროგ­რა­მა.

ამე­რი­კის ლი­დე­რი რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კის სი­სუს­ტე­ზეც ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას და აცხა­დებს, რომ ეს ამე­რი­კა­საც უქ­მნის საფრ­თხეს. "ეს ცუ­დია რუ­სე­თის­თვის და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ამე­რი­კის­თვი­საც, რად­გან არ­სე­ბობს სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ თუ რუ­სეთ­ში საქ­მე­ე­ბი ცუ­დად წავა, ის და­უბ­რუნ­დე­ბა ძველ ექ­სპან­სი­ო­ნის­ტურ იდე­ებს, რომ­ლე­ბიც 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში არ უნდა არ­სე­ბობ­დეს", - გა­ნა­ცხა­და ობა­მამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ბარაქ ობამა - ვლადიმერ პუტინი საბჭოთა წარსულში გაიჭედა

ბარაქ ობამა - ვლადიმერ პუტინი საბჭოთა წარსულში გაიჭედა

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინი საბჭოთა წარსულში გაიჭედა და ამის გამო, უამრავი საშუალება წაერთვა.

"პუტინს ძალიან ძლიერად აქვს ფესვი გადგმული საბჭოთა წარსულში. სწორედ იქ მომწიფდა. ის ხელმძღვანელობდა "КГБ"-ს და ეს იყო გამოცდილება, რომლითაც ის ჩამოყალიბდა, როგორც პიროვნება", - განაცხადა ობამამ ინტერნეტ პორტალ "Buzzfeed"-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინი პრობლემებს ცივი ომის პრიზმადან უყურებს და შედეგად, მან რამდენიმე შესაძლებლობა გააშვებინა ხელიდან რუსეთს, მომხდარიყო მისი ეკონომიკის დივერსიფიცირება, გაემყარებინა ურთიერთობები მეზობლებთან და შეეთავაზებინა რაიმე სხვა, ვიდრე ეს ძველი საბჭოთა აგრესიის სტილია.

უკრაინასთან დაკავშირებით, ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ კვლავაც ელოდება რუსეთისგან დიპლომატიურ ინიციატივებს იმ ვითარების დასარეგულირებლად, რომელიც მან უკრაინაში გამოიწვია.

ამასთანავე, ობამამ კმაყოფილებით აღნიშნა რუსეთთან ისეთ საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ, როგორიცაა ირანის ატომური პროგრამა.

ამერიკის ლიდერი რუსეთის ეკონომიკის სისუსტეზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ეს ამერიკასაც უქმნის საფრთხეს. "ეს ცუდია რუსეთისთვის და, საბოლოო ჯამში, ამერიკისთვისაც, რადგან არსებობს საშიშროება, რომ თუ რუსეთში საქმეები ცუდად წავა, ის დაუბრუნდება ძველ ექსპანსიონისტურ იდეებს, რომლებიც 21-ე საუკუნეში არ უნდა არსებობდეს", - განაცხადა ობამამ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა