პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიძლება დაჩიმ უნებურად ვიღაცის პირადი ცხოვრების შესახებ იცოდა..." - ვინ მფარველობს დაჩი დარჩიას მკვლელს
"შეიძლება დაჩიმ უნებურად ვიღაცის პირადი ცხოვრების შესახებ იცოდა..." - ვინ მფარველობს დაჩი დარჩიას მკვლელს

მოკ­ლუ­ლი დი­ჯე­ის, დაჩი დარ­ჩი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი მკვლე­ლო­ბის რე­ა­ლუ­რი მო­ტი­ვის დად­გე­ნას მო­ი­თხო­ვენ და აცხა­დე­ბენ, რომ მკვლე­ლის, მი­ხე­ილ გრძე­ლიშ­ვი­ლის დაც­ვის მხა­რე ცდი­ლობს, რომ მო­ტი­ვად წარ­მო­ა­ჩი­ნოს თით­ქოს დაჩი დარ­ჩი­ამ მი­ა­ყე­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფა გრძე­ლიშ­ვილს, რის შემ­დე­გაც მოხ­და და­პი­რის­პი­რე­ბა და მკვლე­ლო­ბა. შეყ­რი­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ გა­მო­ძი­ე­ბა იჩენს გულ­გრი­ლო­ბას და ცდი­ლობს, მომ­ხდარ­ში დაჩი დარ­ჩია და­ა­და­ნა­შა­უ­ლოს. ჟურ­ნა­ლი "სარ­კე" დაჩი დარ­ჩი­ას დე­დას, ლილი შეყ­რი­ლა­ძეს ესა­უბ­რა. Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ მცი­რე ფრაგ­მენტს "სარ­კე­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"სარ­კე": ბა­რის შიდა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ში რა ჩანს?

ლილი შეყ­რი­ლა­ძე: ის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი და­ჩის სიკ­ვდი­ლი­დან ერთი კვი­რის შემ­დეგ ნა­ხეს. გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ და­ა­მონ­ტა­ჟეს. ვფიქ­რობ, გა­მო­სას­ვლელ­ში კონ­ფლიქ­ტი მოხ­და ბა­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­სა და გრძე­ლიშ­ვი­ლის თან­მხლებ პირს შო­რის. შე­იძ­ლე­ბა იმ კონ­ფლიქ­ტის დროს და­ჩიმ შემ­რი­გებ­ლუ­რი ტო­ნით რამე თქვა, შე­იძ­ლე­ბა სულ სხვა სა­ი­დუმ­ლო იმა­ლე­ბა. დაჩი რე­ჟი­სო­რი იყო, ბევრ ხალ­ხთან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. შე­იძ­ლე­ბა უნე­ბუ­რად ვი­ღა­ცის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ იცო­და, რა­ღა­ცას ყური მოჰ­კრა, რა­ღაც და­ი­ნა­ხა და არ ენ­დო­ბოდ­ნენ.

თა­ვის­თა­ვად ყვე­ლა­ფე­რი იმის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი, რომ მკვლელს მფარ­ვე­ლი ჰყავს. ცდი­ლო­ბენ, და­ჩის და­აბ­რა­ლონ შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა და მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი შე­თხზან, რომ სა­ნამ გრძე­ლიშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნა მო­უ­წევს, ცი­ხე­ში, მათი კა­ნო­ნე­ბით, ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი იყოს.

დაჩი პო­ე­ტუ­რი სუ­ლის გახ­ლდათ. ადა­მი­ანს სულს ულა­მა­ზებ­და სა­კუ­თა­რი ლექ­სით ან მუ­სი­კით. ჩემი შვი­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ქუ­ჩუ­რი ცხოვ­რე­ბით, ქუ­ჩა­ში ორი წუ­თი­თაც არ ჩერ­დე­ბო­და. უკონ­ფლიქ­ტო პი­როვ­ნე­ბა იყო. არც სხვის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში იჭ­რე­ბო­და. ამი­ტომ ჩნდე­ბა კი­თხვა - რა­ტომ მოკ­ლეს?

"სარ­კე": გრძე­ლიშ­ვი­ლი რას ამ­ბობს ჩვე­ნე­ბა­ში?

ლილი შეყ­რი­ლა­ძე: ად­ვო­კა­ტის ნათ­ქვამს იმე­ო­რებს, ად­ვო­კა­ტი მარ­თავს. გრძე­ლიშ­ვი­ლის თქმით, და­ჩიმ მას ქუ­ჩა­ში შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და ამი­ტომ მოკ­ლა. ეს თუ სი­მარ­თლეა, ღა­მის 3 სა­ათ­ზე ერთ ად­გილ­ზე მომ­ლო­დი­ნე ადა­მი­ა­ნი არ იქ­ნე­ბო­და და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში. ის და­ჩის ელო­დე­ბო­და და მკვლე­ლო­ბა გან­ზრა­ხუ­ლი ჰქონ­და. ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ ის აფექ­ტში იყო და ჩა­დე­ნი­ლი საქ­ცი­ე­ლი ინა­ნა, მაგ­რამ ეს არ არის სი­მარ­თლე. თუ ინა­ნა, უკან რა­ტომ მიბ­რუნ­დე­ბო­და და სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბას რა­ტომ მი­ა­ყე­ნებ­და? გრძე­ლიშ­ვილს არ უნ­დო­და, რომ დაჩი ცო­ცხა­ლი დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. სა­უ­ბე­დუ­როდ, ამას ვერ ვამ­ტკი­ცებ.

"სარ­კე": კონ­კრე­ტუ­ლად ვის­ზე გაქვთ ეჭვი, რომ მკვლელს მფარ­ვე­ლობს?

ლილი შეყ­რი­ლა­ძე: გამ­წა­რე­ბუ­ლი დედა კი ვარ, მაგ­რამ უფ­ლე­ბა არ მაქვს, მხო­ლოდ ეჭ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე რა­ი­მე ვთქვა. ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე ხომ და­წე­რეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა.

"სარ­კე": ეკა ბე­სე­ლი­ას შვილს გუ­ლის­ხმობთ?

ლილი შეყ­რი­ლა­ძე: დიახ. ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, პრე­სა­ში, ყველ­გან ისა­უბ­რეს.

იახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია,მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი

"შეიძლება დაჩიმ უნებურად ვიღაცის პირადი ცხოვრების შესახებ იცოდა..." - ვინ მფარველობს დაჩი დარჩიას მკვლელს

"შეიძლება დაჩიმ უნებურად ვიღაცის პირადი ცხოვრების შესახებ იცოდა..." - ვინ მფარველობს დაჩი დარჩიას მკვლელს

მოკლული დიჯეის, დაჩი დარჩიას ოჯახის წევრები და ახლობლები მკვლელობის რეალური მოტივის დადგენას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ მკვლელის, მიხეილ გრძელიშვილის დაცვის მხარე ცდილობს, რომ მოტივად წარმოაჩინოს თითქოს დაჩი დარჩიამ მიაყენა შეურაცხყოფა გრძელიშვილს, რის შემდეგაც მოხდა დაპირისპირება და მკვლელობა. შეყრილაძის განცხადებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ გამოძიება იჩენს გულგრილობას და ცდილობს, მომხდარში დაჩი დარჩია დაადანაშაულოს. ჟურნალი "სარკე" დაჩი დარჩიას დედას, ლილი შეყრილაძეს ესაუბრა. Ambebi.ge გთავაზობთ მცირე ფრაგმენტს "სარკეში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"სარკე": ბარის შიდა ვიდეოჩანაწერებში რა ჩანს?

ლილი შეყრილაძე: ის ვიდეოჩანაწერი დაჩის სიკვდილიდან ერთი კვირის შემდეგ ნახეს. გამორიცხული არ არის, რომ დაამონტაჟეს. ვფიქრობ, გამოსასვლელში კონფლიქტი მოხდა ბარის ადმინისტრაციასა და გრძელიშვილის თანმხლებ პირს შორის. შეიძლება იმ კონფლიქტის დროს დაჩიმ შემრიგებლური ტონით რამე თქვა, შეიძლება სულ სხვა საიდუმლო იმალება. დაჩი რეჟისორი იყო, ბევრ ხალხთან ჰქონდა ურთიერთობა. შეიძლება უნებურად ვიღაცის პირადი ცხოვრების შესახებ იცოდა, რაღაცას ყური მოჰკრა, რაღაც დაინახა და არ ენდობოდნენ.

თავისთავად ყველაფერი იმისკენაა მიმართული, რომ მკვლელს მფარველი ჰყავს. ცდილობენ, დაჩის დააბრალონ შეურაცხყოფის მიყენება და მკვლელობის მიზეზი შეთხზან, რომ სანამ გრძელიშვილს პატიმრობაში ყოფნა მოუწევს, ციხეში, მათი კანონებით, ხელშეუხებელი იყოს.

დაჩი პოეტური სულის გახლდათ. ადამიანს სულს ულამაზებდა საკუთარი ლექსით ან მუსიკით. ჩემი შვილი არასოდეს ყოფილა დაინტერესებული ქუჩური ცხოვრებით, ქუჩაში ორი წუთითაც არ ჩერდებოდა. უკონფლიქტო პიროვნება იყო. არც სხვის პირად ცხოვრებაში იჭრებოდა. ამიტომ ჩნდება კითხვა - რატომ მოკლეს?

"სარკე": გრძელიშვილი რას ამბობს ჩვენებაში?

ლილი შეყრილაძე: ადვოკატის ნათქვამს იმეორებს, ადვოკატი მართავს. გრძელიშვილის თქმით, დაჩიმ მას ქუჩაში შეურაცხყოფა მიაყენა და ამიტომ მოკლა. ეს თუ სიმართლეა, ღამის 3 საათზე ერთ ადგილზე მომლოდინე ადამიანი არ იქნებოდა დაფიქსირებული ვიდეოჩანაწერში. ის დაჩის ელოდებოდა და მკვლელობა განზრახული ჰქონდა. ადვოკატი ამბობს, რომ ის აფექტში იყო და ჩადენილი საქციელი ინანა, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. თუ ინანა, უკან რატომ მიბრუნდებოდა და სასიკვდილო ჭრილობას რატომ მიაყენებდა? გრძელიშვილს არ უნდოდა, რომ დაჩი ცოცხალი დარჩენილიყო. საუბედუროდ, ამას ვერ ვამტკიცებ.

"სარკე": კონკრეტულად ვისზე გაქვთ ეჭვი, რომ მკვლელს მფარველობს?

ლილი შეყრილაძე: გამწარებული დედა კი ვარ, მაგრამ უფლება არ მაქვს, მხოლოდ ეჭვის საფუძველზე რაიმე ვთქვა. ამ ადამიანებზე ხომ დაწერეს ჟურნალისტებმა.

"სარკე": ეკა ბესელიას შვილს გულისხმობთ?

ლილი შეყრილაძე: დიახ. ამის შესახებ ტელევიზიაში, პრესაში, ყველგან ისაუბრეს.

იახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ