პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის ნახა ბოლოს ვასილ მაღლაფერიძემ ზურაბ ჟვანია - პირველი კომენტარი ახალ ბრალდებებზე
როდის ნახა ბოლოს ვასილ მაღლაფერიძემ ზურაბ ჟვანია - პირველი კომენტარი ახალ ბრალდებებზე

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გა­ზეთ "ქრო­ნი­კის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, მამა ელიზ­ბარ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მის­თვის ცნო­ბი­ლია ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი. მამა ელიზ­ბა­რის თქმით, ჟვა­ნი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ყო­ფი­ლი ჩი­ნოვ­ნი­კი, გა­და­ცე­მა "კონ­სი­ლი­უ­მის" წამ­ყვა­ნი ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძეც არის გა­რე­უ­ლი.

მამა ელიზ­ბა­რის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მოწ­მე, ნა­თე­ლა მო­დე­ბა­ძე, მა­მა­ოს თქმით, აღ­ნიშ­ნავს, რომ სწო­რედ ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძემ იქი­რა­ვა აღ­ნიშ­ნუ­ლი ბინა სა­ბურ­თა­ლო­ზე და მას­ვე ჰქონ­და ბი­ნის გა­სა­ღე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, მას რომ არ გა­ე­ღო ბი­ნის კარი, ცხედ­რებს ვერც შე­ას­ვე­ნებ­დნენ. ით­ქვა ისიც, რომ ჟვა­ნია სახ­ლი­დან ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძის სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის შემ­დეგ გა­მო­ვი­და.

ამ ბრალ­დე­ბას ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე "გუ­რია ნი­უს­თან" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში პა­სუ­ხობს.

- ბა­ტო­ნო ვა­სილ, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ზუ­რაბ ჟვა­ნია თქვე­ნი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის შემ­დეგ გა­მო­ვი­და სახ­ლი­დან. ით­ქვა ისიც, რომ ბინა, სა­დაც გარ­დაც­ვლი­ლი პრე­მი­ე­რი იპო­ვეს, თქვენ გქონ­დათ ნა­ქი­რა­ვე­ბი.

- სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლეა. კი არ ამ­ბო­ბენ, გუ­შინ­წინ თქვა ვი­ღა­ცამ. ახ­ლაც არ ვიცი, ის ბინა სად არის.

- სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარ­ზე რას იტყვით?

- ესეც სიც­რუ­ეა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ხომ იცის ეს ყვე­ლა­ფე­რი? ზა­რის ამ­ბა­ვი გუ­შინ­წინ და­წე­რეს პირ­ვე­ლად. აქამ­დე არ უთ­ქვამთ ეს სი­სუ­ლე­ლე და ამით უნ­დათ კვა­ლის არე­ვა.

- ჟვა­ნი­ას ოჯახ­თან თუ გაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა?

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა. ნი­ნოს ვხვდე­ბი იშ­ვი­ა­თად. ოჯახ­თან არ ვი­ყა­ვი ასე ახ­ლოს.

- გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე თუ გქონ­და ზუ­რას­თან სა­უ­ბა­რი, რა­ი­მეს თუ ეჭ­ვობ­და?

- ბო­ლოს და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვით ადრე ვნა­ხე ცოტა ხნით და არ გვქო­ნია ჩა­ძი­ე­ბუ­ლი სა­უ­ბა­რი.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როდის ნახა ბოლოს ვასილ მაღლაფერიძემ ზურაბ ჟვანია - პირველი კომენტარი ახალ ბრალდებებზე

როდის ნახა ბოლოს ვასილ მაღლაფერიძემ ზურაბ ჟვანია - პირველი კომენტარი ახალ ბრალდებებზე

რამდენიმე დღის წინ, გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, მამა ელიზბარმა განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია ზურაბ ჟვანიას მკვლელობის დეტალები. მამა ელიზბარის თქმით, ჟვანიას მკვლელობაში ყოფილი ჩინოვნიკი, გადაცემა "კონსილიუმის" წამყვანი ვასილ მაღლაფერიძეც არის გარეული.

მამა ელიზბარის დასახელებული მოწმე, ნათელა მოდებაძე, მამაოს თქმით, აღნიშნავს, რომ სწორედ ვასილ მაღლაფერიძემ იქირავა აღნიშნული ბინა საბურთალოზე და მასვე ჰქონდა ბინის გასაღები. შესაბამისად, მას რომ არ გაეღო ბინის კარი, ცხედრებს ვერც შეასვენებდნენ. ითქვა ისიც, რომ ჟვანია სახლიდან ვასილ მაღლაფერიძის სატელეფონო ზარის შემდეგ გამოვიდა.

ამ ბრალდებას ვასილ მაღლაფერიძე "გურია ნიუსთან" მიცემულ ინტერვიუში პასუხობს.

- ბატონო ვასილ, როგორც ამბობენ, ზურაბ ჟვანია თქვენი სატელეფონო ზარის შემდეგ გამოვიდა სახლიდან. ითქვა ისიც, რომ ბინა, სადაც გარდაცვლილი პრემიერი იპოვეს, თქვენ გქონდათ ნაქირავები.

- სრული სისულელეა. კი არ ამბობენ, გუშინწინ თქვა ვიღაცამ. ახლაც არ ვიცი, ის ბინა სად არის.

- სატელეფონო ზარზე რას იტყვით?

- ესეც სიცრუეა. პროკურატურამ ხომ იცის ეს ყველაფერი? ზარის ამბავი გუშინწინ დაწერეს პირველად. აქამდე არ უთქვამთ ეს სისულელე და ამით უნდათ კვალის არევა.

- ჟვანიას ოჯახთან თუ გაქვს ურთიერთობა?

- განსაკუთრებული არა. ნინოს ვხვდები იშვიათად. ოჯახთან არ ვიყავი ასე ახლოს.

- გარდაცვალებამდე თუ გქონდა ზურასთან საუბარი, რაიმეს თუ ეჭვობდა?

- ბოლოს დაახლოებით ერთი თვით ადრე ვნახე ცოტა ხნით და არ გვქონია ჩაძიებული საუბარი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ