პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ბურჯანაძე ჟვანიას საქმეზე - საკითხი ზნეობრივი და ადამიანური ჩარჩოებიდან გავიდა
ნინო ბურჯანაძე ჟვანიას საქმეზე - საკითხი ზნეობრივი და ადამიანური ჩარჩოებიდან გავიდა

"გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რის ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­სა და რაულ იუ­სუ­პო­ვის შე­საძ­ლო არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის სცე­ნის შე­სა­ხებ სა­უბ­რით, სა­კი­თხი ზნე­ობ­რი­ვი და ადა­მი­ა­ნუ­რი ჩარ­ჩო­ე­ბი­დან გა­ვი­და.

რო­გორც ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ის გა­მო­ძი­ე­ბის არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას ითხოვს.

"ნამ­დვი­ლად ვე­რა­ფერს გე­ტყვით და არა მგო­ნია, რომ ამ თე­მა­ზე სა­ერ­თოდ ეს ზღვარ­გა­და­სუ­ლი გან­ხილ­ვე­ბი უნდა გაგ­რძელ­დეს. დიდი ხა­ნია ამ­ბო­ბენ, რომ საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და გახ­სნი­ლია. თუ ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია და თუ რა­მის თავი აქვს პრო­კუ­რა­ტუ­რას, გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გი და­დონ. მე ვფიქ­რობ, რომ უკვე ეს სა­კი­თხი არა­მარ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი, არა­მედ ზნე­ობ­რი­ვი და ადა­მი­ა­ნუ­რი ჩარ­ჩო­ე­ბი­დან გა­ვი­და", - გა­ნა­ცხა­და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-მა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა ამე­რი­კის გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს დას­კვნის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­სა და რაულ უსუ­პო­ვის საქ­მე­ზე მომ­ზად­და. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, დას­კვნე­ბი 2005, 2006 და 2007 წლე­ბით თა­რიღ­დე­ბა და მათ­ში დე­ტა­ლუ­რად არის აღ­წე­რი­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი, ყვე­ლა ნივ­თი და ყვე­ლა ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა ბი­ნა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე მი­თი­თი­ე­ბუ­ლია, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­სა და რაულ უსუ­პო­ვის დნმ-ის კვა­ლი რამ­დე­ნი­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის ნივთზეა აღ­მო­ჩე­ნი­ლი. მათ შო­რის, არის არა მარ­ტო ჭიქა და სი­გა­რე­ტის ნამ­წვა­ვი. დნმ-ის კვა­ლი ასე­ვე აღ­მო­ჩე­ნი­ლია ხა­ლა­თებ­სა და ზე­წარ­ზეც.

"რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, FBI-ის დას­კვნა­ში ასე­ვე სწე­რია, რომ გა­ზის გა­მათ­ბო­ბე­ლი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი იყო არას­წო­რად, ხოლო ბინა ჰერ­მე­ტუ­ლად იყო დახ­შუ­ლი.

"რუს­თა­ვი 2"-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ დას­კვნას ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვა გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ დო­კუ­მენტს ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ოჯა­ხის სრულ­წლო­ვა­ნი წევ­რე­ბი არა­ერ­თხელ გა­ეც­ნენ. დო­კუ­მენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ძმამ, გოგ­ლა ჟვა­ნი­ა­მაც გა­ა­კე­თა. მისი გან­ცხა­დე­ბით, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უბინ­ძუ­რე­სი ვერ­სია შე­თი­თხნა. გოგ­ლა ჟვა­ნი­ას თქმით, იქ დად­გმუ­ლი იყო სცე­ნა, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ნინო ბურჯანაძე ჟვანიას საქმეზე - საკითხი ზნეობრივი და ადამიანური ჩარჩოებიდან გავიდა

ნინო ბურჯანაძე ჟვანიას საქმეზე - საკითხი ზნეობრივი და ადამიანური ჩარჩოებიდან გავიდა

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის შესაძლო არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის სცენის შესახებ საუბრით, საკითხი ზნეობრივი და ადამიანური ჩარჩოებიდან გავიდა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ის გამოძიების არსებული მასალების გასაჯაროებას ითხოვს.

"ნამდვილად ვერაფერს გეტყვით და არა მგონია, რომ ამ თემაზე საერთოდ ეს ზღვარგადასული განხილვები უნდა გაგრძელდეს. დიდი ხანია ამბობენ, რომ საქმე გამოძიებული და გახსნილია. თუ ყველაფერი ნათელია და თუ რამის თავი აქვს პროკურატურას, გამოძიების შედეგი დადონ. მე ვფიქრობ, რომ უკვე ეს საკითხი არამარტო პოლიტიკური, არამედ ზნეობრივი და ადამიანური ჩარჩოებიდან გავიდა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გუშინ გაავრცელა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნის ნაწილი, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმეზე მომზადდა. ტელეკომპანიის ცნობით, დასკვნები 2005, 2006 და 2007 წლებით თარიღდება და მათში დეტალურად არის აღწერილი შემთხვევის ადგილი, ყველა ნივთი და ყველა ნივთიერება, რომელიც გამომძიებლებმა ბინაში აღმოაჩინეს. დოკუმენტში ასევე მითითიებულია, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის დნმ-ის კვალი რამდენიმე განსხვავებული ტიპის ნივთზეა აღმოჩენილი. მათ შორის, არის არა მარტო ჭიქა და სიგარეტის ნამწვავი. დნმ-ის კვალი ასევე აღმოჩენილია ხალათებსა და ზეწარზეც.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, FBI-ის დასკვნაში ასევე სწერია, რომ გაზის გამათბობელი დამონტაჟებული იყო არასწორად, ხოლო ბინა ჰერმეტულად იყო დახშული.

"რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ დასკვნას ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტს ზურაბ ჟვანიას ოჯახის სრულწლოვანი წევრები არაერთხელ გაეცნენ. დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამაც გააკეთა. მისი განცხადებით, წინა ხელისუფლებამ უბინძურესი ვერსია შეთითხნა. გოგლა ჟვანიას თქმით, იქ დადგმული იყო სცენა, რომ ამ ადამიანებს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ურთიერთობა ჰქონდათ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა