პოლიტიკა
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯეობარის" სექსსიმბოლო საქართველოს გადარჩენისთვის პოლიტიკაში მოდის - "ერის და ბერის ხმამ უნდა გაიმარჯვოს!"
"ჯეობარის" სექსსიმბოლო საქართველოს გადარჩენისთვის პოლიტიკაში მოდის - "ერის და ბერის ხმამ უნდა გაიმარჯვოს!"

"ჯე­ო­ბა­რის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და მო­დე­ლი დეა ადა­მია საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს გეგ­მავს და პო­ლი­ტი­კა­ში მი­დის. ამის შე­სა­ხებ მან გუ­შინ გა­ნა­ცხა­და. ადა­მი­ას გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ის პო­ლი­ტი­კა­ში ბრუნ­დე­ბა და ერის და ბე­რის ხმამ უნდა გა­ი­მარ­ჯვოს. რა იგუ­ლის­ხმა პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ში და რას აპი­რებს ადა­მია, ამას მისი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- დეა, თქვენ­მა გან­ცხა­დე­ბამ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰპო­ვა, რა­ტომ მი­ი­ღეთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და რას ნიშ­ნავს პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბა? რო­დის იყა­ვით პო­ლი­ტი­კა­ში?

- პო­ლი­ტი­კა­ში 14 წლის ასა­კი­დან ვარ. ბედ­მა ისეთ ქვე­ყა­ნა­ში მო­მავ­ლი­ნა, სა­დაც ბავ­შვო­ბა არ მღირ­სე­ბია. მინ­და ეს თუ არა, 1992 წლის 14 აგ­ვის­ტო­დან სულ პო­ლი­ტი­კა­ში ვარ. მერე იყო ბნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, ქუ­ჩა­ში სა­ვაჭ­როდ მდგა­რი დიდი და პა­ტა­რა. კი­დევ კარ­გი, მშობ­ლებ­მა გაგ­ვა­რი­დეს ამ ყო­ფას და პე­ტერ­ბურ­გში ვცხოვ­რობ­დით. იქ ასე­თი რამე ნამ­დვი­ლად არ იგ­რძნო­ბო­და, მიყ­ვარს იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი ბავ­შვო­ბა. მაგ­რამ წლე­ბის შემ­დეგ დავ­ბრუნ­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში. 2003 წლი­დან იწყე­ბა ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შო­უ­ე­ბის პე­რი­ო­დი, იმე­დი, შემ­დეგ იმედ­გაც­რუ­ე­ბა და ისევ აქ­ცი­ე­ბი. 2009 წლი­დან ვარ ყვე­ლა აქ­ცი­ე­ბის და მი­ტინ­გე­ბის მო­ნა­წი­ლე და პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რი. ამ­ჯე­რად ამ პარ­ტი­ის თბი­ლი­სის ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ვარ. სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხე­ბი და მტკივ­ნე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ბევ­რია და გული არ მით­მენს, რომ ამას შო­რი­დან მშვი­დად ვუ­ყუ­რო. სა­ქარ­თვე­ლო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ღა­ტაკ­დე­ბა და იძი­რე­ბა, რა­საც არ და­ვუშ­ვებთ მე და ჩემი თა­ო­ბა!

- შენს გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნავ, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დროა, და ერის და ბე­რის ხმამ უნდა გა­და­ფა­როს ყვე­ლა ან­ტი­ქარ­თუ­ლი ხმა. ვის გუ­ლის­ხმობ ან­ტი­ქარ­თულ ხმებ­ში და რო­გორ გგო­ნია, კახა კუ­კა­ვა ქარ­თუ­ლი ხმა არის? გაყ­ვე­ბა ხალ­ხი თქვენს გზას?

- ან­ტი­ქარ­თუ­ლია ქარ­თულ მი­წე­ბის უცხო­ე­ლებ­ზე გას­ხვი­სე­ბა! ან­ტი­ქარ­თუ­ლია ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის წი­ნა­შე ჩვე­ნი მო­ნუ­რი მორ­ჩი­ლე­ბა, ან­ტი­ქარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის ქვე­ყა­ნად არ­გა­მო­ცხა­დე­ბა. ან­ტი­ქარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ნატო-ს საწ­ვრთნე­ლი ბა­ზის მშე­ნებ­ლო­ბა. მი­მაჩ­ნია, ეს კარ­გს არა­ფერს მოგ­ვი­ტანს. ბევ­რი მტკივ­ნე­უ­ლი ფაქ­ტია და მათი ჩა­მოთ­ვლა შორს წაგ­ვიყ­ვანს. ადრე იყო რუსი ხელ­მწი­ფის "ნა­მეს­ტნი­კი" სა­ქარ­თვე­ლო­ში, დღეს იგი­ვე გვყავს ამე­რი­კის ელჩი ნორ­ლან­დი, ვის გა­რე­შეც ერთი სა­კი­თხი არ წყდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში... რა შე­იც­ვა­ლა? ეს არის თა­ვი­სუფ­ლე­ბა?

- რა­ტომ მი­იჩ­ნევ ან­ტი­ქარ­თუ­ლად ნატო-ს ბა­ზე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ქვე­ყა­ნა, სა­დაც უცხო ჯარი დგას და უცხო ქვეყ­ნის ბა­ზე­ბია, არა­სო­დეს იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი. რო­გორ გგო­ნი­ათ, ამ ბა­ზი­დან გას­რო­ლი­ლი რა­კე­ტა პა­სუ­ხად აქეთ ყვა­ვი­ლებს მი­ი­ღებს? ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია ასე­თი ბა­ზე­ბის ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბა. ამე­რი­კის ინ­ტე­რე­სე­ბი ირან­ში და ობა­მას ზღვარ­გა­და­სუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვნე­ბე­ბი რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში - ეს ყო­ვე­ლი­ვე ჩვენ შე­მოგ­ვიბ­რუნ­დე­ბა ცუ­დად. სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის გა­მო­ცხა­დე­ბი­თა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მე­თო­დე­ბით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი ჩვე­ნი ხსნაა და ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი.

- ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა არ მოგ­წონთ?

- ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბას ბევრ რა­მე­ში ვე­მად­ლი­ე­რე­ბი. შავი ჭი­რის მო­შო­რე­ბა­ში, მაგ­რამ ბევ­რი რამ, რაც შე­იძ­ლე­ბო­და გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, არ გა­კეთ­და. სა­ნამ გამ­წა­რე­ბუ­ლი მამა შვი­ლის საფ­ლავ­ზე შვილს არ წა­აკ­ლეს, მა­ნამ გა­მო­ძი­ე­ბე­ბიც არ წარ­მო­ებ­და, რა­მაც სა­ვა­ლა­ლო და ტრა­გი­კუ­ლი შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნა. სა­ინ­ტე­რე­სოა, პი­რა­დად მათ ოჯა­ხებს რომ შე­ხე­ბო­და ასე­თი რამ, მა­ში­ნაც ასე გულ­გრი­ლად მი­უდ­გე­ბოდ­ნენ და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნას? ქვე­ყა­ნა­ში უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდაა! სი­ღა­ტა­კე მა­ტუ­ლობს, და­საქ­მე­ბა არ ხდე­ბა, უმუ­შევ­რო­ბაა და არც იმე­დია ხალ­ხში, რომ რამე გა­მოს­წორ­დე­ბა.

- ამ­ბობთ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლია შავი ჭირი?

- სრუ­ლი­ად დამ­ნა­შა­ვე ნაც­რე­ჟი­მი! მისი 9 წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბა.

- რას ურ­ჩევ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ღა­რი­ბაშ­ვილს?

- არ უს­მი­ნოს გარე ძა­ლებს და ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს თვი­თონ! იმოქ­მე­დოს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და არა ვინ­მეს პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან!

- ვის გუ­ლის­ხმობ გარე ძა­ლებ­ში?

- რა თქმა უნდა, ევ­რო­პის და ამე­რი­კის კარ­ნახს. ისი­ნი სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის იბ­რძვი­ან ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და არა ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლით. ჩემი შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯი, თუ ასე გაგ­რძელ­და, იქ­ნე­ბა პრო­ტეს­ტი; ჩემი და ჩემი თა­ო­ბის დიდი პრო­ტეს­ტი. ასე არ შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს! და­მამ­ცი­რე­ბე­ლია ასეთ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა!

- რუ­სე­თის მხარ­დამ­ჭე­რი ხარ?

- რაც შე­ე­ხე­ბა დამ­პყრო­ბე­ლო­ბი­სა და ოკუ­პა­ცი­ის თე­მას, ნე­ბის­მი­ე­რი ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ის­ტო­რი­უ­ლად დამ­პყრო­ბე­ლია, თუ ირ­გვლივ კარ­გად მი­მო­ვი­ხე­დავთ და მეხ­სი­ე­რე­ბას მო­ვუხ­მობთ! იქ­ნე­ბა ეს შე­ფარ­ვი­თი თუ ღია ოკუ­პა­ცია... შე­ხე­დეთ აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირს თბი­ლის­ში, თურ­ქე­ბი­საა. ბა­თუ­მი, ქო­ბუ­ლე­თი თურ­ქე­ბი­საა... და რაც ყვე­ლა­ზე სა­ში­შია, ისი­ნი სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვი ოკუ­პა­ცი­ი­თაც არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი და აჭა­რა­ში მრა­ვა­ლი ახალ­გაზ­რდაა ის­ლა­მის სწავ­ლე­ბა­ში ჩათ­რე­უ­ლი, ასე­ვეა და­სავ­ლუ­რი იეჰო­ვუ­რი ექ­სპან­სი­აც! მათი მა­სო­ნუ­რი ამე­რი­კუ­ლი ქსე­ლი მთელს სა­ქარ­თვე­ლო­შია. სულს უწამ­ლა­ვენ ადა­მი­ა­ნებს და რწმე­ნას უმ­რუ­დე­ბენ! ეს ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ოკუ­პა­ცი­აა. რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სეთს, მი­მაჩ­ნია, რომ პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლოს არა­ვი­სი იმე­დი არ უნდა ქონ­დეს ამ ზე­სა­ხელ­მწი­ფოს­თან ბრძო­ლა­ში! თუ რამ სი­ტყვა შეგ­ვა­წი­ეს, ესეც იმი­ტომ, რომ სა­თა­ვი­სო ინ­ტე­რე­სე­ბი აქვთ და სა­ქარ­თვე­ლოს იყე­ნე­ბენ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ.

- მო­დე­ლო­ბი­დან პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რა­ტომ მი­ი­ღე?

- მო­დე­ლო­ბა იყო ერთი პე­რი­ო­დის თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლი "წი­კე­ბი". პო­ლი­ტი­კა კი ჩემი საყ­ვა­რე­ლი თე­მაა. მით უმე­ტეს, რო­დე­საც ასეთ დღე­შია ჩემი სამ­შობ­ლო, თითო აგუ­რი მის სა­კე­თილ­დღე­ოდ ყვე­ლამ უნდა დავ­დოთ!

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

"ჯეობარის" სექსსიმბოლო საქართველოს გადარჩენისთვის პოლიტიკაში მოდის - "ერის და ბერის ხმამ უნდა გაიმარჯვოს!"

"ჯეობარის" სექსსიმბოლო საქართველოს გადარჩენისთვის პოლიტიკაში მოდის - "ერის და ბერის ხმამ უნდა გაიმარჯვოს!"

"ჯეობარის" გამარჯვებული და მოდელი დეა ადამია საპროტესტო აქციებს გეგმავს და პოლიტიკაში მიდის. ამის შესახებ მან გუშინ განაცხადა. ადამიას განცხადებაში ნათქვამია, რომ ის პოლიტიკაში ბრუნდება და ერის და ბერის ხმამ უნდა გაიმარჯვოს. რა იგულისხმა პოლიტიკაში დაბრუნებაში და რას აპირებს ადამია, ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- დეა, თქვენმა განცხადებამ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ დიდი გამოხმაურება ჰპოვა, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და რას ნიშნავს პოლიტიკაში დაბრუნება? როდის იყავით პოლიტიკაში?

- პოლიტიკაში 14 წლის ასაკიდან ვარ. ბედმა ისეთ ქვეყანაში მომავლინა, სადაც ბავშვობა არ მღირსებია. მინდა ეს თუ არა, 1992 წლის 14 აგვისტოდან სულ პოლიტიკაში ვარ. მერე იყო ბნელი საქართველო, ქუჩაში სავაჭროდ მდგარი დიდი და პატარა. კიდევ კარგი, მშობლებმა გაგვარიდეს ამ ყოფას და პეტერბურგში ვცხოვრობდით. იქ ასეთი რამე ნამდვილად არ იგრძნობოდა, მიყვარს იქ გატარებული ბავშვობა. მაგრამ წლების შემდეგ დავბრუნდით საქართველოში. 2003 წლიდან იწყება ახალი პოლიტიკური შოუების პერიოდი, იმედი, შემდეგ იმედგაცრუება და ისევ აქციები. 2009 წლიდან ვარ ყველა აქციების და მიტინგების მონაწილე და პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრი. ამჯერად ამ პარტიის თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარ. საჭირბოროტო საკითხები და მტკივნეული პრობლემები ბევრია და გული არ მითმენს, რომ  ამას შორიდან მშვიდად ვუყურო. საქართველო მიზანმიმართულად ღატაკდება და იძირება, რასაც არ დავუშვებთ მე და ჩემი თაობა!

- შენს განცხადებაში აღნიშნავ, რომ ქართველი ხალხის დროა, და ერის და ბერის ხმამ უნდა გადაფაროს ყველა ანტიქართული ხმა. ვის გულისხმობ ანტიქართულ ხმებში და როგორ გგონია, კახა კუკავა ქართული ხმა არის? გაყვება ხალხი თქვენს გზას?

- ანტიქართულია ქართულ მიწების უცხოელებზე გასხვისება! ანტიქართულია ამერიკისა და ევროპის წინაშე ჩვენი მონური მორჩილება, ანტიქართულია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის ქვეყანად არგამოცხადება. ანტიქართულია საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ბაზის მშენებლობა. მიმაჩნია, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. ბევრი მტკივნეული ფაქტია და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ადრე იყო რუსი ხელმწიფის "ნამესტნიკი" საქართველოში, დღეს იგივე გვყავს ამერიკის ელჩი ნორლანდი, ვის გარეშეც ერთი საკითხი არ წყდება ქვეყანაში... რა შეიცვალა? ეს არის თავისუფლება?

- რატომ მიიჩნევ ანტიქართულად ნატო-ს ბაზების ჩამოყალიბებას საქართველოში?

- ქვეყანა, სადაც უცხო ჯარი დგას და უცხო ქვეყნის ბაზებია, არასოდეს იქნება თავისუფალი. როგორ გგონიათ, ამ ბაზიდან გასროლილი რაკეტა პასუხად აქეთ ყვავილებს მიიღებს? ყოვლად დაუშვებელია ასეთი ბაზების ჩვენს ტერიტორიაზე განთავსება. ამერიკის ინტერესები ირანში და ობამას ზღვარგადასული პოლიტიკური ვნებები რუსეთთან მიმართებაში - ეს ყოველივე ჩვენ შემოგვიბრუნდება ცუდად. საქართველოს დამოუკიდებლობა ნეიტრალიტეტის გამოცხადებითა და დიპლომატიური მეთოდებით არის შესაძლებელი. ნეიტრალიტეტი ჩვენი ხსნაა და ერთადერთი გამოსავალი.

- ივანიშვილის მთავრობა არ მოგწონთ?

- ივანიშვილის მთავრობას ბევრ რამეში ვემადლიერები. შავი ჭირის მოშორებაში, მაგრამ ბევრი რამ, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, არ გაკეთდა. სანამ გამწარებული მამა შვილის საფლავზე შვილს არ წააკლეს, მანამ გამოძიებებიც არ წარმოებდა, რამაც სავალალო და ტრაგიკული შედეგები მოიტანა. საინტერესოა, პირადად მათ ოჯახებს რომ შეხებოდა ასეთი რამ, მაშინაც ასე გულგრილად მიუდგებოდნენ დანაშაულის გახსნას? ქვეყანაში უსამართლობის განცდაა! სიღატაკე მატულობს, დასაქმება არ ხდება, უმუშევრობაა და არც იმედია ხალხში, რომ რამე გამოსწორდება.

- ამბობთ, რომ სააკაშვილია შავი ჭირი?

- სრულიად დამნაშავე ნაცრეჟიმი! მისი 9 წლიანი მმართველობა.

- რას ურჩევ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს?

- არ უსმინოს გარე ძალებს და ყველა გადაწყვეტილება მიიღოს თვითონ! იმოქმედოს ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და არა ვინმეს პირადი ინტერესებიდან!

- ვის გულისხმობ გარე ძალებში?

- რა თქმა უნდა, ევროპის და ამერიკის კარნახს. ისინი საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვიან ჩვენს ქვეყანაში და არა ჩვენი სიყვარულით. ჩემი შემდგომი ნაბიჯი, თუ ასე გაგრძელდა, იქნება პროტესტი; ჩემი და ჩემი თაობის დიდი პროტესტი. ასე არ შეიძლება გაგრძელდეს! დამამცირებელია ასეთ ქვეყანაში ცხოვრება!

- რუსეთის მხარდამჭერი ხარ?

- რაც შეეხება დამპყრობელობისა და ოკუპაციის თემას, ნებისმიერი ჩვენი მეზობელი ისტორიულად დამპყრობელია, თუ ირგვლივ კარგად მიმოვიხედავთ და მეხსიერებას მოვუხმობთ! იქნება ეს შეფარვითი თუ ღია ოკუპაცია... შეხედეთ აღმაშენებლის გამზირს თბილისში, თურქებისაა. ბათუმი, ქობულეთი თურქებისაა... და რაც ყველაზე საშიშია, ისინი სარწმუნოებრივი ოკუპაციითაც არიან დაკავებული და აჭარაში მრავალი ახალგაზრდაა ისლამის სწავლებაში ჩათრეული, ასევეა დასავლური იეჰოვური ექსპანსიაც! მათი მასონური ამერიკული ქსელი მთელს საქართველოშია. სულს უწამლავენ ადამიანებს და რწმენას უმრუდებენ! ეს ყველაზე საშიში ოკუპაციაა. რაც შეეხება რუსეთს, მიმაჩნია, რომ პატარა საქართველოს არავისი იმედი არ უნდა ქონდეს ამ ზესახელმწიფოსთან ბრძოლაში! თუ რამ სიტყვა შეგვაწიეს, ესეც იმიტომ, რომ სათავისო ინტერესები აქვთ და საქართველოს იყენებენ რუსეთის წინააღმდეგ.

- მოდელობიდან პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება რატომ მიიღე?

- მოდელობა იყო ერთი პერიოდის თინეიჯერული "წიკები". პოლიტიკა კი ჩემი საყვარელი თემაა. მით უმეტეს, როდესაც ასეთ დღეშია ჩემი სამშობლო, თითო აგური მის საკეთილდღეოდ ყველამ უნდა დავდოთ!

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა