მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ერთობიან ცნობილი ქართველი ფეხბურთელების მეუღლეები ჰოლანდიაში
როგორ ერთობიან ცნობილი ქართველი ფეხბურთელების მეუღლეები ჰოლანდიაში

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ნა­ხე­ვარმცვე­ლი - ფეხ­ბურ­თე­ლი ვაკო ყა­ზა­იშ­ვი­ლი ჰო­ლან­დი­ა­ში, არ­ნე­მის "ვი­ტეს­ში" თა­მა­შობს.

21 წლის ფეხ­ბურ­თელს სა­ზღვარ­გა­რეთ საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა აქვს. ჰყავს ულა­მა­ზე­სი მე­უღ­ლე - გვან­ცა ნიშ­ნი­ა­ნი­ძე, რო­მელ­საც ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ვუ­კავ­შირ­დით.

- მე და ვაკო ერ­თმა­ნეთს ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობთ. ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენც ვმე­გობ­რობ­დით. ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. 17 წლის ასაკ­ში მივ­ხვდით, რომ ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან მოგ­ვწონ­და, შემ­დეგ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა გაღ­რმავ­და და დავ­ქორ­წინ­დით.

- რამ­დე­ნი წლის იყა­ვით, ოჯა­ხი რომ შექ­მე­ნით?

- ვა­კოც და მეც - ორი­ვე 19 წლის ვი­ყა­ვით. შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ო­დი დიდ­ხანს ვერ "გავ­ქა­ჩეთ".

- შვი­ლე­ბი არ გყავთ?

- არა, შვი­ლე­ბი ჯერ არ გვყავს. ყვე­ლა­ფე­რი წინ გვაქვს და არა­ფერს ვჩ­ქა­რობთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ ეტაპ­ზე ჰო­ლან­დი­ა­ში ვცხოვ­რობთ, რად­გან ვაკო აქა­ურ ნაკ­რებ­ში თა­მა­შობს... ჩვენ ერ­თმა­ნე­თის ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობთ. რო­გორც ვა­კოს საქ­მე მო­ი­თხოვს, მო­მა­ვალ­შიც ამის მი­ხედ­ვით ვი­მოქ­მე­დებთ და სა­დაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, სა­ცხოვ­რებ­ლა­დაც იქ გა­და­ვალთ. მთა­ვა­რია, ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან გვიყ­ვარს და პა­ტივს ვცემთ.

- შენ რა პრო­ფე­სია გაქვს?

- ბავ­შვო­ბი­დან მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. ძა­ლი­ან მინ­დო­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი გავმხდა­რი­ყა­ვი, მაგ­რამ ნა­ად­რე­ვად და­ო­ჯა­ხე­ბის გამო ეს ოც­ნე­ბა ვერ ავიხ­დი­ნე. სა­მო­მავ­ლოდ დიდი გეგ­მე­ბი მაქვს. იმე­დია, მათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შევ­ძლებ.

- მე­უღ­ლე ხომ არ იყო წი­ნა­აღ­მდე­გი, რომ სწავ­ლა თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­გეგ­რძე­ლე­ბი­ნა?

- არა, ვაკო ამის წი­ნა­აღ­მდე­გი არ იყო. უბ­რა­ლოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვცხოვ­რობ­დით და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ მო­ვა­ხერ­ხე სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე ჩა­ბა­რე­ბა.

- დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი გყავს?

- და და ძმა მყავს. 2 წლის ვი­ყა­ვი, როცა მამა გარ­და­იც­ვა­ლა და დე­დამ, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ქა­ლის იდე­ა­ლია, უმა­მოდ გაგვზარ­და.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

როგორ ერთობიან ცნობილი ქართველი ფეხბურთელების მეუღლეები ჰოლანდიაში

როგორ ერთობიან ცნობილი ქართველი ფეხბურთელების მეუღლეები ჰოლანდიაში

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი - ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი ჰოლანდიაში, არნემის "ვიტესში" თამაშობს.

21 წლის ფეხბურთელს საზღვარგარეთ საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს. ჰყავს ულამაზესი მეუღლე - გვანცა ნიშნიანიძე, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდით.

- მე და ვაკო ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ. ჩვენი მშობლები მეგობრები იყვნენ და შესაბამისად, ჩვენც ვმეგობრობდით. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. 17 წლის ასაკში მივხვდით, რომ ერთმანეთი ძალიან მოგვწონდა, შემდეგ ეს ურთიერთობა გაღრმავდა და დავქორწინდით.

- რამდენი წლის იყავით, ოჯახი რომ შექმენით?

- ვაკოც და მეც - ორივე 19 წლის ვიყავით. შეყვარებულობის პერიოდი დიდხანს ვერ "გავქაჩეთ".

- შვილები არ გყავთ?

- არა, შვილები ჯერ არ გვყავს. ყველაფერი წინ გვაქვს და არაფერს ვჩქარობთ. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე ჰოლანდიაში ვცხოვრობთ, რადგან ვაკო აქაურ ნაკრებში თამაშობს... ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებით ვცხოვრობთ. როგორც ვაკოს საქმე მოითხოვს, მომავალშიც ამის მიხედვით ვიმოქმედებთ და სადაც საჭირო იქნება, საცხოვრებლადაც იქ გადავალთ. მთავარია, ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და პატივს ვცემთ.

- შენ რა პროფესია გაქვს?

- ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი. ძალიან მინდოდა, წარმატებული და ცნობილი მსახიობი გავმხდარიყავი, მაგრამ ნაადრევად დაოჯახების გამო ეს ოცნება ვერ ავიხდინე. სამომავლოდ დიდი გეგმები მაქვს. იმედია, მათ განხორციელებას შევძლებ.

- მეუღლე ხომ არ იყო წინააღმდეგი, რომ სწავლა თეატრალურ უნივერსიტეტში გაგეგრძელებინა?

- არა, ვაკო ამის წინააღმდეგი არ იყო. უბრალოდ, საქართველოში არ ვცხოვრობდით და აქედან გამომდინარე, ვერ მოვახერხე სამსახიობოზე ჩაბარება.

- დედმამიშვილები გყავს?

- და და ძმა მყავს. 2 წლის ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა და დედამ, რომელიც ჩემთვის ქალის იდეალია, უმამოდ გაგვზარდა.

გაგრძელება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს