სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მოუხადა ბოდიში ზურა შარიამ ია ფარულავას - რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ჟესტიკულაციით ელაპარაკებიან
რატომ მოუხადა ბოდიში ზურა შარიამ ია ფარულავას - რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ჟესტიკულაციით ელაპარაკებიან

"პა­ლიტ­რა TV"-ს ეთერ­ში ერთი აზარ­ტუ­ლი, მხი­ა­რუ­ლი შოუ გა­დის, რო­მელ­საც "მი­მიხ­ვდი" ჰქვია. მას­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი. გა­და­ცე­მა­ში ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობს. რე­ა­ლუ­რად კი, ეს არის თა­მა­ში, სა­დაც ექ­ვსი კონ­კურ­სან­ტია, ანუ სამი წყვი­ლი. შოუს პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა - ცოტა ხან­ში ფი­ნა­ლის­ტი უნდა გა­მოვ­ლინ­დეს.

Ambebi.ge "მი­მიხ­ვდის" წამ­ყვანს, თამ­თა ასა­თი­ანს ესა­უბ­რა:

- თა­მა­შის პირ­ვე­ლი ტური მარ­ტი­ვია, მე­ო­რე ტური კი ოდ­ნავ რთულ­დე­ბა. სა­ერ­თოდ კი ამ ყვე­ლაფ­რის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პი შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობს: კა­ლა­თი­დან წყვი­ლებ­მა ფურ­ცე­ლი უნდა ამო­ი­ღონ, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი პი­როვ­ნე­ბის სა­ხე­ლი და გვა­რი, წიგ­ნის, ფილ­მის, პო­ლი­ტი­კო­სის, მომ­ღერ­ლის ვი­ნა­ო­ბა წე­რია. პირ­ველ ტურ­ში რამ­დე­ნი სი­ტყვი­თაც უნ­დათ, იმ­დე­ნით უხ­სნი­ან თა­ვის მე­წყვი­ლე­ებს, თუ რო­მე­ლი პი­როვ­ნე­ბის გვა­რი და სა­ხე­ლი წე­რია ფურ­ცელ­ზე, ანუ შე­ზღუ­დუ­ლი არ არი­ან. თითო სწო­რი პა­სუ­ხი ერთ ქუ­ლას უდ­რის. რამ­დენ სწორ პა­სუხ­საც გას­ცე­მენ, იმ­დე­ნად კარ­გია მათ­თვის. შემ­დეგ ტურ­ში კა­ლა­თი­დან ფურ­ცელ­ზე და­წე­რი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი კა­ლათ­ში ბრუნ­დე­ბა და მას­ზე მო­თა­მა­შეს მხო­ლოდ ერთი სი­ტყვით შე­უძ­ლია მი­ა­ნიშ­ნოს. მე­სა­მე ტურ­ში კი მი­ნიშ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უკვე ხმას აღარ იღე­ბენ და მხო­ლოდ მი­მი­კით, მოძ­რა­ო­ბით ხსნი­ან.

- რა პრინ­ცი­პით არ­ჩევთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და რო­გორ აწყვი­ლებთ მათ?

- პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ. მა­გა­ლი­თად, რუს­კა მა­ყაშ­ვილ­მა გა­მოთ­ქვა სურ­ვი­ლი, რომ მე­წყვი­ლედ თა­ვი­სი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყო­ლო­და, სოფო ბე­დი­ას მე­უღ­ლე უნ­დო­და, რომ მის გვერ­დით ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ არის შემ­თხვე­ვა, როცა ჩვენ გვან­დო­ბენ მე­წყვი­ლეს შერ­ჩე­ვას და ჩვე­ნი პრო­დი­უ­სე­რე­ბი აწყვი­ლე­ბენ. თუ მსა­ხი­ო­ბია, ვცდი­ლობთ, მსა­ხი­ობ­თან და­ვა­წყვი­ლოთ. სულ 9 ფი­ნა­ლის­ტი შე­ვარ­ჩი­ეთ, მათ­გან სამი უნდა დარ­ჩეს, ორი უკვე გა­მოვ­ლე­ნი­ლია. მე­სა­მე წყვი­ლი კი პა­რას­კევს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

- ფი­ნალ­ში ცხა­დია, მათ შო­რის კონ­კუ­რენ­ცია მო­ი­მა­ტებს.

- დიახ, კონ­კუ­რენ­ცია გა­იზ­რდე­ბა და ესე­ნი იქ­ნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ორ­ჯერ გა­ი­მარ­ჯვეს ჯერ შე­სარ­ჩევ ტურ­ში და შემ­დეგ უკვე ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში, კარ­გად უგე­ბენ ერ­თმა­ნეთს.

- გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წყვი­ლი რითი და­ჯილ­დოვ­დე­ბა?

- და­სა­ჩუქრდე­ბა ორ­კა­ცი­ა­ნი საგ­ზუ­რით უცხო­ეთ­ში, რა­ზეც ჩვე­ნი პარტნი­ო­რი სა­ა­გენ­ტო ზრუ­ნავს.

- ისე, კონ­კურ­სან­ტებს შო­რის, მგო­ნი, მსა­ხი­ო­ბე­ბი ჭარ­ბო­ბენ, არა?

- კი, ფი­ნალ­შიც მსა­ხი­ო­ბე­ბი მოხ­ვდნენ. ალ­ბათ მათ უფრო გა­უ­ად­ვილ­დათ, რად­გა­ნაც ბოლო ტურ­ზე სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბა იყო სა­ჭი­რო, რა­საც თავი კარ­გად გა­არ­თვეს. მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად, იუ­რის­ტე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ: მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი და ზვი­ად კორ­ძა­ძე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ბა­ტო­ნი ზვი­ა­დის მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა, ლა­მის მსა­ხი­ო­ბებს აჯო­ბა. ამო­ცა­ნას კარ­გად გა­არ­თვა თავი. ზო­გა­დად კი ჩა­წე­რე­ბი მხი­ა­რუ­ლად და აზარ­ტუ­ლად წა­რი­მარ­თა.

- რო­გორ მოგ­წონს შენი როლი ამ გა­და­ცე­მა­ში?

- მე გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი ვარ და ჩემი ძი­რი­თა­დი მო­ვა­ლე­ო­ბაა, მო­თა­მა­შე­ებს წე­სე­ბი ავუხ­სნა, გა­ვამ­ხნე­ვო, თუ რა­ი­მე შე­ეშ­ლე­ბათ, ან ვერ ახ­ვედ­რე­ბენ რო­გორც სა­ჭი­როა, ცოტა მი­ვეხ­მა­რო. მა­გა­ლი­თად, მარ­გო ლუ­ჩკო ქარ­თუ­ლად ვერ კი­თხუ­ლობს და შე­სა­ბა­მი­სად, მო­მი­წია მის­თვის ყურ­ში მე­ჩურ­ჩუ­ლა, მივ­ხმა­რე­ბო­დი, ყვარ­ყვა­რე თუ­თა­ბე­რი შეხ­ვდა, არ იცო­და, ვინ იყო... ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა წამ­ზო­მი ჩარ­თუ­ლა, დრო­ში შე­ზღუ­დუ­ლი ყო­ფი­ლან და ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ვერ გა­მო­უც­ნი­ათ. ასეთ დროს პრო­დი­უ­სე­რი ნე­ბას მრთავს, მი­ნი­მა­ლუ­რად მა­ინც მი­ვეხ­მა­რო და ჩემი წვლი­ლი ასე შე­ვი­ტა­ნო. ზო­გა­დად კი ჩემი ვა­ლია, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ვიყო ყვე­ლა მო­ნა­წი­ლის მი­მართ, დე­ტა­ლუ­რად და გა­სა­გებ ენა­ზე ავუხ­სნა მო­ნა­წი­ლე­ებს წე­სე­ბი, რომ არ გა­უ­ჭირ­დეთ თა­მა­ში. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ზურა შა­რია და თამ­რი­კო მა­ყაშ­ვი­ლი იყ­ვნენ წყვილ­ში, ია ფა­რუ­ლა­ვა შეხ­ვდათ, - უნდა აეხ­სნათ და ცოტა უხერ­ხუ­ლად ახ­სნეს. მერე ზუ­რამ ბო­დი­შიც კი მო­უ­ხა­და ეთე­რი­დან იას, სხვა გზა არ მქონ­და, ასე ახ­სნამ მო­მი­წი­აო. კარ­გად მახ­სოვს ნინო მუმ­ლა­ძი­სა და გი­ორ­გი გაგ­ლო­ე­ვის წყვი­ლი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სოდ ახ­სნეს. ეკა ნი­ჟა­რა­ძემ კი ისე მო­ინ­დო­მა, რომ ია­ტაკ­ზეც კი გაწ­ვა, "ნატ­ვრის ხის" ერთ-ერთი პერ­სო­ნა­ჟი შეხ­ვდა. მოკ­ლედ, ისე შე­დი­ან აზარტსა და როლ­ში, რომ მერე არა­ფერ­ზე უკან არ იხე­ვენ. გვყავ­და "თე­ატ­რა­ლუ­რის კვარ­ტე­ტის" ბი­ჭე­ბი, მათ სა­ოც­რად გა­ამ­ხნე­ვეს ერ­თმა­ნე­თი, "მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი" შე­მოს­ძა­ხეს. იყ­ვნენ მა­რი­ა­მი და კოკო რო­ი­ნიშ­ვი­ლე­ბი, მა­თაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­არ­თვეს თავი ამო­ცა­ნას. მი­უ­ხედ­ვა­ად იმი­სა, რომ მხი­ა­რუ­ლი თა­მა­შია, ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ ცოტა და­ძა­ბუ­ლან. ასეთ დროს მინ­და ხოლ­მე, რომ მშვი­დო­ბის მტრე­დი ვიყო, ვარ­წმუ­ნებ იმა­ში, რომ ეს არის თა­მა­ში, მაგ­რამ ალ­ბათ, ესეც მათი აზარ­ტის ნა­წი­ლია.

- მოკ­ლედ, ვინ არი­ან ფი­ნა­ლის­ტე­ბი?

- პირ­ვე­ლი ფი­ნა­ლის­ტე­ბი გახ­დნენ - ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი და დიმა ტა­ტიშ­ვი­ლი, "დე­ტექ­ტი­ვე­ბის გა­და­ღე­ბი­სას" იმ­დე­ნად და­ვახ­ლოვ­დით, ერ­თმა­ნეთს კარ­გად ვუ­გებ­თო და არც თა­მა­ში გა­უ­ჭირ­დათ. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რამ­დე­ნად უგე­ბენ პარტნი­ო­რე­ბი ერ­თმა­ნეთს. შემ­დე­გი ფი­ნა­ლის­ტე­ბი - ონი­სე ონი­ა­ნი და ეკა ნი­ჟა­რა­ძე გახ­დნენ, ისი­ნიც დიდი ხნის მე­გობ­რე­ბი არი­ან. მე­სა­მე ამ პა­რას­კევს გა­ირ­კვე­ვა. ახლა ასე ვე­ლო­დე­ბით ფი­ნალს, რის­თვი­საც ვემ­ზა­დე­ბით, გვინ­და, სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო იყოს. ვნა­ხოთ, ვინ გახ­დე­ბა ჩვე­ნი პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

რატომ მოუხადა ბოდიში ზურა შარიამ ია ფარულავას - რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ჟესტიკულაციით ელაპარაკებიან

რატომ მოუხადა ბოდიში ზურა შარიამ ია ფარულავას - რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ჟესტიკულაციით ელაპარაკებიან

"პალიტრა TV"-ს ეთერში ერთი აზარტული, მხიარული შოუ გადის, რომელსაც "მიმიხვდი" ჰქვია. მასში მაყურებელი აქტიურად არის ჩართული. გადაცემაში ბევრი ცნობილი ადამიანი მონაწილეობს. რეალურად კი, ეს არის თამაში, სადაც ექვსი კონკურსანტია, ანუ სამი წყვილი. შოუს პირველი სეზონი დასასრულს უახლოვდება - ცოტა ხანში ფინალისტი უნდა გამოვლინდეს.

Ambebi.ge "მიმიხვდის" წამყვანს, თამთა ასათიანს ესაუბრა:

- თამაშის პირველი ტური მარტივია, მეორე ტური კი ოდნავ რთულდება. საერთოდ კი ამ ყველაფრის ძირითადი პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: კალათიდან წყვილებმა ფურცელი უნდა ამოიღონ, სადაც საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი პიროვნების სახელი და გვარი, წიგნის, ფილმის, პოლიტიკოსის, მომღერლის ვინაობა წერია. პირველ ტურში რამდენი სიტყვითაც უნდათ, იმდენით უხსნიან თავის მეწყვილეებს, თუ რომელი პიროვნების გვარი და სახელი წერია ფურცელზე, ანუ შეზღუდული არ არიან. თითო სწორი პასუხი ერთ ქულას უდრის. რამდენ სწორ პასუხსაც გასცემენ, იმდენად კარგია მათთვის. შემდეგ ტურში კალათიდან ფურცელზე დაწერილი პიროვნებები კალათში ბრუნდება და მასზე მოთამაშეს მხოლოდ ერთი სიტყვით შეუძლია მიანიშნოს. მესამე ტურში კი მინიშნებასთან დაკავშირებით, უკვე ხმას აღარ იღებენ და მხოლოდ მიმიკით, მოძრაობით ხსნიან.

- რა პრინციპით არჩევთ ადამიანებს, რომლებიც გადაცემაში მონაწილეობენ და როგორ აწყვილებთ მათ?

- პოპულარულები და საზოგადოებისთვის ცნობილები უნდა იყვნენ. მაგალითად, რუსკა მაყაშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ მეწყვილედ თავისი შეყვარებული ჰყოლოდა, სოფო ბედიას მეუღლე უნდოდა, რომ მის გვერდით ყოფილიყო, მაგრამ არის შემთხვევა, როცა ჩვენ გვანდობენ მეწყვილეს შერჩევას და ჩვენი პროდიუსერები აწყვილებენ. თუ მსახიობია, ვცდილობთ, მსახიობთან დავაწყვილოთ. სულ 9 ფინალისტი შევარჩიეთ, მათგან სამი უნდა დარჩეს, ორი უკვე გამოვლენილია. მესამე წყვილი კი პარასკევს გახდება ცნობილი.

- ფინალში ცხადია, მათ შორის კონკურენცია მოიმატებს.

- დიახ, კონკურენცია გაიზრდება და ესენი იქნებიან ადამიანები, რომლებმაც ორჯერ გაიმარჯვეს ჯერ შესარჩევ ტურში და შემდეგ უკვე ნახევარფინალში, კარგად უგებენ ერთმანეთს.

- გამარჯვებული წყვილი რითი დაჯილდოვდება?

- დასაჩუქრდება ორკაციანი საგზურით უცხოეთში, რაზეც ჩვენი პარტნიორი სააგენტო ზრუნავს.

- ისე, კონკურსანტებს შორის, მგონი, მსახიობები ჭარბობენ, არა?

- კი, ფინალშიც მსახიობები მოხვდნენ. ალბათ მათ უფრო გაუადვილდათ, რადგანაც ბოლო ტურზე სამსახიობო ოსტატობა იყო საჭირო, რასაც თავი კარგად გაართვეს. მსახიობებთან ერთად, იურისტებიც მონაწილეობდნენ: მარიამ კუბლაშვილი და ზვიად კორძაძე. აღსანიშნავია ბატონი ზვიადის მოხერხებულობა, ლამის მსახიობებს აჯობა. ამოცანას კარგად გაართვა თავი. ზოგადად კი ჩაწერები მხიარულად და აზარტულად წარიმართა.

- როგორ მოგწონს შენი როლი ამ გადაცემაში?

- მე გადაცემის წამყვანი ვარ და ჩემი ძირითადი მოვალეობაა, მოთამაშეებს წესები ავუხსნა, გავამხნევო, თუ რაიმე შეეშლებათ, ან ვერ ახვედრებენ როგორც საჭიროა, ცოტა მივეხმარო. მაგალითად, მარგო ლუჩკო ქართულად ვერ კითხულობს და შესაბამისად, მომიწია მისთვის ყურში მეჩურჩულა, მივხმარებოდი, ყვარყვარე თუთაბერი შეხვდა, არ იცოდა, ვინ იყო... ყოფილა შემთხვევა, როცა წამზომი ჩართულა, დროში შეზღუდული ყოფილან და ძალიან ცნობილი ადამიანი ვერ გამოუცნიათ. ასეთ დროს პროდიუსერი ნებას მრთავს, მინიმალურად მაინც მივეხმარო და ჩემი წვლილი ასე შევიტანო. ზოგადად კი ჩემი ვალია, კეთილგანწყობილი ვიყო ყველა მონაწილის მიმართ, დეტალურად და გასაგებ ენაზე ავუხსნა მონაწილეებს წესები, რომ არ გაუჭირდეთ თამაში. მაგალითად, როდესაც ზურა შარია და თამრიკო მაყაშვილი იყვნენ წყვილში, ია ფარულავა შეხვდათ, - უნდა აეხსნათ და ცოტა უხერხულად ახსნეს. მერე ზურამ ბოდიშიც კი მოუხადა ეთერიდან იას, სხვა გზა არ მქონდა, ასე ახსნამ მომიწიაო. კარგად მახსოვს ნინო მუმლაძისა და გიორგი გაგლოევის წყვილი, მიხეილ სააკაშვილი ძალიან სახალისოდ ახსნეს. ეკა ნიჟარაძემ კი ისე მოინდომა, რომ იატაკზეც კი გაწვა, "ნატვრის ხის" ერთ-ერთი პერსონაჟი შეხვდა. მოკლედ, ისე შედიან აზარტსა და როლში, რომ მერე არაფერზე უკან არ იხევენ. გვყავდა "თეატრალურის კვარტეტის" ბიჭები, მათ საოცრად გაამხნევეს ერთმანეთი, "მრავალჟამიერი" შემოსძახეს. იყვნენ მარიამი და კოკო როინიშვილები, მათაც არაჩვეულებრივად გაართვეს თავი ამოცანას. მიუხედვაად იმისა, რომ მხიარული თამაშია, ყოფილა შემთხვევა, რომ ცოტა დაძაბულან. ასეთ დროს მინდა ხოლმე, რომ მშვიდობის მტრედი ვიყო, ვარწმუნებ იმაში, რომ ეს არის თამაში, მაგრამ ალბათ, ესეც მათი აზარტის ნაწილია.

- მოკლედ, ვინ არიან ფინალისტები?

- პირველი ფინალისტები გახდნენ - ლევან ჯიბღაშვილი და დიმა ტატიშვილი, "დეტექტივების გადაღებისას" იმდენად დავახლოვდით, ერთმანეთს კარგად ვუგებთო და არც თამაში გაუჭირდათ. დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად უგებენ პარტნიორები ერთმანეთს. შემდეგი ფინალისტები - ონისე ონიანი და ეკა ნიჟარაძე გახდნენ, ისინიც დიდი ხნის მეგობრები არიან. მესამე ამ პარასკევს გაირკვევა. ახლა ასე ველოდებით ფინალს, რისთვისაც ვემზადებით, გვინდა, საინტერესო და სახალისო იყოს. ვნახოთ, ვინ გახდება ჩვენი პირველი სეზონის გამარჯვებული.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"