პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ვინმემ ხელში ჩაიგდო თქვენი დნმ და ის მოხვდა დანაშაულის ადგილას..." - შესაძლებელია თუ არა დნმ-ით მანიპულირება?
"თუ ვინმემ ხელში ჩაიგდო თქვენი დნმ და ის მოხვდა დანაშაულის ადგილას..." - შესაძლებელია თუ არა დნმ-ით მანიპულირება?

პრო­კუ­რა­ტუ­რამ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სნი­ლად გა­მო­ა­ცხა­და. ერთ-ერთი მთა­ვა­რი სამ­ხი­ლი, რა­ზეც პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­უბ­რობს, არის ხელ­ყუმ­ბა­რა­ზე დახ­ვე­ულ სა­ი­ზო­ლა­ციო ლენტზე არ­სე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის დნმ-ი. ამ ფაქ­ტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია. რამ­დე­ნად იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ მარ­თლაც დარ­ჩე­ნი­ლი­ყო სა­ი­ზო­ლა­ციო ლენტზე დნმ-ის კვა­ლი, ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­ტრო­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელს, ბე­სიკ ალა­დაშ­ვილს ვთხო­ვეთ:

- დნმ-ის ანა­ლი­ზი მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს და ამ სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სის კრი­მი­ნა­ლის­ტი­კის ერთ-ერთი უდი­დე­სი მიღ­წე­ვაა. სულ მცი­რე­დი დე­ტა­ლი­თაც კი შე­საძ­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის დნმ-ის დად­გე­ნა. შე­საძ­ლოა, ეს იყოს ოფლი, თმის ღერი, კა­ნის უმ­ცი­რე­სი ნა­წი­ლა­კი, ტან­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ეცვა და სხვა. სხვა­თა შო­რის, დნმ-ის ანა­ლი­ზის შე­დე­გად, აშშ-ში 15-20 წლის წი­ნან­დე­ლი საქ­მე­ე­ბი გა­და­ი­ხე­და და რიგ შემ­თხვე­ვებ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­ნა­ჩე­ნიც დად­გა. რაც შე­ე­ხე­ბა იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის სა­კითხს, მთა­ვა­რია იქ, მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლას რა დახ­ვდა გა­მო­ძი­ე­ბას. დნმ ისე­თი რა­ღა­ცაა, ის ვერც გაქ­რე­ბა და ვერც ხე­ლოვ­ნუ­რად ვერ შექ­მნი, შე­სა­ბა­მი­სად, თუ გა­მო­ძი­ე­ბას მარ­თლაც აქვს დნმ-ს ანა­ლი­ზის პა­სუ­ხე­ბი, მაგ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლი არ აღი­ა­რებს, რომ ის იქ იმ­ყო­ფე­ბო­და, მა­შინ მას ახ­სნა მო­უ­წევს, თუ რო­გორ მოხ­ვდა მისი დნმ ხელ­ყუმ­ბა­რა­ზე.

- ანუ ის, რა­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ბობს, რომ დნმ-ს აღ­მო­ჩე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და, სა­ი­ზო­ლა­ციო ლენ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია?

- სა­ი­ზო­ლა­ციო ლენტზე, თვი­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ოდ­ნავ ხე­ლის შე­ხე­ბი­თაც კი აღი­ბეჭ­დოს რამე. თუმ­ცა, არის კი­დევ სხვა ბევ­რი ნი­უ­ან­სი, რო­მე­ლიც არ მინ­და გა­ვახ­მო­ვა­ნო, ვი­ნა­ი­დან არ მსურს ჩემი ვერ­სი­ე­ბით საქ­მეს რა­ი­მე ფორ­მით ხელი შე­ვუ­შა­ლო, მაგ­რამ კი­თხვე­ბი მაქვს რო­გორც ბრალ­დე­ბის, ისე დაც­ვის მხა­რეს­თან. და­ვე­ლო­დოთ პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, მაგ­რამ ერ­თსაც ვი­ტყვი, რომ არ მომ­წონს რო­დე­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა და ად­ვო­კა­ტე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის რე­ჟიმ­ში არი­ან, ეს აბ­ნევს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. სხვა­თა შო­რის, მე სხვა ინ­ტერ­ვი­უ­ებ­შიც გან­ვა­ცხა­დე, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში დნმ-ზე არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და, მო­ბი­ლუ­რი კავ­ში­რე­ბის გა­შიფვ­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გა­დად დნმ-ს, ის ძა­ლი­ან კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცვე­ლია. ეს გე­ნე­ტი­კუ­რი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბაა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, დნმ-ს კო­დით შეგ­ვიძ­ლია გა­ვი­გოთ ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის წი­ნა­პა­რი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი იყო თუ არა. დნმ არის ულე­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის ბან­კი. სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე გა­ცი­ლე­ბით გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა დნმ, ვი­ნა­ი­დან, თუ ვინ­მემ ხელ­ში ჩა­იგ­დო თქვე­ნი დნმ და შემ­დეგ ის მოხ­ვდეს და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლას, ან ია­რაღ­ზე ან სხვა ნივთზე, თქვენ უკვე ძა­ლი­ან გი­გი­ჭირ­დე­ბათ სა­კუ­თა­რი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბა.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"თუ ვინმემ ხელში ჩაიგდო თქვენი დნმ და ის მოხვდა დანაშაულის ადგილას..." - შესაძლებელია თუ არა დნმ-ით მანიპულირება?

"თუ ვინმემ ხელში ჩაიგდო თქვენი დნმ და ის მოხვდა დანაშაულის ადგილას..." - შესაძლებელია თუ არა დნმ-ით მანიპულირება?

პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. ერთ-ერთი მთავარი სამხილი, რაზეც პროკურატურა საუბრობს, არის ხელყუმბარაზე დახვეულ საიზოლაციო ლენტზე არსებული ბრალდებულის დნმ-ი. ამ ფაქტმა საზოგადოების განსხვავებული რეაქცია გამოიწვია. რამდენად იყო შესაძლებელი, რომ მართლაც დარჩენილიყო საიზოლაციო ლენტზე დნმ-ის კვალი, ამ თემაზე კომენტარი სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის ხელმძღვანელს, ბესიკ ალადაშვილს ვთხოვეთ:

- დნმ-ის ანალიზი მეოცე საუკუნის ბოლოს და ამ საუკუნის დასაწყისის კრიმინალისტიკის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა. სულ მცირედი დეტალითაც კი შესაძლებელია ადამიანის დნმ-ის დადგენა. შესაძლოა, ეს იყოს ოფლი, თმის ღერი, კანის უმცირესი ნაწილაკი, ტანსაცმელი, რომელიც ადამიანს ეცვა და სხვა. სხვათა შორის, დნმ-ის ანალიზის შედეგად, აშშ-ში 15-20 წლის წინანდელი საქმეები გადაიხედა და რიგ შემთხვევებში განსხვავებული განაჩენიც დადგა. რაც შეეხება იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საკითხს, მთავარია იქ, მკვლელობის ადგილას რა დახვდა გამოძიებას. დნმ ისეთი რაღაცაა, ის ვერც გაქრება და ვერც ხელოვნურად ვერ შექმნი, შესაბამისად, თუ გამოძიებას მართლაც აქვს დნმ-ს ანალიზის პასუხები, მაგრამ ბრალდებული არ აღიარებს, რომ ის იქ იმყოფებოდა, მაშინ მას ახსნა მოუწევს, თუ როგორ მოხვდა მისი დნმ ხელყუმბარაზე.

- ანუ ის, რასაც პროკურატურა ამბობს, რომ დნმ-ს აღმოჩენა შესაძლებელი გახდა, საიზოლაციო ლენტის საშუალებით, შესაძლებელია?

- საიზოლაციო ლენტზე, თვისებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ოდნავ ხელის შეხებითაც კი აღიბეჭდოს რამე. თუმცა, არის კიდევ სხვა ბევრი ნიუანსი, რომელიც არ მინდა გავახმოვანო, ვინაიდან არ მსურს ჩემი ვერსიებით საქმეს რაიმე ფორმით ხელი შევუშალო, მაგრამ კითხვები მაქვს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარესთან. დაველოდოთ პროცესების განვითარებას, მაგრამ ერთსაც ვიტყვი, რომ არ მომწონს როდესაც პროკურატურა და ადვოკატები ყოველდღიური განცხადებების რეჟიმში არიან, ეს აბნევს საზოგადოებას. სხვათა შორის, მე სხვა ინტერვიუებშიც განვაცხადე, რომ ამ შემთხვევაში დნმ-ზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნებოდა, მობილური კავშირების გაშიფვრა.

რაც შეეხება ზოგადად დნმ-ს, ის ძალიან კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველია. ეს გენეტიკური საიდუმლოებაა. წარმოიდგინეთ, დნმ-ს კოდით შეგვიძლია გავიგოთ ამა თუ იმ ადამიანის წინაპარი დაავადებული იყო თუ არა. დნმ არის ულევი ინფორმაციის ბანკი. საბანკო ანგარიშებზე გაცილებით გასაიდუმლოებული ინფორმაციაა დნმ, ვინაიდან, თუ ვინმემ ხელში ჩაიგდო თქვენი დნმ და შემდეგ ის მოხვდეს დანაშაულის ადგილას, ან იარაღზე ან სხვა ნივთზე, თქვენ უკვე ძალიან გიგიჭირდებათ საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ