სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაცვამ მითხრა, ყველაფერი გავაკეთეთ ზურაბის ღირსების შესანარჩუნებლადო და პირჯვარი გადაისახა" - პოლიტიკოსები ჟვანიას საქმის სკანდალურ, გაუხმაურებელ დოკუმენტზე
"დაცვამ მითხრა, ყველაფერი გავაკეთეთ ზურაბის ღირსების შესანარჩუნებლადო და პირჯვარი გადაისახა" - პოლიტიკოსები ჟვანიას საქმის სკანდალურ, გაუხმაურებელ დოკუმენტზე

გრძელ­დე­ბა გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი ჟვა­ნი­ას საქ­მე­ში არ­სე­ბულ დო­კუ­მენტზე, რო­მე­ლიც გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო და მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ "რუს­თა­ვი 2"-ს თოქ­შოუ "არ­ჩე­ვა­ნის" სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ი­ტყო. რო­გორც გა­და­ცე­მა­ში იყო ნათ­ქვა­მი, დო­კუ­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნი­ლია FBI-ს დას­კვნე­ბი, რო­მელ­შიც მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ა­სა და რაულ უსუ­პო­ვის დნმ-ის კვა­ლი რამ­დე­ნი­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის ნივთზეა აღ­მო­ჩე­ნი­ლი. მათ შო­რის, არის არა მარ­ტო ჭიქა და სი­გა­რე­ტის ნამ­წვა­ვი. დნმ-ის კვა­ლი ასე­ვე აღ­მო­ჩე­ნი­ლია ხა­ლა­თებ­სა და ზე­წარ­ზეც.

დო­კუ­მენ­ტის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის შემ­დეგ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­და, [მეტი] შე­ფა­სე­ბებს პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რე­ბიც აკე­თე­ბენ.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მე­ზე სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა მალე დას­რულ­დეს.

რო­გორც უსუ­ფაშ­ვილ­მა გოგ­ლა ჟვა­ნი­ას მიერ გუ­შინ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ისურ­ვებ­და, რომ

პრო­ცე­სი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ჩარ­ჩო­ებ­ში დარ­ჩეს და ნაკ­ლე­ბად ხდე­ბო­დეს მისი გარ­ჩე­ვა "სხვა­გან".

"ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა საქ­მის დრო­უ­ლი გახ­სნა ან იმის თქმა, რომ ესა თუ ის საქ­მე ახლა ვერ იხ­სნე­ბა ან კი­დევ იმის თქმა, რომ არა­ფე­რია გა­სახ­სნე­ლი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი ამ ტი­პის საქ­მე­ებ­ზე რაც შე­იძ­ლე­ბა მალე დას­რულ­დეს. დიახ, არის რთუ­ლი საქ­მე­ე­ბი, რო­მელ­თა გა­მო­ძი­ე­ბას სჭირ­დე­ბა წლე­ბი, მაგ­რამ მე ვი­სურ­ვებ­დი, რომ თუ დრო არის სა­ჭი­რო რა­ი­მეს გა­სარ­კვე­ვად, ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში იყოს რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი სპე­კუ­ლა­ცია, იყოს რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი დე­ბა­ტე­ბი, რო­მე­ლიც ჩრდილს აყე­ნებს ბევრ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც არის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი და რთუ­ლი გა­და­სა­ტა­ნი გარ­დაც­ვლი­ლის, მოკ­ლუ­ლის, თუ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბის­თვის. ზო­გა­დად მე ვი­სურ­ვებ­დი, რომ ეს პრო­ცე­სე­ბი იყოს მე­ტად მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ჩარ­ჩო­ებ­ში და ნაკ­ლე­ბად ხდე­ბო­დეს მისი გა­ტა­ნა სხვა­გან გა­სარ­ჩე­ვად", - აღ­ნიშ­ნა უსუ­ფაშ­ვილ­მა.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| გოგ­ლა ჟვა­ნია FBI-ს გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ დო­კუ­მენტზე

"თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" შე­ფა­სე­ბით, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­კი­თხი ძა­ლი­ან საფრ­თხი­ლო საქ­მეა.

რო­გორც დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებს "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­მა გა­ნუ­ცხა­და, ამ სა­კითხს დე­ტა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა სჭირ­დე­ბა.

"თუ არ­სე­ბობს ეჭვი, რომ რა­ი­მე არის გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი, რა თქმა უნდა, ეს სა­კი­თხი უნდა იქ­ნეს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი. ჩვენ მომ­ხრე ვართ ამ გა­მო­ძი­ე­ბის, მაგ­რამ ვფიქ­რობთ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბის­გან ყვე­ლამ თავი უნდა შე­ი­კა­ვოს. საქ­მე გვაქვს ადა­მი­ა­ნურ ტრა­გე­დი­ას­თან, მაგ­რამ ამას­თან, ყვე­ლა კი­თხვას უნდა გა­ე­ცეს პა­სუ­ხი, უნდა და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებს და მერე გა­ვა­კე­თოთ კო­მენ­ტა­რე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ვან­მა.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| "და­ეს­ხით თავს მიც­ვა­ლე­ბულს, ჟვა­ნია გა­და­გი­ყო­ლებთ თქვენ!" - ხა­თუ­ნა ხო­ფე­რი­ას მწვა­ვე ემო­ცი­უ­რი პოს­ტი "ნა­ცი­ო­ნა­ლებს"

არ მაქვს სა­ფუძ­ვე­ლი ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოფი­ცი­ა­ლურ, ან FBI-ის დას­კვნა­ში ეჭვი შე­ვი­ტა­ნო, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ყო­ფილ­მა დე­პუ­ტატ­მა პეტ­რე მამ­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მამ­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მას არა­ერ­თი უცხო­ე­ლი დიპ­ლო­მა­ტი ესა­უბ­რა და ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლე­ბით აღ­ნიშ­ნავ­და, რომ მთავ­რო­ბამ პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან შე­სა­ბა­მი­სი მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბის და გა­მო­ძი­ე­ბა­ში FBI-ს ჩარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა მათ.

"მათი აზ­რით, ეს იყო უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა. ეს მოხ­და იქ და არა სხვა­გან. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვამ­ბობ­დი, რომ იო­ტი­სო­დე­ნა სა­ფუძ­ვე­ლიც არ მაქვს იმი­სა, ეჭვი შე­ვი­ტა­ნო იმა­ში, რომ ეს არის უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა. კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რად რა თქმა უნდა, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ დნმ-ის შე­სა­ხე­ბაც. ჩემ­თვის სი­ურ­პი­რი­ზი იყო, რო­დე­საც ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვილ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ნა­ცხა­და, რომ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ასე­თი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ბი­ნე­ბი ყო­ველ­თვის ჰქონ­და და მათ ცვლი­და. ამის შე­სა­ხებ ვკი­თხე იმ ადა­მი­ა­ნებს ზუ­რას გა­რე­მოც­ვი­დან, ვი­საც ეს უნდა სცოდ­ნო­დათ და მა­თაც და­მი­დას­ტუ­რეს", - გა­ნა­ცხა­და პეტ­რე მამ­რა­ძემ.

იგი სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას დაც­ვის წევ­რე­ბის, ხარ­ში­ლა­ძი­სა და ძა­ძა­მი­ას უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში და აცხა­დებს, რომ ისი­ნი არი­ან უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი ყვე­ლა­ფერ­ში გარ­და იმი­სა, რომ ბრძა­ნე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბას შე­უდ­გნენ.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| "შე­წყვი­ტეთ მას­კა­რა­დი" - თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი ჟვა­ნი­ას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ­მა დე­ტა­ლებ­მა გა­ა­ღი­ზი­ა­ნა

მამ­რა­ძე მო­უ­წო­დებს ხარ­ში­ლა­ძეს და ძა­ძა­მი­ას, ასე­ვე ყო­ფილ ვიცე პრე­მი­ერს, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძეს და­კი­თხვას არ და­ე­ლო­დონ და დე­ტა­ლუ­რად მოყ­ვნენ ის სი­ტუ­ა­ცია და ის ვი­თა­რე­ბა, რაც მათ ბი­ნა­ში დახ­ვდათ.

მი­სი­ვე თქმით, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მამა, ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნია რომ ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ის მთელს სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ზე და­ა­ყე­ნებ­და და არ და­უშ­ვებ­და, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი ტყუ­ი­ლუბ­რა­ლოდ გაწ­ვა­ლე­ბუ­ლიყ­ვნენ ამ საქ­მის გამო.

"ამ ამ­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც ძა­ძა­მია შემ­ხვდა, მან მი­თხრა ასე­თი სი­ტყვე­ბი: მინ­და იცო­დეთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბის ღირ­სე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და პირ­ჯვა­რი გა­და­ი­სა­ხა. მო­ვუ­წო­დებ მას მოყ­ვეს, რა იყო ის აბ­სურ­დუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, რო­მე­ლიც დახ­ვდა ბი­ნა­ში", - გა­ნა­ცხა­და პეტ­რე მამ­რა­ძემ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"-ს მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით.

იახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია,მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"დაცვამ მითხრა, ყველაფერი გავაკეთეთ ზურაბის ღირსების შესანარჩუნებლადო და პირჯვარი გადაისახა" - პოლიტიკოსები ჟვანიას საქმის სკანდალურ, გაუხმაურებელ დოკუმენტზე

"დაცვამ მითხრა, ყველაფერი გავაკეთეთ ზურაბის ღირსების შესანარჩუნებლადო და პირჯვარი გადაისახა" - პოლიტიკოსები ჟვანიას საქმის სკანდალურ, გაუხმაურებელ დოკუმენტზე

გრძელდება გამოხმაურებები ჟვანიას საქმეში არსებულ დოკუმენტზე, რომელიც გასაიდუმლოებული იყო და მისი არსებობის შესახებ საზოგადოებამ "რუსთავი 2"-ს თოქშოუ "არჩევანის" საშუალებით შეიტყო. როგორც გადაცემაში იყო ნათქვამი, დოკუმენტში წარმოდგენილია FBI-ს დასკვნები, რომელშიც მითითებულია, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის დნმ-ის კვალი რამდენიმე განსხვავებული ტიპის ნივთზეა აღმოჩენილი. მათ შორის, არის არა მარტო ჭიქა და სიგარეტის ნამწვავი. დნმ-ის კვალი ასევე აღმოჩენილია ხალათებსა და ზეწარზეც.

დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ ცნობილი ადამიანების გარდა, [მეტი] შეფასებებს პოლიტიკური ფიგურებიც აკეთებენ.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას საქმეზე სპეკულაციები რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

როგორც უსუფაშვილმა გოგლა ჟვანიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ისურვებდა, რომ

პროცესი მართლმსაჯულების ჩარჩოებში დარჩეს და ნაკლებად ხდებოდეს მისი გარჩევა "სხვაგან".

"ძალიან მნიშვნელოვანია ყველა საქმის დროული გახსნა ან იმის თქმა, რომ ესა თუ ის საქმე ახლა ვერ იხსნება ან კიდევ იმის თქმა, რომ არაფერია გასახსნელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეკულაციები ამ ტიპის საქმეებზე რაც შეიძლება მალე დასრულდეს. დიახ, არის რთული საქმეები, რომელთა გამოძიებას სჭირდება წლები, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ თუ დრო არის საჭირო რაიმეს გასარკვევად, ამ დროის განმავლობაში იყოს რაც შეიძლება ნაკლები სპეკულაცია, იყოს რაც შეიძლება ნაკლები დებატები, რომელიც ჩრდილს აყენებს ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან მტკივნეული და რთული გადასატანი გარდაცვლილის, მოკლულის, თუ დაზარალებულის ახლობლებისთვის. ზოგადად მე ვისურვებდი, რომ ეს პროცესები იყოს მეტად მართლმსაჯულების ჩარჩოებში და ნაკლებად ხდებოდეს მისი გატანა სხვაგან გასარჩევად", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ| გოგლა ჟვანია FBI-ს გასაიდუმლოებულ დოკუმენტზე

"თავისუფალი დემოკრატების" შეფასებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საკითხი ძალიან საფრთხილო საქმეა.

როგორც დღეს ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა, ამ საკითხს დეტალური გამოძიება სჭირდება.

"თუ არსებობს ეჭვი, რომ რაიმე არის გამოუძიებელი, რა თქმა უნდა, ეს საკითხი უნდა იქნეს გამოძიებული. ჩვენ მომხრე ვართ ამ გამოძიების, მაგრამ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური შეფასებებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს. საქმე გვაქვს ადამიანურ ტრაგედიასთან, მაგრამ ამასთან, ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და მერე გავაკეთოთ კომენტარები", - განაცხადა ჩიქოვანმა.

ასევე დაგაინტერესებთ| "დაესხით თავს მიცვალებულს, ჟვანია გადაგიყოლებთ თქვენ!" - ხათუნა ხოფერიას მწვავე ემოციური პოსტი "ნაციონალებს"

არ მაქვს საფუძველი ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალურ, ან FBI-ის დასკვნაში ეჭვი შევიტანო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა დეპუტატმა პეტრე მამრაძემ განუცხადა.

როგორც მამრაძემ აღნიშნა, ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ მას არაერთი უცხოელი დიპლომატი ესაუბრა და ყველა კმაყოფილებით აღნიშნავდა, რომ მთავრობამ პირველივე წუთიდან შესაბამისი მასალების გაცნობის და გამოძიებაში FBI-ს ჩართვის საშუალება მისცა მათ.

"მათი აზრით, ეს იყო უბედური შემთხვევა. ეს მოხდა იქ და არა სხვაგან. წლების განმავლობაში ვამბობდი, რომ იოტისოდენა საფუძველიც არ მაქვს იმისა, ეჭვი შევიტანო იმაში, რომ ეს არის უბედური შემთხვევა. კონფიდენციალურად რა თქმა უნდა, მეუბნებოდნენ დნმ-ის შესახებაც. ჩემთვის სიურპირიზი იყო, როდესაც ირაკლი ბათიაშვილმა ტელევიზიით განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანიას ასეთი კონფიდენციალური ბინები ყოველთვის ჰქონდა და მათ ცვლიდა. ამის შესახებ ვკითხე იმ ადამიანებს ზურას გარემოცვიდან, ვისაც ეს უნდა სცოდნოდათ და მათაც დამიდასტურეს", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.

იგი სრულიად დარწმუნებულია ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების, ხარშილაძისა და ძაძამიას უდანაშაულობაში და აცხადებს, რომ ისინი არიან უდანაშაულოები ყველაფერში გარდა იმისა, რომ ბრძანების მიღების შემდეგ, ადგილზე არსებული ვითარების ფალსიფიცირებას შეუდგნენ.

ასევე დაგაინტერესებთ| "შეწყვიტეთ მასკარადი" - თამარ ჩერგოლეიშვილი ჟვანიას პირადი ცხოვრების შესახებ გავრცელებულმა დეტალებმა გააღიზიანა

მამრაძე მოუწოდებს ხარშილაძეს და ძაძამიას, ასევე ყოფილ ვიცე პრემიერს, გიორგი ბარამიძეს დაკითხვას არ დაელოდონ და დეტალურად მოყვნენ ის სიტუაცია და ის ვითარება, რაც მათ ბინაში დახვდათ.

მისივე თქმით, ზურაბ ჟვანიას მამა, ბესარიონ ჟვანია რომ ცოცხალი ყოფილიყო, ის მთელს საქართველოს ფეხზე დააყენებდა და არ დაუშვებდა, რომ უდანაშაულო ადამიანები ტყუილუბრალოდ გაწვალებულიყვნენ ამ საქმის გამო.

"ამ ამბის შემდეგ, როდესაც ძაძამია შემხვდა, მან მითხრა ასეთი სიტყვები: მინდა იცოდეთ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ ბატონი ზურაბის ღირსების შესანარჩუნებლად და პირჯვარი გადაისახა. მოვუწოდებ მას მოყვეს, რა იყო ის აბსურდული სიტუაცია, რომელიც დახვდა ბინაში", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსი"-ს მასალების მიხედვით.

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა