პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"FBI-მ დასკვნა გააკეთა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიაწოდა" - ამერიკის ელჩის პირველი კომენტარი ჟვანიას საქმის სკანდალურ დოკუმენტზე
"FBI-მ დასკვნა გააკეთა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიაწოდა" - ამერიკის ელჩის პირველი კომენტარი ჟვანიას საქმის სკანდალურ დოკუმენტზე

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მზად არის, სა­ქარ­თვე­ლოს ჟვა­ნი­ას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის კუ­თხით დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელჩმა, რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა გა­ნუ­ცხა­და.

"ჩვე­ნი პო­ზი­ცია ნა­თე­ლია უკვე მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამე­რი­კუ­ლი მხა­რე მზად არის, თხოვ­ნის და სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს ქარ­თულ მხა­რეს, იქ­ნე­ბა ეს ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის თუ სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ცოდ­ნის თვალ­საზ­რი­სით. ბა­ტო­ნი ჟვა­ნი­ა­სა და მას­თან ერ­თად ნა­პოვ­ნი ადა­მი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­შიც ასე მოხ­და ადრე და ასე იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­შიც. ჩვენ მზად ვართ, სა­ქარ­თვე­ლოს დახ­მა­რე­ბა გა­ვუ­წი­ოთ სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის კუ­თხით",- გა­ნა­ცხა­და ნორ­ლან­დმა.

რაც შე­ე­ხე­ბა FBI-ს დას­კვნას, ელ­ჩის თქმით, გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ­მა ბი­უ­რომ დას­კვნა გა­ა­კე­თა იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც მის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ.

რი­ჩარდ ნორ­ლან­დის თქმით, თუ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას აქვს ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია და მი­აწ­ვდის მას FBI-ს, ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­რო მზა­დაა, რომ ეს მა­სა­ლაც გა­მო­ი­ძი­ოს.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვის 2"-მა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა ამე­რი­კის გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს დას­კვნის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­სა და რაულ უსუ­პო­ვის საქ­მე­ზე მომ­ზად­და. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, დას­კვნე­ბი 2005, 2006 და 2007 წლე­ბით თა­რიღ­დე­ბა და მათ­ში დე­ტა­ლუ­რად არის აღ­წე­რი­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი, ყვე­ლა ნივ­თი და ყვე­ლა ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა ბი­ნა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­სა და რაულ უსუ­პო­ვის დნმ-ის კვა­ლი რამ­დე­ნი­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის ნივთზეა აღ­მო­ჩე­ნი­ლი. მათ შო­რის, არის არა მარ­ტო ჭიქა და სი­გა­რე­ტის ნამ­წვა­ვი. დნმ-ის კვა­ლი ასე­ვე აღ­მო­ჩე­ნი­ლია ხა­ლა­თებ­სა და ზე­წარ­ზეც. "რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, FBI-ის დას­კვნა­ში ასე­ვე სწე­რია, რომ გა­ზის გა­მათ­ბო­ბე­ლი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი იყო არას­წო­რად, ხოლო ბინა ჰერ­მე­ტუ­ლად იყო დახ­შუ­ლი.

"რუს­თა­ვი 2"-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ დას­კვნას ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვა გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ დო­კუ­მენტს ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ოჯა­ხის სრულ­წლო­ვა­ნი წევ­რე­ბი არა­ერ­თხელ გა­ეც­ნენ. დო­კუ­მენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ძმამ, გოგ­ლა ჟვა­ნი­ა­მაც გა­ა­კე­თა. მისი გან­ცხა­დე­ბით, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უბინ­ძუ­რე­სი ვერ­სია შე­თი­თხნა. გოგ­ლა ჟვა­ნი­ას თქმით, იქ დად­გმუ­ლი იყო სცე­ნა, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ა­ხე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"FBI-მ დასკვნა გააკეთა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიაწოდა" - ამერიკის ელჩის პირველი კომენტარი ჟვანიას საქმის სკანდალურ დოკუმენტზე

"FBI-მ დასკვნა გააკეთა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიაწოდა" - ამერიკის ელჩის პირველი კომენტარი ჟვანიას საქმის სკანდალურ დოკუმენტზე

ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, საქართველოს ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო ექსპერტიზის კუთხით დახმარება გაუწიოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა.

"ჩვენი პოზიცია ნათელია უკვე მრავალი წლის განმავლობაში. ამერიკული მხარე მზად არის, თხოვნის და სურვილის შემთხვევაში, დახმარება გაუწიოს ქართულ მხარეს, იქნება ეს ძალოვანი სტრუქტურის თუ სასამართლო ექსპერტიზის ცოდნის თვალსაზრისით. ბატონი ჟვანიასა და მასთან ერთად ნაპოვნი ადამიანის შემთხვევაშიც ასე მოხდა ადრე და ასე იქნება მომავალშიც. ჩვენ მზად ვართ, საქართველოს დახმარება გავუწიოთ სასამართლო ექსპერტიზის კუთხით",- განაცხადა ნორლანდმა.

რაც შეეხება FBI-ს დასკვნას, ელჩის თქმით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დასკვნა გააკეთა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომი გახადა საქართველოს მთავრობამ.

რიჩარდ ნორლანდის თქმით, თუ საქართველოს მთავრობას აქვს ახალი ინფორმაცია და მიაწვდის მას FBI-ს, ფედერალური ბიურო მზადაა, რომ ეს მასალაც გამოიძიოს.

ტელეკომპანია "რუსთავის 2"-მა გუშინ გაავრცელა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნის ნაწილი, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმეზე მომზადდა. ტელეკომპანიის ცნობით, დასკვნები 2005, 2006 და 2007 წლებით თარიღდება და მათში დეტალურად არის აღწერილი შემთხვევის ადგილი, ყველა ნივთი და ყველა ნივთიერება, რომელიც გამომძიებლებმა ბინაში აღმოაჩინეს. დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის დნმ-ის კვალი რამდენიმე განსხვავებული ტიპის ნივთზეა აღმოჩენილი. მათ შორის, არის არა მარტო ჭიქა და სიგარეტის ნამწვავი. დნმ-ის კვალი ასევე აღმოჩენილია ხალათებსა და ზეწარზეც. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, FBI-ის დასკვნაში ასევე სწერია, რომ გაზის გამათბობელი დამონტაჟებული იყო არასწორად, ხოლო ბინა ჰერმეტულად იყო დახშული.

"რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ დასკვნას ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტს ზურაბ ჟვანიას ოჯახის სრულწლოვანი წევრები არაერთხელ გაეცნენ. დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამაც გააკეთა. მისი განცხადებით, წინა ხელისუფლებამ უბინძურესი ვერსია შეთითხნა. გოგლა ჟვანიას თქმით, იქ დადგმული იყო სცენა, რომ ამ ადამიანებს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ურთიერთობა ჰქონდათ.

"ინტერპრესნიუსი"სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა