პარტნიორები:

    N17 დაწესებულების დირექტორის დაკავების გარდა, სისხლის სამართლებრივი დევნა 7 მსჯავრდებულის მიმართ დაიწყო

    N17 დაწესებულების დირექტორის დაკავების გარდა, სისხლის სამართლებრივი დევნა 7 მსჯავრდებულის მიმართ დაიწყო

    სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია დაწესებულების დირექტორი და 7 მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თეა პერტაიამ განაცხადა.

    "2015 წლის 1 იანვარს სასჯელაღსრულების დეპატრამენტის #17 დაწესებულებაში მოხდა ინციდენტი. კერძოდ, ადგილი ჰქონდა მსჯავრდებულთა მხრიდან ასევე მსჯავრდებულზე ძალადობის შემთხვევას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებაში მოთავსებული 7 მსჯავრდებულის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა და ისინი პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით მიეცნენ. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია და პასუხისგებაში მიეცა #17 დაწესებულების დირექტორი. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს", - განაცხადა პერტაიამ და დასძინა, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. მისივე თქმით, დამატებითი დეტალები საქმესთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი.

    "ინტერპრესნიუსი"

    დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

    "სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

    პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ