მათი ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი 0,01 ევროთი გაიზარდა და შეადგენს საშუალოდ, 1,17 ევროს. A-95 მარკის ბენზინი ყველაზე გავრცელებული საწვავის სახეობაა ევროპაში და ყველა ავტოგასამართ სადგურზე გვხვდება.
ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნორვეგიაში, იტალიასა და ნიდერლანდებში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 20-25%-ით აღემატება ევროპის საშუალო ფასებს. კერძოდ, ნორვეგიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,77 ევროს (დაახლოებით 4,08 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,68 ევროს (დაახლოებით 3,87 ლარი), დიზელის საწვავი - 1,57 ევროს (დაახლოებით 3,62 ლარი); იტალიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,68 ევროს (დაახლოებით 3,87 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,59 ევროს (დაახლოებით 3,66 ლარი), დიზელის საწვავი - 1,51 ევროს (დაახლოებით 3,48 ლარი); ხოლო ნიდერლანდებში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,64 ევროს (დაახლოებით 3,78 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,58 ევროს (დაახლოებით 3,64 ლარი), დიზელის საწვავი - 1,29 ევროს (დაახლოებით 2,97 ლარი).
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,52 ევრო (დაახლოებით 1,20 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,47 ევრო (დაახლოებით 1,08 ლარი), დიზელის საწვავი - 0,45 ევროს (დაახლოებით 1,04 ლარი).