"რუსთავის 2"-ის ინფორმაციით, მათ კონფიდენციალურმა წყარომ ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს იმ დასკვნის კიდევ ერთი ნაწილი მიაწოდა, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმეზე მომზადდა. "დასკვნები 2005, 2006 და 2007 წლებით თარიღდება და მათში დეტალურად არის აღწერილი შემთხვევის ადგილი, ყველა ნივთი და ყველა ნივთიერება, რომელიც გამომძიებლებმა ბინაში აღმოაჩინეს. ნივთმტკიცებულებები დეტალურად არის აღრიცხული და დანომრილი. დოკუმენტში ასევე მითითიებულია, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის დნმ-ის კვალი რამდენიმე განსხვავებული ტიპის ნივთზეა აღმოჩენილი. მათ შორის, არის არა მარტო ჭიქა და სიგარეტის ნამწვავი. დნმ-ის კვალი ასევე აღმოჩენილია ხალათებსა და ზეწარზეც", - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, FBI-ის დასკვნაშია საუბარი.
აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი ადამიანები საკუთარ რეაქციებს "ფეისბუქზე" აფიქსირებენ. ჩვენ რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ:
ნანუკა ჟორჟოლიანი:
"მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი"
იქნებ მარტო ეს დავუტოვოთ ისტორიას.
***
ნეტა ვის აწყობს ამაზე საჯაროდ საუბარი! მხოლოდ ავადმყოფი ფსიქიკის ადამიანს! და ნეტავ თუ არ უტდება მის ძმას ეს ყველაფერი! შვილებზე არ ფიქრობს ბიძა ამ დროს?!
ეკა ხერხეულიძე:
უმრავლესობა რას ფიქრობს, KGB უფრო სანდო წყაროა საფერფლის პერვერსიებით ,თუ FBI-ის დასკვნა DNA-ტესტის მეშვეობით?
***
გოგლა ჟვანია, იგივე რიჩარდ III-ე ქართულ სინამდვილეში.
გიგა ნასარიძე:
კაენის შემდეგ რეიტინგში მგონი ეს მოდის:(
"რუსთავი 2"-ზე აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შედეგ, ჟვანიას ძმა, გოგოლა ჟვანია "არჩევანს" ტელეფონის საშუალებით ჩაერთო, სადაც განაცხადა, რომ დადგმული იყო სცენა, რომ ამ ადამიანებს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ურთიერთობა ჰქონდათ [სრული ტექსტი].
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი